ავტობუსში მგზავრმა მეორე მგზავრი დაჭრა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მისივე თქმით, საპირისპირება 15-20 წუთი გრძელდებოდა, რის შემდეგაც მგზავრმა მეორე მგზავრს ორჯერ ესროლა.

On.ge ამაზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ 1 პირი დაკავებულია, საქმეზე გამოძიება კი სისხლის სამართლის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.