"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კინოფესტივალის აღმოჩენაა
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი goEast ქართულ ფილმებს მასპინძლობს, რომელიც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმით ჩემი ბედნიერი ოჯახი გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენებების შემდეგ არაერთი დადებითი რეცენზია დაიწერა.
მაგალითად გერმანელი კრიტიკოსი თომას რობაკი აღფრთოვანებულია ია შუღლიაშვილის თამაშით.
"ია შუღლიაშვილი ბრწყინვალედ ასრულებს მანანას როლს, საოცარი სიღრმითა და სიზუსტით.“ - წერს ტომასი.
მანანას პერსონაჟზე წერს იმელ გლიზერიც.
"როცა მანანა ხეებს უყურებს, აივნიდან, საკუთარი მარტოობისა და სიჩუმის ციხესიმაგრეში მყოფი... ჟრუანტელი გივლის."
"მანანა - ცოლი და დედა. აქვს კი მას უფლება ამავდროულად იყოს ქალი, მასწავლებელი, მუსიკოსი ან უბრალოდ მეგობარი? რამდენი განსხვავებული სახე შეუძლია რომ ქალს ჰქონდეს?" - წერს კინოკრიტიკოსი ბრიტა როშჩი.
ჩემი ბედნიერი ოჯახის შესახებ საკუთარ მოსაზრებას მკითხველს ივანა მიტრიციც სთავაზობს.
"შეიძლება ის კამასა და ცერეცოს ერთმანეთისაგან ვერ არჩევს, მაგრამ ის ერთ დღეს პომიდვრის ღივებს გაახარებს და ცხოვრებას ახლიდან დაიწყებს. საკუთარ ბაღს იპოვის, საკუთარი ნუშის ხისათვის."
"რაც ფილმის ბოლოს მრჩება, ეს არის საოცარი კინოგამოცდილება, თავისი ჩამწვდომი ექოთი, ჩემს საკუთარ ოჯახს რომ მახსენებს.", - წერს ანდან ზეილანი.
ჩემი ბედნიერი ოჯახის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მოვლენების ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს. ჩემი ბედნიერი ოჯახი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კინემატოგრაფიის ევროპული ფონდის ევრიმაჟის ხელშეწყობით შეიქმნა. ფილმის გადაღებაში საკუთარი წვლილი შეიტანა კინოინდუსტრიის წახალისების სახელმწიფო პროგრამამ "გადაიღე საქართველოში".
ნანას და სიმონის ფილმმა სულ ცოტა ხნის წინ ჰონგ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი მოიპოვა.
"ჯილდო გადაეცემა ფილმს "ჩემი ბედნიერი ოჯახი" - სოციალური და ფსიქოლოგიური ცვლილებების მგრძნობიარე გადმოცემისთვის, რომელიც ტრადიციულ საზოგადოებაში გენდერულ როლებზე აისახება. რეჟისორებმა დახვეწილი და მართალი, რეალისტური ოჯახური დინამიკა შექმნეს, ნიჭიერ მსახიობთა ანსამბლთან ერთად.", - თქვა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი ცოტა ხნის წინ, იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ზეთისხილის ხე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა, მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.
ჩემი ბედნიერი ოჯახი თითქმის ყველა ფესტივალმა წლის აღმოჩენად დაასახელა. წერდნენ, რომ ეს ინტელექტუალური და საინტერესო ფილმია, რომელშიც ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს მანანას [მთავარი პერსონაჟის] ცხოვრების დეტალების გადმოცემა და მოგვითხრეს, რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახში სიყვარულიც და კამათიც თანაბრად არის, გულის ტკივილისგან კი ახალი შესაძლებლობები იბადება.
ასევე წაიკითხეთ:
ექსკლუზიური ინტერვიუ ნანა ექვთიმიშვილთან და იტალიელ კინოკრიტიკოს პიერა დეტასისთან.
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა

კომენტარები