ევაკუაციის მცდელობის ფონზე რუსეთი მარიუპოლში დაბომბვას აგრძელებს — სამხედრო მეთაური
ფოტო: Alexander Ermochenko/Reuters
უკრაინის აზოვის პოლკის თანამეთაურმა, მაკსიმ ჟორინმა განაცხადა, რომ რუსული ძალები აგრძელებენ მარიუპოლის დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მოლაპარაკებების ფონზე.
"დაფიქრდით, ქალაქში 100 000-ზე მეტი ადამიანია, ზოგი ნანგრევების ქვეშ, ზოგი სარდაფში. ბევრი მათგანი აზოვსტალის ტერიტორიაზეა, ბევრი ბავშვია, ბევრი ქალი, მოხუცები. დღეს კი, როცა მწვანე დერეფანზე შეთანხმდნენ, რუსები უბრალოდ ცინიკურად ისროდნენ სიმაგრეებზე, თავშესაფრებზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსების ნდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება", — ციტირებს CNN მეთაურს.
გუშინ, 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები — ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩავიდნენ მარიუპოლში, რათა რუსულ მხარესთან სამხედროების ევაკუაციის საკითხი განიხილონ.
ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 20 აპრილს, ჰუმანიტარული დერეფნით მარიუპოლის 4-მა ავტობუსმა დატოვა.
19 აპრილს დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკამ თქვა, რომ აზოვსტალზე შეტევა დაიწყეს. ისინი აღნიშნავენ, რომ შეიარაღებითა და არტილერიით რუსი საოკუპაციო ძალები ეხმარებიან. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით" კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას. მათი მტკიცებით, არ მოკლავენ არავის, ვინც ტყვედ ჩაბარდება.
მხოლოდ აპრილში რუსეთის მხრიდან მარიუპოლის მცველებისთვის დანებების შესახებ ეს უკვე მესამე მოწოდებაა. ოკუპენტებმა იგივე გააჟღერეს 4 და 17 აპრილს, თუმცა ორივე შემთხვევაში მარიუპოლის სამხედროებმა უარის განუცხადეს და ქალაქის დაცვა გააგრძელეს.
დღეს მარიუპოლის მერის მრჩეველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები აზოვსტალსა და მიმდებარედ დასახლებულ სექტორს უტევენ. მისი თქმით, ისინი ტერიტორიას ბომბავენ და იყენებენ მძიმე არტილერიას. როგორც პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რუსეთის ძალები მაიდენტიფიცირებელი თეთრი ლენტებით, მშვიდობიან მოსახლეობას სნაიპერების სატყუარად იყენებენ.
მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია, ის ხშირად გახდა თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაზე. ოკუპანტები სწორედ მარიუპოლში თავს დაესხნენ სამშობიაროს და ბავშვთა საავადმყოფოს. მათ ასევე დაბომბეს თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.
იკრაინის მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობენ, რომ მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები