10 სტოიკური ციტატა, რომლის მოსმენაც ახლა გვჭირდება
არსებობს სიბრძნე, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.
2300 წლის წინ დაარსების დღიდან მოყოლებული, სტოიკური ფილოსოფია პიროვნული პასუხისმგებლობის და აწმყოზე ფოკუსირების მნიშვნელობას გამოკვეთს. სიამოვნებისკენ სწრაფვისა და ტკივილის თავიდან აცილების ნაცვლად, სტოიკოსები ირწმუნებიან, რომ უმჯობესია, ყოველი მომენტი ისეთად მივიღოთ, როგორიც არის. ამის გამო სტოიციზმი განსაკუთრებით გამოსადეგი ისეთ რთულ დროებში არის, როგორშიც ახლა ვიმყოფებით.
სტოიციზმი ათენში მესამე საუკუნეში ზენონ ციტიუმმა დააარსა. საუკუნეების განმავლობაში ეს ფილოსოფია მრავალჯერ აღორძინდა — განსაკუთრებით იმ მოაზროვნეების მიერ, რომლებიც პირადი პასუხისმგებლობისა და ნატურალისტური ლოგიკის სტოიკური ნაზავით იხიბლებოდნენ. სტოიციზმის კვეთა მის ფილოსოფიურ თანამედროვესთან, ბუდიზმთან, აშკარაა. ორივე მათგანი ტკივილისა და სიამოვნებაზე კონცენტრირების ნაცვლად აწმყო მომენტზე ფოკუსირების ღირებულებას წამოწევს წინ. სტოიციზმის საბოლოო მიზანი ევდემონია ანუ ბედნიერებაა, რაც ბუდისტურ სანტოშას (კმაყოფილების) ცნებას ენათესავება.
ქვემოთ მოცემულია 10 სტოიკური ციტატა, რომელიც გვეხმარება, წამით შევჩერდეთ და დავფიქრდეთ იმაზე, თუ სად ვართ ახლა. ამ ფილოსოფიის მამოძრავებელი გზავნილი შემდეგია — გადამწყვეტი არის არა გარეგანი პირობები, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებ მათზე. დასახულ მიზნამდე მისასვლელი მანძილი ხშირად დისკომფორტისა და უბედურებისადმი ჩვენი გამძლეობით იზომება. რაც უფრო გვერთულება გამოწვევების ატანა, მით უფრო იზრდება ეს მანძილი. სტოიკოსებმა ამ მანძილის შესახებაც იცოდნენ და იმასაც უწყოდნენ, თუ რა გზებითაა მისი შემოკლება შესაძლებელი.
ეს სიტყვები მსოფლიოში ყველაზე მეტად ციტირებულ სტოიკოსს ეკუთვნის. რომის იმპერატორის მედიტაციები დღემდე მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ რჩება. ეს ორი წინადადება ყველაზე უკეთ გამოხატავს სტოიციზმის არსს — თუ სამწუხარო გარემოებებს თქვენ სასარგებლოდ არ გამოიყენებთ, ვერაფერს შეცვლით. არ გაექცეთ გზაზე გადებულ ბარიკადებს — შეიძლება, მასზე გადახტომა ან მისი განგრევა მოგიწიოთ, მაგრამ არ მოერიდოთ მას. გამოიყენეთ იგი თქვენ სასარგებლოდ.
წიგნში, დაბრკოლება გზაა, ჰოლიდეი ასევე წერს, რომ თუ დავსხდებით და ყველა შესაძლებლობის ჩვენს კალთაში ჩავარდნას დაველოდებით, ვერასოდეს გავიგებთ, რეალურად რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს ციტატა გვახსენებს, რომ გზად წარმატებაზე მეტი მარცხი გველის, თუმცა თუკი მარცხს თვალს ვერ გავუსწორებთ, წარმატებაც მიუწვდომელი დარჩება.
რომაელმა სახელმწიფო მოღვაწემ და დრამატურგმა ადამიანის ბუნების შესახებ მრავალი სიღრმისეული მოსაზრება დაგვიტოვა. როგორც თეატრში, ისე ცხოვრებაშიც: თუ არ დაიტანჯები, სხვის თანაგრძნობას ვერ ისწავლი; თუ გამოწვევის წინაშე არ დადგები, ვერც მის გადალახვას შეძლებ.
ეს გახლავთ ბოლო ციტატა ჰოლიდეის წიგნიდან და მის მთავარ გზავნილს კიდევ ერთხელ გამოკვეთს.
შეწყვიტე პროკრასტინაცია. დაპირებები ცარიელი სიტყვებია მანამ, სანამ მათ არ შეასრულებ.
პრაგმატულ საჭიროებებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, თუმცა ცხოვრების მიზეზის ქონა ასევე ღირებულია.
პანდემია თითოეულ ჩვენგანს შეეხო — ეს არავის უსურვია, მაგრამ მაინც მოხდა. აბა, როგორ მიდის თქვენი ცხოვრება?
ჰოლოკოსტს გადარჩენილ ფრანკლს ტანჯვის ბუნებაზე საკუთარი გამოცდილებით შეეძლო მსჯელობა. მისი ცნობილი მოთხოვნილებების იერარქიის მიხედვით, პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს გადარჩენისთვის აუცილებელი ძირითადი მოთხოვნილებები — საკვები და თავშესაფარი, ამის შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია, თვითრეალიზება დავიწყოთ. ამ უკანასკნელის გაკეთებას შეძლებ თუ არა, უკვე შენზეა დამოკიდებული.
ლიბანელ-ამერიკელი მეცნიერი სტოიკოსს განსაზღვრავს როგორც ადამიანს, რომელიც "შიშს წინდახედულობად, ტკივილს ინფორმაციად, შეცდომებს ინიციაციად, ხოლო სურვილს წამოწყებად გარდაქმნის". როგორც მისი ერთ-ერთი წიგნის სათაური გვამცნობს, მიზნის მისაღწევად რისკია საჭირო. ამ დროს მიღებული ჭრილობები კი გაკვეთილებია.
ცოდნამდე მიმავალ ჭეშმარიტ გზაზე საბოლოო სიტყვას სტოიციზმის დამაარსებელს ვაძლევთ. ეს ანდაზა სოციალური მედიის ერაში განსაკუთრებით ყურადსაღებია.
კომენტარები