"თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე
ფოტო: თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი
მარტის მიწურულს ბოლონიაში გამართულ ყოველწლიურ საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე "თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქმა" ქართულენოვანი საბავშვო წიგნები, ავტორები და ილუსტრატორები წარადგინა.
ბოლონიის წიგნის ფესტივალის ტრადიციულ The Illustrators Survival Corner-ზე ილუსტრატორებმა ანა ჯანელიძემ, ვარლამ ჯმუხაძემ და გიორგი ჯინჭარაძემ დაინტერესებულ საზოგადოებას არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს, არამედ შეხვდნენ გამომცემლებსა და ლიტერატურის აგენტებს, რომლებსაც სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით საკუთარი პორტფოლიო გააცნეს.
ფოტო: თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი
თბილისის ილუსტრაციის ფესტივალის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში საქართველოში მომუშავე ათი ილუსტრატორის ორმოცამდე ნამუშევრის პრინტი იყო წარმოდგენილი. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა, ლუკა გრიგოლიამ და ილუსტრატორებმა თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში არსებული ძვრებისა და სიახლეების თაობაზე ისაუბრეს, ხოლო გამომცემლობა "ზოლიანი კატის" დამფუძნებელმა, ნიკი თარხან-მოურავმა, საქართველოში მოქმედი პატარა გამომცემლობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ილაპარაკა.
ფოტო: თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი
მწერალთა სახლმა ბაზრობის სტუმრებს საბავშვო ავტორი ვასილ გულეური გააცნო, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
პროექტის დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა და დირექტორის მოადგილემ, ნინო კიკნაძემ, ჩაატარეს სპეციალური შეხვედრა, რომლის განმავლობაშიც პროექტის მიმდინარეობაზე, გამოწვევებსა და მიღებულ შედეგებზე ილაპარაკეს. ასევე, ისაუბრეს ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილ ქართულ პროგრამასა და ქართულენოვანი ავტორებით უცხოელი გამომცემლების მხრიდან დაინტერესებაზე.
ფოტო: თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი
"თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, საბავშვო ლიტერატურის განვითარების მიმართულებით, არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის დაარსება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაწესდა საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული".
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
"მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
კომენტარები