ფლორიდის გუბერნატორი ცურვის შეჯიბრში ტრანსგენდერი ქალის გამარჯვებას არ აღიარებს
ფოტო: Brett Davis / USA Today Sports | File
ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, ცურვის შეჯიბრში ტრანსგენდერი ქალის გამარჯვებას არ აღიარებს. დესანტისმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელიც კონკურსის გამარჯვებულად არა პირველადგილოსან ლია თომასს, არამედ მეორეადგილოსან ემა უეიანტს აცხადებს. ამასთან, ფლორიდელი გუბერნატორი NCAA-ს (სპორტსმენების ეროვნულ სტუდენტურ ასოციაციას) ქალებისთვის შესაძლებლობების მოსპობაში სდებს ბრალს.
ლია თომასმა უეიანტს 1,75 წამით აჯობა 500 იარდის (დაახლოებით, 457 მეტრი) დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში და შედეგად NCAA-ის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი ჩემპიონი გახდა.
თუმცა, დესანტისი, რომელიც ტრამპის მოკავშირეა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ პრეტენდენტად მიიჩნევა, გამარჯვებულად მაინც ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტსა და ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელს, ემა უეიანტს მიიჩნევს.
"კოლეჯის სტუდენტ სპორტსმენებს შორის იგი ყველაზე სწრაფი იყო", — აცხადებს დესანტისი, — "ახლა კი NCAA ქალების სპორტის განადგურებასა და შეჯიბრების ერთიანობის დარღვევას ცდილობს. ისინი ქალ ჩემპიონად სხვა ვიღაცას აჯილდოებენ და, ჩვენი აზრით, ეს არასწორია".
NCAA გუბერნატორის ბრალდებებს არ გამოხმაურებია, თუმცა, თომასის გამარჯვებამ ბოლო დღეებში მწვავე განხილვა მაინც გამოიწვია. ტრანსგენდერი ადამიანების შეჯიბრებებში მონაწილეობის საკითხი არაერთგვაროვან გამოხმაურებას იწვევს სპორტულ საზოგადოებებში და ეს დისკუსია ხშირად მოიცავს ტრანსფობიურ მტკიცებებსაც.
NCAA-მ იანვარში მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც "ტრანსგენდერი ადამიანების სპორტულ კონკურსებში ჩართულობას სამართლიანობის დაცვასთან ერთად" უზრუნველყოფს.
ამასთან, USA Swimming-მა თებერვალში ტრანსგენდერ სპორტსმენებს პრესტიჟულ შეჯიბრებებში მონაწილეობის საშუალება მისცა.
დესანტისი კი NCAA-ის მიღებულ გადაწყვეტილებას შეჯიბრის დაცინვას უწოდებს და ამბობს, რომ მათ "უნდა შეაჩერონ მსგავსი ორგანიზაციების მხრიდან საზოგადოებისთვის თვალის ახვევა".
"იდეოლოგიას ქალი სპორტსმენების შესაძლებლობებზე წინ აყენებენ და, ვფიქრობ, ზოგიერთ ადამიანს ეშინია ხმის ამოღების და იმის თქმის, რასაც აკეთებენ", — დასძენს დესანტისი.
ფოტო: Justin Casterline / Getty Images
თომასის გამარჯვებას გამოეხმაურა ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი და ტრანსგენდერი აქტივისტი, ქეითლინ ჯენერიც. ჯენერის თქმით, მას შეჯიბრის გამარჯვებულთან "პრობლემა არ აქვს", მაგრამ მიაჩნია, რომ NCAA-ის წესები "საკმარისად მკაცრი" არაა.
"ლია თომასი შეჯიბრებისას ლიდერობდა და დარწმუნებული ვარ, არც დაუტვირთავს თავი, რათა დიდი სხვაობით არ მოეგო", — ამბობს ჯენერი, — "იცოდა, რომ მსოფლიო უყურებდა".
ქეითლინი, რომელიც წინათ სხვა ტრანსგენდერ და ლგბტქ აქტივისტებს გაუკრიტიკებიათ, დასძენს, რომ "ყველა ტრანსგენდერი სპორტსმენის მოხსნა შეჯიბრებებიდან მაინც არასამართლიანია".
სხვათა შორის, თებერვლის თვეში კოლეჯს და აივი ლიგას ლიას თანაგუნდელებმა ანონიმურად მისწერეს წერილი და თომასის შეჯიბრებიდან მოხსნა ითხოვეს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ლია თომასის გადაწყვეტილებას, საკუთარი გენდერული იდენტობა ტრანზიციის პროცესით დაადასტუროს", — წერია წერილში, — "მას აქვს ყველანაირი უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს. თუმცა, ჩვენ ასევე ვაცხადებთ, რომ როცა საქმე სპორტულ შეჯიბრებას ეხება, ბიოლოგიური სქესის გენდერული იდენტობისგან განირჩევა. ბიოლოგიურად, ლიას ქალების კატეგორიაში არასამართლიანი უპირატესობა აქვს, რაც იმითაც დასტურდება, რომ კაცების რეიტინგში იგი 462-ე იყო, ქალებისაში კი — პირველი".
განცხადებებზე საპასუხოდ თომასმა აღნიშნა, რომ საკითხის განხილვისას ნაცრისფერი ზონა არ არსებობს.
"მე ქალი ვარ, ისევე, როგორც გუნდის ყველა სხვა მონაწილე", — ამბობს ლია, — "საკუთარ თავს ყოველთვის მოცურავედ ვხედავდი. უკვე დიდი ხანია, ამ საქმეს მივდევ და მე ის მიყვარს".
თომასს მხარს უჭერს ცურვის შეჯიბრებაში მესამე ადგილის მფლობელი ერიკა სალივანიც.
"ყველა სპორტსმენი, მათ შორის, ტრანსგენდერი ათლეტებიც, პატივისცემით მოპყრობას იმსახურებენ, ისევე, როგორც ჩვენ", — წერს სალივანი თავის ოპ-ედში, — "ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ცურვამ აუზშიც და მის გარეთაც ბევრი რამის სწავლის საშუალება მომცა, ტრანსგენდერი სპორტსმენები კი ამ შესაძლებლობას მოკლებულები არ უნდა იყვნენ".
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები