საქართველო სასამართლოზე ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, საქართველო სასამართლოსთან დაკავშირებით, ევროასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. მათი თქმით, აქციების ფონზე ხელისუფლებამ ევროკავშირს გაწევრიანების თაობაზე მიმართა, თუმცა მხოლოდ განაცხადი წარმატების გარანტია ვერ იქნება.
ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური ნების ნაკლებობისა და ფრაგმენტული საკანონმდებლო ინიციატივების გამო რეფორმა რეალური ძალაუფლების გადანაწილებასა და სისტემაში დე ფაქტო გავლენიანი ჯგუფების არსებობას არ შეეხო. ორგანიზაციაში კლანურობაზე დაფუძნებულ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ სისტემას მცირე გავლენიანი ჯგუფები არა სამართლიანობის პრინციპების, არამედ პირადი ინტერესების შესაბამისად აკონტროლებენ.
"მიუხედავად გაკეთებული განაცხადისა, ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა არ გამოხატავს ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაცხადებული მიზნების მიმართ, რაც პირველ რიგში 2014 წელს დადებული ასოცირების დღის წესრიგის შეუსრულებლობაში გამოიხატება. ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება დემოკრატიის მშენებლობაში საქართველოს პროგრესისთვის, მისი ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ღირებულებების მიმართ უპატივცემულობის ყველაზე ნათელი მაგალითი 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება იყო.
"19 აპრილის შეთანხმებით საქართველოს სასამართლოს დემოკრატიზაციის პროცესში დასავლური ღირებულებების გაზიარების რეალური შანსი ჰქონდა. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა", — აღნიშნავენ ისინი.
განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ ევროკავშირმა სასამართლო რეფორმების შედეგებზე უკმაყოფილება არაერთხელ გამოხატა, შემდეგ კი მიკროფინანსური დახმარება შეუჩერა. ორგანიზაციის თქმით, კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლებამ უზენაესი მოსამართლეების დანიშვნის კონკურსი არ შეაჩერა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმების შედეგებით იმედგაცრუების შემდეგ სტრატეგიის რადიკალური შეცვლაა აუცილებელი.
"გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლების კონსენსუსზე დაფუძნებული მართვის მოდელის დამკვიდრებისაკენ. რეფორმამ ასევე ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად მყარი დაბრკოლებები უნდა შექმნას. მხოლოდ ამ პროცესის შემდეგ არის შესაძლებელი როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ ეტაპზე გადასვლა", — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები