შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელსაც სიმსივნის გენეტიკური საიდუმლოების ამოხსნა შეუძლია
ნიუ-იორკში, Mount Sinai Health System-ის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სიმსივნური ქსოვილის მარკირება/გამოსახულება ისეთი მასშტაბით და რეზოლუციით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
სიმსივნე არ შედგება მხოლოდ კიბოს უჯრედებისგან და ბოლოდროინდელი წარმატებები კიბოს თერაპიაში შეიძლება მივაწეროთ სიმსივნის არასიმსივნურ უჯრედების შესწავლას. აღმოჩნდა, რომ მსგავს მეთოდს იმუნური უჯრედების გაწვრთნა შეუძლია რათა მათ სიმსივნის უჯრედებს უფრო ეფექტიანად შეუტიონ, ისე, როგორც ეს ხდება იმუნოთერაპიის დროს.
უჯრედებიდან გენებამდე
მკვლევარებს სურთ დაადგინონ გენები, რომლებსაც კიბოს უჯრედები იყენებენ. აქამდე CRISPR-ის გამოყენებით, მეცნიერებმა შეძლეს გამოევლინათ კიბოს უჯრედებში გენები და შემდეგ ისინი შეისწავლეს. თუმცა, ეს მეთოდი სასარგებლოა მხოლოდ კიბოს უჯრედების დასაკვირვებლად, ის არ გამოიყენება არასიმსივნური უჯრედების შესასწავლად, რომლებიც სიმსივნის ნაწილია.
ახლა მკვლევრებმა გამოიყენეს სისტემა სახელწოდებით Perturb-map, რომელიც იყენებს ახალ გენეტიკურ სისტემას სიმსივნური, ისევე როგორც არასიმსივნური უჯრედების გენეტიკური მოდიფიკაციების აღსაწერად. ამ მეთოდის გამოყენებით მკვლევრებმა შეძლეს გენების იდენტიფიცირება, რომლებიც აკონტროლებდნენ სიმსივნის ზრდას, იმუნურ შემადგენლობას და ასევე იმუნოთერაპიაზე რეაქციას.
გამოვლენილია ორი გზა
მეთოდის გამოყენებამ მკვლევრები მიიყვანა ორ საკვანძო გზამდე, რომლებიც გავლენას ახდენენ სიმსივნის ზრდაზე და იმუნური უჯრედების რეკრუტირებაზე. პირველზე პასუხისმგებელი ციტოკინის ინტერფერონ-გამა (IFNg) იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში სიმსივნის ზრდის ფაქტორი ბეტა რეცეპტორი (TGFbR) იყო.
როდესაც სიმსივნური უჯრედებიდან ამოიღეს TGFbR და SOCS1 გენები, IFNg-ის რეგულატორი, სიმსივნეები გაიზარდა ზომაში. მიუხედავად იმისა, რომ გავლენა სიმსივნის ზომაზე ერთნაირი იყო ორივე მიდგომაში, გამოსახულების ტექნიკის გამოყენებით მკვლევრებმა აღმოაჩინეს განსხვავება იმუნური უჯრედების რეკრუტირების მხრივ.
"ეს მნიშვნელოვანია რადგან პაციენტების სიმსივნეებს გენეტიკურად განსხვავებული შემადგენლობა აქვს ხოლმე. ამ საკითხის უკეთ შესწავლა დაავადების გენეტიკური საიდუმლოების ამოხსნაში დაგვეხმარება. ბევრი სხვა გენის ლოკალური და დისტალური ზემოქმედება სიმსივნის შემადგენლობაზე ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ Perturb-map პლატფორმა ახლა ჩვენ პრობლემის გადასაჭრელად მძლავრ მექანიზმად გვევლინება", — თქვა ბრაიან ბრაუნმა, Icahn-ის გენომის ინსტიტუტის დირექტორმა.
კვლევის დეტალები გამოქვეყნდა ჟურნალში Cell.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები