5 მიზეზი, რატომ უნდა აირჩიო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
სად აბარებ?
თუ აბიტურიენტი ხარ, ალბათ ამ შეკითხვას უფრო ხშირად იღებ, ვიდრე წყალს. ჰოდა, სანამ კიდევ ერთხელ მოგიწევს პასუხის გაცემა ამ კითხვაზე, აჯობებს, ბევრი წყალი დალიო და ცოტა ხნით შეისვენო. ამასობაში კი, შეგვიძლია, მართლა ვისაუბროთ იმაზე, სად და რატომ უნდა ჩავაბაროთ. აბიტურიენტობა ხომ ამაღელვებელთან ერთად საპასუხისმგებლო პერიოდია.
როცა საკუთარ ინტერესებში მეტ-ნაკლებად გაერკვევი და გადაწყვეტ, რომელ სფეროში დაიწყო პროფესიული ცხოვრება, დგება არანაკლებ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების ჯერი — რომელ სასწავლებელს უნდა ანდო შენი მომავლის განსაზღვრა. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევს და ეს კარგად იციან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტშიც. ამიტომ, დიდი გამოცდილებით ზუსტად ხვდებიან, რა შესთავაზონ მომავალ სტუდენტს, რათა მან თავი კომფორტულად იგრძნოს და სწავლის პროცესში ყველა საჭიროებითა და შესაძლებლობით იყოს უზრუნველყოფილი.
1. გრუნიში დაფინანსების არაერთი შესაძლებლობით შეგიძლია ისარგებლო
სასწავლებლის არჩევისას ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ, სწავლის საფასური და დაფინანსების შესაძლებლობებია. რაც უფრო მეტი გზა არსებობს დაფინანსების მოსაპოვებლად — მით უკეთესი. თანაც, თუკი ეს გზები სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებს თანაბარ პირობებში აყენებს და ერთნაირად უზრუნველყოფს სწავლაზე ხელმისაწვდომობით.
გრუნიში მომავალი სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერისთვის სპეციალური პროგრამაც აქვთ შემუშავებული, რომელიც განსაზღვრავს, ვინ და როგორ შეძლებს დაფინანსების მოპოვებას.
- აბიტურიენტს, რომელიც პირველ ან მეორე პრიორიტეტად აირჩევს 033-ს და მოხვდება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის მიხედვით საუკეთესო აბიტურიენტების ათეულში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.
- აბიტურიენტი, რომელიც გრუნის პროგრამებს პირველ პრიორიტეტად აირჩევს, ისარგებლებს 15-პროცენტიანი შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსებით.
- ცხინვალის რეგიონიდან ან აფხაზეთიდან დევნილი აბიტურიენტები, რომლებიც გრუნის პირველ პრიორიტეტად აირჩევენ, ისარგებლებენ 20-პროცენტიანი შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსებით.
- ოქროს ან ვერცხლის მედლის მფლობელი აბიტურიენტები, რომლებიც გრუნის პირველ პრიორიტეტად აირჩევენ, ისარგებლებენ 20-პროცენტიანი შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსებით.
2. სწავლების მეთოდი თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც აბიტურიენტმა სასწავლებლის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოს, სწავლების მეთოდია. მნიშვნელოვანია, უმაღლესი სასწავლებელი თანამედროვე სამყაროს ტენდენციებს ფეხს უწყობდეს და სტუდენტებს უზრუნველყოფდეს უახლესი ტექნოლოგიური თუ სამეცნიერო მიღწევებით, რომლებიც მათ სამომავლო პროფესიული საქმიანობისას გამოადგებათ.
გრუნიში ამ მხრივაც მრავალფეროვნება დაგხვდება. თეორიულთან ერთად, უნივერსიტეტის პროგრამებში აქტიურად გამოიყენება პრაქტიკული სწავლების მეთოდი და სწორედ ამიტომ, სასწავლებელი აღჭურვილია საჭირო ტექნიკური რესურსით:
- უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ლაბორატორიული ცენტრი, რომელიც ფლობს უახლეს ტექნიკას, მათ შორის, FBI-ის აპარატურას.
- უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს მედიცინისა და სტომატოლოგიის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი სამედიცინო სკოლის სტუდენტებისთვის, რათა თანამედროვე სიმულაციურ ლაბორატორიებში მუშაობით მათ პროფესიული უნარ-ჩვევები განივითარონ.
- გრუნიში ასევე არის სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო და მულტიმედია ცენტრი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებისთვის.
3. გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნება
და, აი, მივადექით იმ ნაწილს, რომელსაც ბევრი აბიტურიენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს — რა შესაძლებლობებს აძლევს მათ მომავალი სასწავლებელი, რომ უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლით ახალი პროფესიული უნარ-ჩვევები შეიძინონ. სავსებით სწორიცაა, რომ ამ ფაქტორზე ყურადღება გაამახვილო — ბოლოს და ბოლოს, თუკი ისევ თანამედროვე გამოწვევებზე ვისაუბრებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადგილობრივ გამოცდილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, დარგობრივი ცოდნა საერთაშორისო პრაქტიკითაც გაიმდიდრო.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გაცვლით და Erasmus პროგრამებს ახორციელებს მსოფლიოს 30-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან — როგორც ამერიკის, ისე ევროპისა და აზიის კონტინენტებზე. ამდენად, შენ შესაძლებლობა გექნება, არჩევანი შენთვის მოსახერხებელ პროგრამასა და სასწავლებელზე შეაჩერო.
4. თანამედროვე ინფრასტრუქტურა
აქ ალბათ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ "ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის" მთლად ზუსტი ნათქვამი არ არის. არათუ სასურველია, არამედ — აუცილებელია, სტუდენტი, რომელიც განათლებას თანამედროვე სასწავლებელში იღებს, უზრუნველყოფილი იყოს ყველა მატერიალური რესურსით — იქნება ეს, უბრალოდ, პროექტორი თუ კომფორტული სტუდენტური სივრცე.
ამერიკული ან ევროპული სერიალების და ფილმების ყურებისას ხშირად გვიჩნდება სურვილი, ისეთივე "მაგარ" კამპუსებში ვსწავლობდეთ, როგორსაც ეკრანზე ვხედავთ. თუმცა, თვალისთვის "წყლის დალევინების" გარდა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა ბევრი სხვა რამისთვისაცაა საჭირო. აი, გრუნის ახალი კამპუსი აქვს, რომელიც სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს თანამედროვე და მოსახერხებელი აუდიტორიებით, საკონფერენციო და სტუდენტური სივრცეებით უზრუნველყოფს.
5. დასაქმების დიდი შესაძლებლობები
და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი ფასდება დასაქმების შესაძლებლობებითაც. ცხადია, სასწავლებლის უმთავრესი მიზანი სტუდენტისათვის ადეკვატური და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დარგობრივი ცოდნის მიცემაა, თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ეხმარება გატარებული წლები კურსდამთავრებულს შრომის ბაზარზე დამკვიდრებასა და სრულფასოვანი პროფესიული ცხოვრების დაწყებაში.
UNESCO-ის განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის ინფორმაციით, გრუნი დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია. ამასთან, საქართველოს მთავრობის სხდომის ცნობით, უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა სალიცენზიო გამოცდების შედეგებით პირველ ადგილს იკავებს.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აქტიურ თანამშრომლობს ბიზნესსექტორთანაც, ცნობილ კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა დაეხმაროს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კარიერის დაგეგმვასა და სასურველი სამსახურის მოძიებაში.
ბონუსი: მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება
დაბოლოს — როგორც იტყვიან, სტუდენტობა ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ამდენად, სწავლის პროცესში განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მომენტების შექმნაც შეიძლება უნივერსიტეტის ერთ-ერთ კრიტერიუმად განვიხილოთ. გრუნიში მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება დაგხვდება — სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებული ღონისძიებებიდან დროის მხიარულად გატარების სხვა ათასგვარ საშუალებამდე.
კომენტარები