მეცნიერები მუშაობენ რობოტზე, რომლის სახეზე ტკივილი "აისახება"
რობოტიკის უახლესი მიღწევები ექიმებს მომზადებაში ეხმარება. ამან შეიძლება მათში ემპათიის შეგრძნებაც გაზარდოს.
ლონდონის კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა გზა, რათა შეექმნათ რობოტები, რომლების სახეზეც ტკივილის ამოკითხვაა შესაძლებელი. ეს ექიმების გადამზადებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა და მათ ოპერაციებისთვის მომზადებაში დაეხმარება.
"ამ რობოტებზე ტკივილის სახეზე ასახვა არის საკვანძო ნაბიჯი სამედიცინო სტუდენტებისთვის. ამით მათი ფიზიკური გამოკვლევის ტრენინგების ხარისხი გაუმჯობესდება", — თქვა კვლევის ავტორმა სიბილ რეროლმა, Imperial's Dyson-ის დიზაინის ინჟინერიის სკოლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წინა მკვლევარი აქამდეც ცდილობდა მსგავსი რობოტების შექმნას, მათი მიდგომები არ იყო ისეთი სანდო, როგორც ეს ახალი მეთოდი.
"წინა კვლევები, რომლებიც ცდილობდნენ სახეზე ტკივილის მოდელირებას, ეყრდნობოდა შემთხვევით წარმოქმნილ სახის გამომეტყველებებს, რაც უბრალოდ ეკრანზე ჩანდა", — თქვა წამყვანმა ავტორმა ჯეიკობ ტანმა.
ამ ახალ მეთოდში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ასპექტი არის ის, თუ რამდენად სწრაფად იძლევა შედეგს.
"ჩვენს ლაბორატორიაში კვლევა ახალ რობოტზე მიმდინარეობს. გვსურს მიმიკები მათ სახეზე ზუსტად ავსახოთ და ამით ტკივილის სიმულირება მოვახდინოთ. მომავალში, ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მნიშვნელოვნად შევამციროთ სამედიცინო სტუდენტებისთვის სწავლების დრო. მათ შეეძლებათ ტკივილზე რეაქცია რობოტების სახეზე შეისწავლონ", — დაასკვნა დოქტორმა თრიშანტამ, Morph Lab-ის დირექტომა.
ახალი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Scientific Reports.
კომენტარები