კიევის მიმართულებით 5 დასახლებიდან ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა. მათშორისაა ბორდიანკა, ბუჩა, ირპინი და ვორზელი. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფნები კიევის დროით 09:00 საათზე ამოქმედდა, ევაკუაცია კი 11:30-დან დაიწყო. მისივე ინფორმაციით, დერეფნები 21:00 საათზე დაიხურება.

ჰუმანიტარული დერეფნებით მოსახლეობის ევაკუაცია რამდენჯერმე შეწყდა. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნა იყო.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში