ფრიდონ ინჯია

9 Mar. 2022, 12:50

შევიტანეთ განაცხადი, რომ დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიგვიღონ, ეს არ არის ასეთი ადვილი საკითხი და ამის თაობაზე, მე 10 დღით ადრე გთხოვეთ, რომ ხომ არ დადგა დრო, გარდა განცხადებისა, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაგეგმავს, რა უნდა გაკეთდეს დამატებით იმისათვის, რომ ჩვენ ღირსეულად და გავამტკიცოთ ჩვენი განცხადება ევროკავშირის მიღებაზე.

პირველ რიგში, რა მაქვს მხედველობაში, ის, რომ რაც არ უნდა დაჩქარებული წესით იყოს და რაღაც, ეს პერიოდი უკვე, მე მგონი, გავიდა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას ძალიან მძიმედ აქვს საქმე. ის, რაც მე თებერვლის დასაწყისში ვთქვი, იმათ ხელი რომ მოეწერათ მინსკის ხელშეკრულებაზე, ახლა სხვანაირად იქნებოდა, ახლა უკვე შეიცვალა, ის აღიარებულია ორი რეგიონი, დანარჩენი უკვე დაშლის პირასაა. იმისათვის, რომ ეს ჩვენი განაცხადი იყოს გამაგრებული, ამისთვის სჭირდება, რომ ფეხზე დადგეს ქვეყანა და ის, რომ ჩვენ შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5 ათასამდეც არ არის, ის უნდა აიწიოს.

თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, ჩვენ შეიძლება ხორბლის გარეშე დავრჩეთ, საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, რომ "მირის" სისტემას შევუერთდეთ? და ამით ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და რომელსაც 32 თუ 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს. ამისთვის დროა [...] ჩვენ ხომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კიბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს და ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, რომ შევინარჩუნოთ და ხორბალი, რომელიც 2 თვის მარაგიაო, როგორც მე გავიგე, ოქროს ფასი არ დაგვიჯდეს და ის ნავთობი, რომლის 40% რუსეთიდან მოდის, რომ რაღაცნაირად გადავიდეთ და დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაცა მოგება მივიღოთ ჩვენ ჩვენი ჭკუით და გაგებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ