სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩევა HBO-ს საკულტო სერიალ Game of Thrones-ს ახალი სეზონის პრემიერამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა უფრო მეტ ახალ დეტალს შევიტყობთ სერიალთან დაკავშირებით, მაგალითად ცოტა ხნის წინ HBO-მ შოუს მეშვიდე სეზონის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა.

ფოტო: Helen Sloan

მეშვიდე სეზონის შესახებ უკვე ბევრი რამ ვიცით, მაგალითად პრემიერამდე Reddit-ის ერთ-ერთმა იუზერმა Game of Thrones-ის ახალი სეზონის ყველა მომავალი სერიის მოკლე შინაარსი დადო, მოგვიანებით კი ფოტო სპოილერებიც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ეურონ გრეიჯოი იქნება.

ვნახეთ ისიც, რომ ახალ სეზონში ერთმანეთს ჯონ სნოუ და დაენერის ტარგარიენი ხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი ერთმანეთს ალიანსის შესაქმნელად შეხვდნენ. ამ კავშირის მიზანი კი, ცხადია, ახლად გამეფებული სერსეი ლანისტერის ტახტიდან ჩამოგდებაა.

თუმცა ეს საკმაოდ რთული საქმე იქნება, რადგან ლინა ჰიდიმ სერსეი ლანისტერის ბედზე ისაუბრა და თქვა, რომ სერსეი აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც მას დასჭირდება იმისთვის, რომ დარჩეს ძლიერ და ძალაუფლების მქონე პერსონაჟად.

თავად ავტორი, ჯორჯ მარტინი კი გვაფრთხილებს, რომ ბედნიერი დასასრულის იმედი არ უნდა გვქონდეს.

ერთი თვის წინ კი HBO-ს სამეფო კარის თამაშების ოფიციალურ გვერდზე ახალი პრომო დაიდო, რომელსაც სახელად გრძელი გზა დაარქვეს.

ვიდეოში ჩანან სერსეი ლანისტერი, დაენერის ტარგარიანი და ჯონ სნოუ, რომლებიც სამეფო ტახტებამდე და დარბაზებამდე გრძელ გზას გადიან, ხოლო მათი სამივეს მზერა ღამის მეფის თვალში ირეკლება, რომელიც ვესტეროსს კედლის ჩრდილოეთიდან მოადგა და დრაკონებს, ლომებს, მგლებსა და ირმებს ერთნაირად უქადის განადგურებას.

ახალი სეზონის პრემიერა 16 ივლისს შედგება.