CNN და Bloomberg რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალ შემზღუდავ კანონს მოაწერა ხელი — ამიერიდან უკრაინაში მიმდინარე ომზე "ყალბი ამბების" გავრცელება რუსეთში დაჯარიმებას ან პატიმრობას გამოიწვევს.

"სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება, რომელიც როგორც ჩანს, იმისთვისაა შექმნილი, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი რეპორტიორი კრიმინალად აქციოს, შეუძლებელს ხდის ქვეყნის შიგნით ნორმალური ჟურნალისტიკის რაიმე სახით გაგრძელებას", — განაცხადა Bloomberg-ის მთავარმა რედაქტორმა.

ამასთან, როგორც CNN-ის წარმომადგენელმა თქვა, ისინი რუსეთში მაუწყებლობას წყვეტენ და შემდგომი ნაბიჯებისთვის სიტუაციის განვითარებას დააკვირდებიან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში