რა ახალი რეკომენდაციები აქვს მაიკლ ო’ფლაერტის? — საიას თავმჯდომარის განმარტება
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის დღევანდელ ანგარიშს საქართველოს შესახებ საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და დეტალურად განმარტავს ო’ფლაერტის რეკომენდაციებს.
ო’ფლაერტი საქართველოში თემატური ვიზიტით 2026 წლის აპრილში იმყოფებოდა. მან სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მდგომარეობის შეფასებისთვის.
თამარ ონიანის თქმით, დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტიც მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი წყაროა იმისა, თუ რა უფლებადარღვევები ხდება ქვეყანაში. ამასთან, კომისრის მიგნებები ხშირად აისახება სტრასბურგის სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებსა თუ მინისტრთა კომიტეტის შეფასებებში. ამიტომაც, ძალიან დიდია ამ წყაროს ინსტიტუციური მნიშვნელობაც და გავლენაც ევროპის საბჭოში.
ანგარიშში კომისრის რეკომენდაციები სახელმწიფოსადმი შემდეგია:
1. უზრუნველყოს იმ საკანონმდებლო წინადადების სწრაფი მიღება და პრაქტიკაში ეფექტური განხორციელება, რომელიც მოითხოვს, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი ატარებდეს თვალსაჩინო, ინდივიდუალურად გამორჩეულ საიდენტიფიკაციო ნომრებს.
[სახელმწიფომ კომისარს აცნობა, რომ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება, მაგრამ, სულ მცირე, შეკითხვას [მხოლოდ რიტორიკულს] აჩენს, როდესაც, ათობით შემზღუდველი ცვლილება დაჩქარებული წესით მიიღება, ეს რატომ ჭიანურდება?]
2. უზრუნველყოს, რომ პროკურატურის მიერ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამოძიება იყოს საფუძვლიანი, სწრაფი და ნამდვილად დამოუკიდებელი, რომელიც განიხილავს არა მხოლოდ ინდივიდუალურ ამსრულებლებს, არამედ სარდლობის (მეთაურის) პასუხისმგებლობის საკითხებსაც;
[მეთაურის პასუხისმგებლობაზე ასეთი პირდაპირი მითითება გაეროს 6-მა მომხსენებელმა დარბევებიდან 2 თვის თავზე გააკეთეს].
3. გამოძიების ფარგლები გააფართოვოს 2023 წლის მარტის, 2024 წლის მარტი-მაისის და 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს არასათანადო მოპყრობის ყველა სარწმუნო ფაქტზე 2025 წლის დასაწყისამდე და საჭიროების შემთხვევაში, საქმეები დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 141¹, 141² ან 141³ მუხლების შესაბამისად;
[უფლებამოსილების გადამეტებად წამების ფაქტების კვალიფიკაცია, შესაბამისად, არასწორია; და ეს მითითება, ასევე, ადასტურებს, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტები წინა წლების აქციების დროსაც იყო; თუმცა, მისმა მასშტაბმა სისტემური წამების კვალიფიკაციას 2024 წლის 28 ნოემბრიდან მასშტაბურად მიაღწია.]
4. უზრუნველყოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება, გაეროს 2020 წლის ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებში ნაკლებად ლეტალური იარაღის შესახებ, დაზარალებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით და შედეგების საჯაროდ გამჟღავნება შემდგომი დაყოვნების გარეშე; მიიღოს 2020 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო სამართალდამცავ ორგანოებში ნაკლებად ლეტალური იარაღის შესახებ;
[ცნობისთვის, 2026 წლის 9 ივნისს ზუსტად ამ წყაროების ანალიზით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რადგანაც, საიას შეფასებით, წყლის ჭავლში ნებისმიერი ნივთიერების შერევა კანონმდებლობით მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს, რაც, საქართველოს შემთხვევაში ასე არ არის — www.gyla.ge ახლა უკვე კომისრის ეს შეფასებაც გვაქვს, რაც მნიშვნელოვანი წყაროა].
5. განახორციელოს ზომები, რომლებიც საჭიროა სასამართლოს მიერ ცინცაბაძის საქმეების ჯგუფსა და ცაავას და სხვების საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების სრულად აღსასრულებლად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
[ეს ორი ჯგუფი არის ის საქმეები, რომლებიც ეხება (1) სამართალდამცავების მიერ წამებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმების არსებობას; (2) დემონსტრაციების მართვის პროტოკოლებს, რათა აღარ მივიღოთ რეალობა, როდესაც ადამიანები დემონსტრაციაზე ან თვალს დაკარგავენ, ან აწამებენ, ან ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლებიან].
ამასთან მიმართებით, ასევე, მიუთითებს კომისარი, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ აღასრულოს მათ შორის თვითნებური დაკავების წინააღმდეგ დაცვის ზომების გაძლიერებით, უკანონო საპოლიციო პრაქტიკისთვის ეფექტიანი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფით და კომისრისა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში გამოვლენილი სტრუქტურული ხარვეზების მოგვარებით.]
[მარტო გამოძიების დაწყება არ არის საკმარისი, სტრუქტურული რეფორმებია საჭირო, მათ შორის, ამავე წყაროებში სხვადასხვა დროს მითითებაა სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულებაზე, პოლიციის შენობებში ვიდეოფიქსაციის წარმოებაზე და ა.შ.; ყველა ის ზომა, რაც პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს წარმოადგენს].
6. გადახედოს, გააუქმოს ან არსებითად შეცვალოს 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მიღებული ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, კერძოდ:
6.1. სპონტანური შეკრებების დაცვა და მშვიდობიანი პროტესტის ზოგადი შეზღუდვების მოხსნა, იმავდროულად იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს მკაცრად აუცილებელი, პროპორციული და დაექვემდებაროს ეფექტურ სასამართლო განხილვას;
6.2. გააუქმოს დებულებები, რომლებიც აწესებს არაპროპორციულ ადმინისტრაციულ პატიმრობას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პროტესტთან დაკავშირებული განმეორებითი დანაშაულისთვის და შეზღუდოს თავისუფლების აღკვეთა შეკრებების კონტექსტში უკიდურეს საშუალებად, რომელიც გამოიყენება ინდივიდუალურად;
[კანონები, რომლებიც ეხება ძირითადად ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრებას, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით — უნდა გაუქმდეს];
7. შეწყვიტოს ფარასა და გრანტების შესახებ კანონის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ დაწყებული გამოძიება;
8. შეწყვიტოს სისხლის სამართლის გამოძიება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ ან სულ მცირე დაუყოვნებლივ აღადგინოს წვდომა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე;
9. გააუქმოს ფარა, გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში 2024 წლიდან მიღებული ყველა ცვლილება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები;
10. გააუქმოს ან სრულად გადახედოს სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გაერთიანების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, კერძოდ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად; თავი შეიკავონ ნებისმიერი ზომისგან, რომელიც თვითნებურად ზღუდავს დემოკრატიულ თავისუფლებებს, პოლიტიკურ პლურალიზმს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას.
[ამასთან, მიუთითებს, რომ წინა წლის რეკომენდაციებიც ვალიდური რჩება], — წერს თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები