თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებისთვის შავ ზღვაზე გასასვლელს დაკეტავს
თურქეთმა რიტორიკა შეცვალა, რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე "ომი" უწოდა და პირობა დადო, რომ შეასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ტრანზიტს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში.
"ახლა ეს არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია [...] ჩვენ შევასრულებთ მონტრეს კონვენციას", — განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცოტა ხნის წინ კიევმა ანკარას მიმართა, დაებლოკა რუსული ხომალდების შავ ზღვაში შესვლა, საიდანაც რუსეთმა უკრაინის სამხრეთ სანაპიროზე შეჭრა დაიწყო. ამ თვეში სულ მცირე ექვსმა რუსულმა ხომალდმა და წყალქვეშა ნავმა გაიარა თურქეთის სრუტეები.
1936 წლის მონტრეს კონვენციის მუხლები საშუალებას აძლევს თურქეთს შეზღუდოს საზღვაო ტრანზიტი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებით ომის დროს ან საფრთხის შემთხვევაში.
24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია — იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან.
ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.
ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. აშშ-მ დაასანქცირა ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვიც.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ
-
სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
-
რუსთავში სამარშრუტო მიკროავტობუსის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს რუსთავში სამარშრუტო მიკროავტობუსის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ზაფხულში საქართველოში ტემპერატურა ნორმაზე მცირედით მაღალი იქნება ზაფხულში საქართველოში ტემპერატურა ნორმაზე მცირედით მაღალი იქნება
გადახედვა
-
Reuters: უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა Reuters: უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მასუდ პეზეშკიანი მიხეილ ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის მადლობას უხდის მასუდ პეზეშკიანი მიხეილ ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა
გადახედვა
-
ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს
გადახედვა
-
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება
გადახედვა
-
მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს
გადახედვა
-
ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს
გადახედვა
-
შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა
გადახედვა
-
11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება 11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება
გადახედვა
-
რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა?
-
ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა? ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა?
გადახედვა
-
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
-
Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ
გადახედვა
-
"რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი "რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ
გადახედვა
კომენტარები