თუ ბრიტანელებს სურთ, უკრაინაში იბრძოლონ, მხარს ვუჭერ — ტრასი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/BBC
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განაცხადებით, ის მხარს დაუჭერს ყველას, ვინც უკრაინაში წასვლას და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტს. მის თქმით, ეს ბრძოლა მხოლოდ უკრაინისთვის არ არის, ესაა ბრძოლა დემოკრატიისთვისა და თავისუფლებისთვსი.
"ეს გადაწყვეტილება ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ. ისინი იბრძვიან უკრაინელი ხალხისთვის და ასევე იბრძვიან თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, რადგან სწორეს ესაა ის, რასაც პრეზიდენტი პუტინი საფრთხეს უქმნის. რა თქმა უნდა, თუ ადამიანებს სურთ მხარი დაუჭირონ ამ ბრძოლას, მე მათ ამაში დავუჭერ მხარს", — თქვა ტრასმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცის საერთაშორისო ლეგიონს ქმნის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებით დაკომპლექტდება. მან უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს მიმართა, რომ ვისაც სურს შეუერთდეს უსაფრთხოების დაცვას ევროპასა და მსოფლიოში, შეუძლია ჩავიდეს უკრაინაში და მათთან ერთად იბრძოლოს.
24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია — იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან.
ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.
ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. აშშ-მ დაასანქცირა ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვიც.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
კომენტარები