სახდეპი: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულია მსხვერპლთა გამოვლენა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 8 ოქტომბრის ადამიანით ვაჭრობის შესახებ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს და იმ 33 ქვეყანას შორისაა, რომლებიც "პირველ კალათაში" არიან შეყვანილი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ ძალისხმევას შორის იყო მობილური ჯგუფებისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ტრეფიკინგის ნიშნების გამოსავლენად მაღალი რისკის შემცველი მეტი ობიექტის პროაქტიული შემოწმება და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობისთვის მსჯავრდებული პირების გამოვლენა — პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მთავრობამ გაზარდა მსხვერპლთა დახმარებისთვის გამოყოფილი დაფინანსება და გააფართოვა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, რათა მას ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლებიც მიეღო. გარდა ამისა, სასამართლომ პირველად დააკისრა მსჯავრდებულს მსხვერპლისთვის კომპენსაციის გადახდა. ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საბჭომ მიიღო 2025–2030 წლების სტრატეგია — "ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან, დაცვა".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პირველ კალათაში ტოვებს, თუმცა ანგარიშში დაფიქსირებულია რამდენიმე უარყოფითი ტენდენცია: მსხვერპლთა გამოვლენის შემცირება, სისხლისსამართლებრივი დევნის კლება, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პრობლემა და იძულებითი სუროგაციის წინააღმდეგ არასაკმარისი ღონისძიებები.
ანგარიშის ძირითადი მიგნებები:
- გამოძიებების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნა შემცირდა.
2025 წელს პოლიციამ ტრეფიკინგის 15 საქმე გამოიძია, 2024 წელს კი — 9;
სავარაუდო ტრეფიკერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 13 იყო;
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სასამართლოებმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობისთვის პირები პირველად გაასამართლეს.
მსჯავრდებულებს 6-დან 7 წლამდე და 3 თვემდე პატიმრობა შეეფარდათ.
- გამოვლენილი მსხვერპლების რაოდენობა შემცირდა.
2025 წელს მთავრობამ ადამიანით ვაჭრობის 6 მსხვერპლი გამოავლინა, 2024 წელს კი — 18. მათგან 2 სექსუალური ექსპლუატაციის, 4 კი შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი იყო.
ანგარიშის მიხედვით, მსხვერპლთა იდენტიფიცირების მექანიზმი სათანადოდ არ მუშაობდა. პრობლემებს შორის დასახელებულია წინა ხაზზე მომუშავე მოხელეების არასაკმარისი მომზადება და მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი, რომელიც მსხვერპლებს სპეციალურ ჯგუფთან მიმართვისგან აკავებდა.
- თავშესაფრების თანამშრომლებს სპეციალიზებული მომზადება აკლიათ.
მთავრობამ მსხვერპლთა დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა 2.6 მილიონი ლარიდან დაახლოებით 2.85 მილიონ ლარამდე გაზარდა. ასევე, ქუთაისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გაფართოვდა, რათა ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლებიც მიეღო.
თუმცა, სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლებს ტრეფიკინგის მსხვერპლებთან მუშაობისთვის სპეციალიზებული მომზადება არ ჰქონდათ.
- პრობლემად რჩება სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა.
ანგარიშის თანახმად, მთავრობის არასაკმარისმა თანამშრომლობამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა შეაფერხა. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით მოიხსნა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, მსხვერპლთა დაცვისას სახელმწიფო უწყებებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაცია უნდა გაევლოთ.
- სუროგაციის საკითხი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მთავრობას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები იძულებითი სუროგაციის პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის, არ გამოუვლენია შესაბამისი მსხვერპლები და არ გაუტარებია მათი დაცვის ღონისძიებები.
საფრთხეები:
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთაც სხვადასხვა ფორმის ექსპლუატაციის საფრთხე ემუქრებათ:
ქართველი ქალებისა და გოგოების სექსუალური ექსპლუატაცია საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის კვიპროსში, ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში;
ქართველი ქალებისა და კაცების იძულებითი შრომა საქართველოში და უცხოეთში;
ბავშვების იძულებითი მათხოვრობა და სხვა უკანონო საქმიანობაში ჩართვა;
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა გადაბირება ინტერნეტითა და ყალბი ვაკანსიებით;
ქართველების იძულებითი შრომა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოქმედ ონლაინთაღლითურ ოპერაციებში;
ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვებისა და უკრაინიდან ომს გამოქცეული ლტოლვილების მოწყვლადობა ტრეფიკინგის მიმართ.
ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ტრეფიკინგის მასშტაბებისა და მასთან ბრძოლის შესახებ სანდო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო. ამასთან, აფხაზეთში მომუშავე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები შესაძლოა იძულებითი შრომის პირობებში იმყოფებოდნენ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები