საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ფოტო: ლიბერთი ბანკი
თბილისში, საერთაშორისო ფორუმი Fusion Georgia 2026: Banking & Retail გაიმართა, რომელმაც 300-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და ლიეტუვადან.
საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია BS/2-ის ორგანიზებით, ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და ქვეყანაში კომპანიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა. Fusion-ის სერიის მეექვსე ფორუმმა საბანკო და რითეილ სექტორებს მოუყარა თავი; ორი თემატური ბლოკი მათ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს დაეთმო. სერიის წინა ღონისძიებები ყაზახეთსა და უზბეკეთში გაიმართა.
ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა.
"საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბაზარია, სადაც საბანკო და რითეილ სექტორებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. Fusion Georgia ამ სექტორებსა და ტექნოლოგიურ პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო გადაწყვეტილებები ქართული კომპანიების საჭიროებებს მოვარგოთ და ხელი შევუწყოთ მომსახურების გაუმჯობესებასა და ბიზნესის ეფექტიანობის ზრდას", — განაცხადა ბს/2 ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, ემილიო კირისმა.
"ბაზისბანკ ჯგუფი დღეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა. ლიბერთის და ბაზისბანკის, ამ ორი ფინანსური ინსტიტუტის გაერთიანება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, განვავითაროთ ციფრული სერვისები და მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული და ფიზიკური საბანკო არხები ერთიანად ვითარდებოდეს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბანკომატების ქსელის მოდერნიზაციას, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს.
მჯერა, რომ ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა BS/2, შევძლებთ კიდევ უფრო თანამედროვე და ინოვაციული საბანკო მომსახურების შექმნას საქართველოში.
ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა გაერთიანების შედეგი ყოველდღიურ მომსახურებაში იგრძნოს - მეტი ხელმისაწვდომობით, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით და უკეთესი საბანკო გამოცდილებით" — განაცხადა გიორგი ქოროღლიშვილმა, ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ციფრული ოფისის ხელმძღვანელმა.
ღონისძიებამ გააერთიანა საბანკო, ფინტექ, მიკროსაფინანსო, რითეილ, ელექტრონული კომერციისა და ტექნოლოგიური სექტორების, ასევე პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს შორის იყვნენ ქართული ბანკებისა და კომპანიების, Mastercard-ის, Visa-სა და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ექსპერტები.
BS/2-ის შესახებ
BS/2 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც საბანკო და რითეილ გადაწყვეტილებების შემუშავების 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია ორგანიზაციებს პროცესების ავტომატიზაციაში, თვითმომსახურების ინფრასტრუქტურის მართვასა და ციფრული სერვისების დანერგვაში ეხმარება. BS/2 არის Penki Kontinentai Group-ის წევრი და მომსახურებას მსოფლიოს 80 ქვეყანაში უზრუნველყოფს.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები