რატომ სჭირდება ბრენდის შექმნა ახალ ბიზნესს? — ინტერვიუ კოკა ქამუშაძესთან
ფოტო: Rock Content
თანამედროვე ბიზნესსამყარო სულ უფრო კონკურენტული ხდება. სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შესაქმნელად მომხმარებელთან დაახლოება, მათი სურვილებისა და ღირებულებების გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, ისეთი ბიზნეს და მარკეტინგული გეგმის დასახვა, რომელიც მომხმარებელთა სურვილებს მოერგება, კომპანიის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
თიბისი ახალი პლატფორმის, face2face-ის, პარტნიორია, რომელზეც დამწყებ ბიზნესებს ინდივიდუალური რჩევების მიღება შეუძლიათ. პროექტში თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხრიდან 11 მრჩეველი ჩაერთვება, რომლებიც სხვადასხვა დარგის პროფესიონალები არიან და ისინი პირადად იმუშავებენ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა კომპანიებს ბაზარზე თავის დამკვიდრება გაუადვილონ.
პროექტში მონაწილე ერთ-ერთი მრჩეველი თიბისი ფეის კომერციული დირექტორი, კოკა ქამუშაძეა, რომელიც სტარტაპერებს დაეხმარება იმის გააზრებაში, თუ რატომ სჭირდება ახალ ბიზნესს ბრენდის შექმნა.
რა გამოარჩევს კარგ პროდუქტს
კოკა ქამუშაძის თქმით, თანამედროვე ბიზნესსამყაროში წარმატების გასაღები მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი კი არ არის, არამედ ბრენდის სწორი სტრატეგია.
"ბრენდის შექმნა ყველა ბიზნესისთვის და განსაკუთრებით ახალი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რადგან ბრენდი არის ის, რაც სხვა ბიზნესებისგან გამოგარჩევს. ბიზნესსამყაროში ყველა მძაფრ კონკურენციაშია და იმისთვის, რომ მომხმარებელმა გამოგვარჩიოს, ჩვენი პროდუქტი შეიძინოს და ერთგულ მომხმარებლად იქცეს, უმნიშვნელოვანესია გქონდეს გამორჩეული ბრენდი. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ბიზნესის წარმატება პროდუქტზეა დამოკიდებული, თუმცა თანამედროვე სამყაროში კონკურენტი კომპანიების პროდუქტი დიდწილად ერთმანეთს ჰგავს, მათი ხარისხი ერთია, ამიტომ მათ შორის განსხვავება ძირითადად ბრენდირებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ნაიკის და ადიდასის კონკურენციას თუ განვიხილავთ, მათი პროდუქტის ხარისხი მაღალია, თანაბარია, თუმცა ეს ბრენდები მომხმარებლის გონებაში დარჩენას ახერხებენ", — ამბობს კოკა ქამუშაძე.
როგორი უნდა იყოს კარგი ბრენდი
კარგი ბრენდი მომხმარებლისთვის თავის შეყვარებას, მასთან ემოციური კავშირის დამყარებას ცდილობს და ამ გზით მომხმარებლისთვის შეუცვლელ პროდუქტად იქცევა.
კოკა ამბობს, რომ მომხმარებლისთვის თავის შეყვარება ხანგრძლივი შრომის შედეგად მოდის, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს როგორც ბიზნეს სტრატეგიას, ისე მარკეტინგულ სტრატეგიას.
"კარგ ბრენდს ემოციური სიახლოვე გამოარჩევს. ბიზნესმა უნდა იცოდეს, ვინ არის მისი მომხმარებელი და მასთან ახლო კავშირის დამყარებას ცდილობდეს. კარგ ბრენდს უნდა ჰქონდეს საკუთარი, გამორჩეული ღირებულებები, რომელთა მომხმარებლის ღირებულებებთან დამთხვევა იწვევს პროდუქტის შეყვარებას.
ბრენდის განვითარების რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა, რომელთა შორის საუკეთესო არის ე.წ. Love Mark, რაც ბრენდის შეყვარების მდგომარეობას აღნიშნავს. თუ მომხმარებელს ბრენდი უყვარდება, ბევრად ერთგულია. შეუძლებელია, საყვარელი ბრენდი ბაზარზე პირველივე ნაბიჯის გადადგმისას გახდე, ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც მიზანმიმართული ქმედებებით, აქტიური მუშაობით უნდა მიაღწიო. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა, როცა მომხმარებელს ბრენდი ერთი ნახვით უყვარდება", — აღნიშნავს კოკა.
ახალ ბიზნესებთან თანამშრომლობა
კოკა ქამუშაძე ბიზნესის წარმომადგენლებთან პირადად იმუშავებს და მათთან ერთად გაიაზრებს ბიზნესის სტრატეგიას, რომელზეც ბრენდის სტრატეგია დაშენდება.
"მე სტარტაპების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ერთი ერთზე მექნება და ვეცდები, ის გამოცდილება გავუზიარო, რაც ბიზნესის, მარკეტინგის მიმართულებით წლების განმავლობაში დავაგროვე. აუცილებელია ბიზნეს სტრატეგიის და მარკეტინგული სტრატეგიის ერთობლივად განხილვა, რათა ეს ორი ნაწილი ერთმანეთს არ იყოს აცდენილი. ადამიანმა, რომელიც ბიზნესს იწყებს, ერთიანი სურათი უნდა დაინახოს, ბიზნესსტრატეგიას ერთგვარ ზედა ფენად მარკეტინგული სტრატეგია უნდა გადაეფაროს. ერთობლივად გავაანალიზებთ ბიზნესის სტრატეგიას, რაც უკეთ დაგვანახებს ბიზნესის არსს — რა მიზნები აქვს, როგორ ურთიერთობს მომხმარებელთან, რა უნდა შეცვალოს, რა უნდა იყოს მისი მთავარი დასაყრდენი და ამაზე უნდა დაშენდეს ბრენდის სტრატეგია. ბრენდი უნდა ითვალისწინებდეს ბიზნესის დამფუძნებლების ხასიათსაც კი, რადგან ღირებულებების თანხვედრა ბევრად ორგანულ საბოლოო ფორმას ქმნის, რომელშიც დისონანსი მინიმუმამდეა დაყვანილი", — ამბობს კოკა ქამუშაძე.
კოკა ქამუშაძის თქმით, პროექტი მისთვისაც საინტერესოა, რადგან გარე ექსპერტის პოზიციიდან ბიზნესის დახმარება, ერთობლივი თანამშრომლობა, მისთვისაც სიახლეა და იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი ნაყოფიერი იქნება.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები