მარილისა და ჟელატინისგან შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც დაზიანებებს თავად იმთელებს
ეჭვგარეშეა, რომ "თვითგანკურნებად" მასალებს ბევრი სარგებელი ექნება. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეალისტური ხელოვნური კიდურებისა და სხვა რბილი რობოტების შემუშავებაა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს მარილისა და ჟელატინის მასალები, რომლებსაც შეუძლიათ რბილი სენსორების საშუალებით შეიგრძნონ დაძაბულობა, ტემპერატურა, ტენიანობა და რაც მთავარია, საკუთარი თავის ოთახის ტემპერატურაზე შეკეთების საშუალება აქვთ.
მეცნიერების თქმით, ეს გარღვევა რევოლუციას მოახდენს რობოტიკის სფეროში და შესაძლოა რამდენიმე სხვა ინდუსტრიაშიც.
თვითგანკურნებადი მასალები
"რბილი სენსორების რობოტიკაში ჩართვა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია მათგან. მაგალითად, ის თუ როგორ იღებს ტვინი კუნთებისგან სხეულზე ინფორმაცია", — თქვა დევიდ ჰარდმანმა, კვლევის ავტორმა და კემბრიჯის ინჟინერიის უნივერსიტეტის მეცნიერმა.
ეს ახალი მასალა განსხვავდება სხვა მსგავსი ტექნოლოგიებისგან, რადგან მას არ სჭირდება გაცხელება თვითგანკურნებისთვის.
ტექნოლოგიას მუშაობის პროცესში დამოუკიდებლად (ადამიანის ჩარევის გარეშე) შეეძლება აღმოაჩინოს, როდის არის დაზიანებული, "შეაკეთოს" საკუთარი თავი და შემდეგ განაახლოს წინა საქმიანობა.
იაფი და მარტივად გასაკეთებელი
მკვლევრებმა ნახშირბადის მელნის ნაცვლად გამოიყენეს ნატრიუმის ქლორიდის (მარილის) შემცველი სენსორები, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული მასალები იაფი და ადვილი დასამზადებელია (3D ბეჭდვით ან ჩამოსხმის გზით). ამასთან, ეს მატერიალი გამძლეობითაც ეფექტიანია.
დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მსგავსი მატერიალი შედგება ადვილად მოსაპოვებელი, საკვებისთვის უსაფრთხო მასალებისგან.
"ეს ნამდვილად კარგი ტექნოლოგიაა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იაფი და მარტივია მისი დამზადება. ჩვენ შეგვიძლია ჟელატინისაგან მთლიანი რობოტის გაკეთება და სენსორების დაბეჭდვა სადაც დაგვჭირდება", — ამბობს კვლევის თანაავტორი დოქტორი თომას ჯორჯ-ტურუტელმა.
მკვლევრები ახლა იკვლევენ თვითგანკურნებადი მასალების დამატებით გამოყენებას, როგორიცაა ხელოვნური კანი და სხვა საშუალებები.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში NPG Asia Materials.
კომენტარები