სიტყვას იმაზე დიდი ძალა აქვს, ვიდრე ხშირად ამას ვაცნობიერებთ. ეს კარგად გეცოდინება, თუკი ვინმემ ოდესმე თავისი რეპლიკით გული ან იმედი მოგიკლა. თუმცა, არანაკლები ძალა აქვს თვითრწმენას — სხვა ადამიანების უსაფუძვლო კრიტიკის უგულებელყოფას და იმის კეთებას, რაც გიყვარს. სწორედ ამან აქცია ქვემოთ ჩამოთვლილი ადამიანები ვარსკვლავებად — იმის მიუხედავად, რომ ოდესღაც მათ წარუმატებლობა უწინასწარმეტყველეს.

1. სიდნი სვინი

ფოტო: Getty Images

Euphoria-ისა და The Handmaid's Tale-ის ვარსკვლავს ერთხელ ისიც კი უთხრეს, რომ ამ სერიალებში ვერასდროს მოხვდებოდა.

"ქასთინგ მენეჯერმა ერთხელ მითხრა, რომ სატელევიზიო შოუში ვერასდროს აღმოვჩნდებოდი", — იხსენებს სვინი და დასძენს, რომ მიზეზად მას "შესაფერისი გარეგნობის" არქონა დაუსახელეს.

2. სალმა ჰაიეკი

ფოტო: Zoe McConnell / Variety

სალმა ჰაიეკის ფილმოგრაფიის შემხედვარემ, რთულია, დაიჯერო, რომ ოდესმე ვინმემ მისი დიდი მომავალი ვერ დაინახა. თუმცა, ამის მიზეზი, რეალურად, მსახიობის ასაკი და წარმომავლობა იყო.

"მითხრეს, რომ ჩემი კარიერა 30 წლის შემდეგ ჩაკვდებოდა. თავდაპირველად ისიც კი განმიცხადეს, რომ მექსიკელი ჰოლივუდში მთავარ როლს ვერასდროს მიიღებდა", — იხსენებს ჰაიეკი, — "მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი [ამბავია]. მისით ვამაყობ და მინდა, მთელ მსოფლიოს ვუთხრა — რამდენჯერ უთქვამთ, რომ ეს არ გამოვიდოდა; ლამის მეც კი დავიჯერე. თუმცა, ვიბრძოლე და გავიმარჯვე".

მსახიობმა ეიჯიზმის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არ არსებობს ასაკი, რომელსაც "გადაცილებული" ხარ.

3. ქეით უინსლეტი

ფოტო: HBO

მომავალ მსახიობს 14 წლის ასაკში თავისმა დრამის მასწავლებელმა უთხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი "ფერხორციანი გოგოს ნაწილებს" დასჯერდებოდა.

"[მივმართავ] ყველა ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მასწავლებელმა, მეგობარმა, ან თუნდაც მშობელმა იმედი მოუკლა: ნურავის ნუ მოუსმენთ, რადგან მე ზუსტად ასე მოვიქეცი — წინსვლა განვაგრძე, გადავლახე ჩემი შიშები და ეჭვები", — აცხადებს კინოვარსკვლავი.

4. რიზ უიზერსპუნი

ფოტო: Shutterstock

სანამ დღეს უკვე წარმატებულ მსახიობსა და პროდიუსერს Legally Blonde-ში გადაიღებდნენ, მას გამუდმებით ეუბნებოდნენ, რომ "საკმარისად მაღალი, ლამაზი და ჭკვიანი" არ იყო.

5. სალი ფილდი

ფოტო: John Angelillo / UPI

როცა ფილდმა ტელევიზიის დატოვება მოისურვა, თავისმა აგენტმა განუცხადა, რომ ფილმში ვერასდროს მოხვდებოდა, რადგან სათანადოდ ლამაზი და ნიჭიერი არ იყო. მსახიობმა ერთადერთი ფრაზით უპასუხა: "დათხოვნილი ხარ".

6. ელვის პრესლი

ფოტო: Wikimedia Commons

როცა როკ-ენ-როლის მეფემ სცენაზე პირველად იმღერა, მისმა მენეჯერმა უთხრა, რომ იგი აღარსად აღარ წასულიყო. მეტიც, უმჯობესი იქნებოდა, თუკი მძღოლობას დაუბრუნდებოდა.

7. არნოლდ შვარცენეგერი

ფოტო: Schwarzenegger / Twitter

ჰოლივუდის ვარსკვლავს ეუბნებოდნენ, რომ ბოდიბილდინგის შემდეგ კინოსამყაროში ვერ აღმოჩნდებოდა. მიზეზად კი მის აქცენტს, "მეტისმეტად განვითარებულ სხეულსა" და რთულად წარმოსათქმელ გვარს უსახელებდნენ.

8. შაკირა

ფოტო: Reuters

მსოფლიო ვარსკვლავი სკოლის გუნდში არ მიიღეს, თავისმა მუსიკის მასწავლებელმა კი უთხრა, რომ მისი ხმა თხის გამოცემულ ბგერებს ჰგავდა. შაკირა დღეს სწორედ რომ თავისი ხმის ტემბრით გამოირჩევა სხვა მომღერლებისგან.

9. სიდნი პუატიე

ფოტო: AP Photo

პუატიე პირველი აფროამერიკელი მსახიობი იყო, რომელიც ოსკარით დაჯილდოვდა. თუმცა, როცა ქასთინგზე პირველად იყო მისული, რეჟისორმა უთხრა: "რატომ აკარგვინებ ხალხს დროს? არ შეგიძლია, წახვიდე და ჭურჭლის მრეცხავი ან რამე მაგგვარი გამოხვიდე?"

10. უინონა რაიდერი

ფოტო: Getty Images

როცა რაიდერმა ქასთინგის გავლა დააპირა, რეჟისორმა შეაჩერა და უთხრა, რომ იგი მსახიობი არ უნდა გამოსულიყო, რადგან ამდენად ლამაზი არ იყო. მომავალ კინოვარსკვლავს მან ურჩია, რომ იქ დაბრუნებულიყო, საიდანაც მოვიდა.

ბონუსი: Spice Girls

ფოტო: Billboard

ალბათ საიმონ კოუელმა უფრო დაკარგა Spice Girls-თან მუშაობის შანსი, ვიდრე ჯგუფმა — პროდიუსერი. კოუელმა პოპულარულ ჯგუფთან თანამშრომლობაზე უარი 1990-იანი წლების დასაწყისში თქვა, რასაც ვიქტორია ბექჰემი ხშირად ახსენებს ხოლმე.

"განაცხადა, ერთად არასდროს ვიმუშავებთო", — ციტირებს ბექჰემი.