რა არის Nord Stream 2 და შეუძლია თუ არა ბაიდენს მისი შეჩერება?
რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის მატების პარალელურად გაზსადენი Nord Stream 2 მთავარ განსახილველ თემად იქცა. აი, რა უნდა იცოდეთ
ფოტო: Gallup/Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს, 15 თებერვალს განაცხადა, რომ მას სურს, უკრაინა-რუსეთის კრიზისი დიპლომატიურად მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აშშ მზადაა, რუსეთს სერიოზული სანქციები დაუწესოს.
სერიოზულ ზომებში Nord Stream 2-ის პროექტის შეჩერებაც იგულისხმება.
"ჩვენ დავაწესებთ გრძელვადიან შეზღუდვებს, რაც რუსეთს სტრატეგიულად და ეკონომიკურად უკან დახევს. რაც შეეხება Nord Stream 2-ის გაზსადენს, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ემსახურება, თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, Nord Stream 2 უბრალოდ აღარ იარსებებს", — თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში კონფერენციისას.
რა კავშირშია $11 მილიარდიანი წყალქვეშა გაზსადენი უკრაინასთან? და რატომ უნდა გვადარდებდეს ეს ამბავი?
რუსეთიდან გერმანიამდე
1207-კილომეტრიანი გაზსადენი სექტემბერში დასრულდა, თუმცა გერმანელი რეგულატორებისგან სერტიფიცირებას კვლავაც ელის. ამოქმედების შემთხვევაში ის რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის.
გაზსადენი 2015 წელს დაანონსდა და მას გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, მასშტაბური პროექტი ევროპაზე მოსკოვის გავლენას გაზრდიდა.
ნორდ სტრიმ 2-ის გაზსადენი წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებაზეა გათვლილი. ეს გერმანიის ყოველწლიური მოხმარების 50%-ზე მეტია, რაც გაზპრომს წელიწადში $15 მილიარდზე მეტს მოუტანს.
ფოტო: CNN
ენერგია, როგორც პოლიტიკური ფაქტორი
ენერგეტიკული რესურსები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც სახლების დიდი ნაწილი რუსული გაზით თბება, მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბუნებრივი აირის ფასები ბოლო პერიოდში რეკორდულად გაზრდილია, უკრაინაში კონფლიქტი კი, სავარაუდოდ, მომხმარებლებს კიდევ უფრო დააზარალებს.
რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი გერმანიაა. მიუხედავად გერმანიის მცდელობისა, Nord Stream 2 გლობალური პოლიტიკისგან განცალკევებულ საკითხად წარმოეჩინა, პროექტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე მთავარ განსახილველ თემად იქცა.
რუსეთი ხაზგასმით უარყოფს, რომ ის ენერგიის მიწოდება-შეწყვეტას ევროპაზე ზეწოლის მოსახდენად იყენებს, თუმცა უკრაინელებს რამდენჯერმე აქვთ გამოცდილი საკუთარ თავზე ამ პოლიტიკური ბერკეტის სიმძიმე. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ მოსკოვი ევროპაში გაზის ამჟამინდელი კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა. სააგენტოს თქმით, "რუსეთი ნაკლებ გაზს აწვდიდა ევროპას, ვიდრე შეეძლო"
Nord Stream 2-მა ევროპაში ძალების გადანაწილებაზე მართლაც შეიძლება მოახდინოს გავლენა. ამ მომენტისთვის რუსეთს უკრაინა სჭირდება, რადგან ევროპისთვის გაზის მიწოდების სახმელეთო გზა სწორედ უკრაინაზე გადის.
Nord Stream 2-ისთვის განკუთვნილი ერთად დაწყობილი ნაწილები მუკრანის პორტში, გერმანიაში
ფოტო: Getty
რას ამბობენ მთავარი მოთამაშეები?
Nord Stream 2 გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და ჯო ბაიდენს შორის განსახილველი ერთ-ერთი თემა იყო.
- "თუ რუსეთი [უკრაინას] დაიპყრობს, ნორდ სტრიმ 2 აღარ იქნება", — თქვა ბაიდენმა შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. "ჩვენ მას დავასრულებთ", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- შოლცმა თქვა, რომ მზადაა, აშშ-სთან ერთად იმოქმედოს. როცა ჰკითხეს, მზად იყო თუ არა გერმანია მილსადენის შესაჩერებლად, კანცლერმა თქვა: "ერთ აზრზე ვართ".
- შოლცის თქმით, გერმანია აშშ-სთან შეთანხმებულად იმოქმედებს, რაც რუსეთისთვის "რთული იქნება".
შეუძლია აშშ-ის Nord Stream 2-ის "მოკვლა"?
ჯო ბაიდენმა საკმაოდ მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა Nord Stream 2-ის დასასრული იქნებოდა, თუმცა მას ბევრი არაფერი უთქვამს იმაზე, თუ როგორ აპირებს აშშ რუსეთისთვის ხელის შეშლას.
"გპირდებით, მოვახერხებთ", — თქვა ბაიდენმა, როცა მას დეტალებზე ჩაეკითხნენ.
რა თქმა უნდა, სანქციები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერკეტად განიხილება.
აშშ-მ გაზსადენს სანქციები 2017, 2019 და 2020 წელსაც დაუწესა. 2021 წლის იანვარში ტრამპმა სანქციები დააწესა სპეციალურ ბარჟაზეც, რომელსაც გაზპრომი წყალქვეშ მილების დასაგებად იყენებდა.
მიუხედავად შეზღუდვებისა, მილსადენი მაინც აშენდა, რაც კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, წყვეტს თუ არა სანქციები რეალურად გაზსადენის ყოფნა-არყოფნის საკითხს.
ბერლინის პერსპექტივა
გერმანიის გაზის იმპორტის ნახევარზე მეტი რუსეთზე მოდის. ეს ურთიერთობა უკვე ათწლეულებს ითვლის. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შროდერმა 2000 წელს განაცხადა, რომ გერმანია ატომურ ენერგიაზე ნელ-ნელა უარს იტყოდა. ეს პოლიტიკა ანგელა მერკელმაც გააგრძელა.
შროდერი აქტიურად იყო ჩართული ნორდ სტრიმის პირველი მილსადენის მშენებლობაში, რომელიც ნორდ სტრიმ 2-ის პარალელურადაა განლაგებული. ცოტა ხნის წინ შროდერი გაზპრომის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელეს.
გერმანიისთვის ლეგალურად საკმაოდ რთული იქნება ნორდ სტრიმ 2-ის წინაშე აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიძლება გაზსადენის მნიშვნელობა "გაზვიადებულიც" კი იყოს..
"პუტინს ნორდ სტრიმ 2 უნდა, მაგრამ უკრაინა გაზსადენზე ბევრად მეტად უნდა", — აცხადებს კადრი ლიიკი, ევროპული საბჭოს უმცროსი ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
რა მოხდება, თუ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე უარს იტყვის?
ფოტო: Getty
აშშ და მისი მოკავშირეები უკვე ემზადებიან სცენარისთვის, რომელშიც რუსული გაზის მიწოდება კონფლიქტის გამო წყდება.
თეთრმა სახლმა გასულ თვეს განაცხადა, რომ გაზის მიწოდებაზე სხვა ქვეყნებსა და კომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
"ჩვენ აშშ-სთან ერთად ვქმნით პარტნიორობას ენერგოდამოუკიდებლობისათვის", — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, — "ვესაუბრებით სხვა მომწოდებლებს, მათ შორის, ნორვეგიას ექსპორტის გაზრდაზე".
მიუხედავად ალტერნატიული წყაროებისა, ევროპას რუსული გაზის გარეშე დიდხანს არსებობა გაუჭირდება, სხვა მომწოდებლების პოვნა კი წარმოუდგენელ ლოჯისტიკურ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
ახალი გაზსადენებისა და ტექნიკური სადგურების მოწყობას ხშირად წლები სჭირდება. არსებული რესურსების სხვანაირად გადანაწილება კი ისედაც კრიზისულ სიტუაციაში თითქმის წარმოუდგენელია.
ნიკოს ცაფოსის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ენერგოექსპერტის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზის გადაკეტვა მტკივნეული, თუმცა "მართვადი" სცენარი იქნება, თუმცა რუსული გაზის მთლიანად გაქრობა ევროპას კატასტროფულად დააზიანებს. "მსგავსი მოცულობის აირის ჩანაცვლება რომელიმე გზით ფაქტობრივად შეუძლებელია".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები