ვინ აირჩიეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით ლელა ჯანაშვილი აირჩია. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას 77-მა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო.
ახალი სამსახური მას შემდეგ შეიქმნა, რაც ქართულმა ოცნებამ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გადაწყვიტა. ორი ახალი: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. კანდიდატების შერჩევის პარალელურად არასამთავრობო სექტორი მოუწოდებდა საკონსტიტუციო სასამართლოს თოლორაიას სარჩელი პრიორიტეტულად და დროულად განეხილა. მათი განმარტებით, ეს აუცილებელი იყო, რადგან პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესი შეჩერებულიყო.
გასაუბრება პარლამენტში
პარლამენტში გასაუბრების დროს ლელა ჯანიაშვილმა თქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელებს ისეთი პრინციპებით, როგორებიცაა, დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, ობიექტურობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, სამართლიანობა, კონფიდენციალურობა და სხვა.
დეპუტატებმა დაუსვეს კითხვები, როგორ აფასებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების, ასევე ახალი სამსახურებისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესს იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ლონდა თოლორაიას სარჩელზე გადაწყვეტილებდა არ მიუღია.
ჯანიაშვილის განმარტებით, გაყოფას ეთანხმება და მეტიც, ამბობს, რომ თავიდანვე გაუმართლებლად მიიჩნევდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოქცევას სახელმწიფო ინსპექტორის დაქვემდებარებაში.
მან ასევე ისაუბრა, რომ პოლიტიკური შინაარსის კითხვებს ვერ უპასუხებდა. ლონდა თოლორაიას სამსახურის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე კი კანდიდატმა თქვა, რომ "ყველა უნდა დაველოდოთ და დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას".
"პოლიტიკურ და მორალურ შეფასებებს როდესაც ითხოვთ ჩემგან, მე შემიძლია, რამდენიმე კუთხით გაგცეთ პასუხი. მე შემიძლია, სრულად დაგეთანხმოთ და გავიზიარო თქვენი შეხედულებები ამ საკითხებზე და მეორე — მე შემიძლია სამართლებრივი არგუმენტებით უარვყო აქ გამოთქმული მოსაზრებები, მაგრამ მე არცერთს გავაკეთებ და არც მეორეს, იქიდან გამომდინარე, რომ მე მაქვს პრეტენზია, დავიკავო პერსონალურ მონაცემთა სამსახურის უფროსის თანამდებობა", — ასე უპასუხა მან დასმულ კითხვებს.
დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ სთხოვა, შეეფასებინა 5 ივნისს ძალადობრივი კონტრაქციის შედეგად გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას საქმეზე შსს-ს მიერ კადრების გასაჯაროება და ჰკითხა, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მას რომ განეხილა ეს საკითხი. ჯანიაშვილმა კითხვას მოკლედ უპასუხა და თქვა, რომ ლაშქარავას გარდაცვალება სამწუხარო ფაქტია.
"განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის დარღვევად შეფასდა, დიახ. განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელსაც იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი. აქედან გამომდინარე, დარღვევა შეფასდა და დარღვევა დადგენილ იქნა. სხვა კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ", — ისაუბრა მან.
ფარულ ჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს. ე.წ. სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და კომენტარის გაკეთება მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ შეიძლება.
ჯანაშვილის პროფესიული გამოცდილება
დოკუმენტების მიხედვით, ჯანაშვილი კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია. 2003 წლიდან არის თსუ-ს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, 2019 წლიდან კი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ადამიანის უსაფრთხოებისა და გლობალური საჯარო სამართლის დოქტორი.
მას დამთავრებული აქვს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი. არის ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მეთოდების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ასევე თსუ-ის ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.
2012 წლიდან დღემდე მუშაობს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსად, 2022 წლიდან კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტად.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პროკურატურაში. 2004-2006 წლებში გენერალურ პროკურატურაში იყო სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი.
დოკუმენტების მიხედვით, ჯანაშვილი ფლობს ესპანურ, რუსულ, ინგლისურ და კატალონიურ ენებს.
პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაჩქარებულად განიხილა და გასული წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სამსახური. მის მაგივრად ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნა.
კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის, ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით.
ლონდა თოლორაიას შეფასებით, ეს არის შტურმი სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არასოდეს არავის უთანხმებდა. მისი თქმით, მმართველ პარტიას სამსახურის გაუქმების შესახებ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სამშობიაროდან უწყების გაძლიერების პროექტს წერდა, პარლამენტი მისი გაუქმების შესახებ კანონპროექტს ამზადებდა.
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
კომენტარები