კელი დეგნანი

5 Feb. 2022, 20:05

ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ფოკუსირებული მომენტია, რუსეთმა შექმნა ეს კრიზისი, რომლის დროსაც ძალის გამოყენებით ცდილობს უკან შეატრიალოს 30 წლის განმავლობაში მიღწეული სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა. ამაზე საუკეთესო პასუხი ერთად დგომა და მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის და სტაბულურობის ხანგრძლივი პერიოდი მოგვიტანა, იმ დადებული პირობების შესრულების პერიოდი მოგვიტანა, როგორებიცაა გაეროს კონვენცია, ჰელსინკის შეთანხმება, თუ NATO-რუსეთის საბჭო. რუსეთის ლიდერები ამ პრინციპების შესრულებას დასთანხმდნენ, მაგრამ ახლა ისინი მათ ძირს უთხრიან ძალის გამოყენების მუქარით.

აქ სასწორზე, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაა, საქართველომ უკვე გამოსცადა რუსეთის მიერ ამ პრინციპის გათელვა. რუსეთი ახლა იმას უფლებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, აქვთ თუ არა ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოების პარტნიორების შერჩევის უფლება, უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების უფლებას, საუკეთესო პასუხი ერთიანი მიდგომის შემუშავებაა იმ პრინციპების დასაცავად, რომლებზეც ჩვენი ცხოვრების სტილია დაფუძნებული, რომლებსაც ასე ვუფრთხილდებოთ. ჩემი აზრით, საქართველოს სწორი პასუხი ძლიერი დემოკრატიის აშენებაა, არ გაჩერდეთ და არ შეწყვიტოთ ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობა, იმ მესიჯის გასაგზავნად, რომ საქართველოს მომავალი ძლიერ და ეკონომიკურად წარმატებულ დემოკრატიად ჩამოყალიბებაა, იმედია, ამ გზავნილს საქართველო რუსეთს ხმამაღლა გაუგზავნის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…