კელი დეგნანი

5 Feb. 2022, 18:46

ხედვა, რომელიც საქართველოს აქვს, იყოს დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასალეთს შორის, უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთადერთი მარშრუტია, რომელიც რუსეთსა და ირანზე არ გადის. რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის არსებობა, რომელიც სტაბილური და პროგნოზირებადია, კომერციული ტვირთების ცენტრალური აზიიდან ევროპაში გადასაზიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მისი როლის გამო, რომელსაც საქართველო თამაშობს შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ამ მხრივ, საქართველოს როლი იზრდება, რადგან, იზრდება ქვეყნის შესაძლებლობებიც, იქნება ეს სანაპირო დაცვა, ჯარი თუ საბაჟო. ეს ხშირად ჩვენი თანამშრომლობის შედეგია, ამით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ შავ ზღვაში კომერციული გემები და ზოგადად მიმოსვლა არ ფერხდება.

[...] რუსეთს სურს შავი ზღვა თავისი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს

ევროპარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახალი გლობალური…