როგორ მოვუაროთ სამუხრუჭე ხუნდებს?
ფოტო: თეგეტა მოტორსი
რამდენიმე დღის წინ ხუნდების გამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა. დედაჩემი იყო — 2 დღეა ამბობს, მანქანას რაღაც აწუხებსო და აი, ახლა ეს ხმა მესამე სართულზეც კი აღწევს. ხუნდების ხმაზე, მასავით რომ არ გეგონოთ მანქანა აღარასდროს გაკეთდებაო, ავტომობილის ამ ნაწილზე ახლა რამდენიმე საინტერესო დეტალს მოგიყვებით.
ავტომობილის სავალი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ხუნდებია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მანქანის დამუხრუჭებაზე.
ხუნდების ყველა მწარმოებელს საკუთარი ფორმულა გააჩნია, რომლის კონფიდენციალურობაც უმკაცრესად არის დაცული. მათი მთავარი მიზანი გამძლე პროდუქტის დამზადებაა, რომლებმაც დიდი კილომეტრაჟი უნდა გაიარონ ისე, რომ არ დააზიანონ მანქანის სამუხრუჭე დისკი და ასევე გაუძლონ მაქსიმალურ ტემპერატურას.
სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლის სიხშირე დამოკიდებულია მანქანის მუშაობის პირობებსა და მართვის სტილზე. მათთვის არ არსებობს ზუსტი და მკაფიო რეგულაციები.
ხუნდების ცვეთა დამოკიდებულია შემდეგ გარემოებებზე: გზების ხარისხი და მართვის სტილი.
ავტომობილის წინა ხუნდები უფრო სწრაფად ცვდება, ვიდრე უკანები, რადგან დამუხრუჭებისას ინერციული ძალა კონცენტრირებულია მანქანის წინა მხარეს. ხუნდების ცვეთა ღერძზე, უნდა ხდებოდეს თანაბრად. მათი შეცვლისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ორივე იცვლება წყვილში (ორ-ორად). ხუნდების დაგვიანებული შეცვლა საფრთხეს უქმნის სამუხრუჭე დისკებს (აპორნებს), რომელთა შეკეთება ან შეცვლა შემდგომში საკმაოდ ძვირი გვიჯდება. ნორმაზე ნაკლები სისქის მქონე სამუხრუჭე დისკებით გადაადგილება დაუშვებელია, რადგან ისინი საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნიან ჩვენს სიცოცხლეს.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ხუნდები შესაცვლელია?
ხუნდებს პრობლემა აქვთ მაშინ თუ:
- იზრდება მანქანის სამუხრუჭე მანძილი;
- ჩნდება სამუხრუჭე დისკებზე ლითონის ნაკაწრები, ნაჭდევები;
- დამუხრუჭების დროს ისმის კაკუნი ან წრიპინი და საჭეზე იგრძნობა გვერდითი დარტყმები.
ყურადღება უნდა მივაქციოთ ავტომობილის სამუხრუჭე მანძილს, რადგან გაზრდილი სამუხრუჭე მანძილის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედაც, რომ გაცვეთილი ხუნდებია. ყოველ 10 000 კილომეტრზე უნდა ვამოწმოთ სამუხრუჭე სითხე და ზოგადად სამუხრუჭე სისტემა. ასევე უნდა მოვუსმინოთ სავალი ნაწილიდან გამოსულ ხმაურს. სამუხრუჭე სისტემის შემოწმება აუცილებელია ვაწარმოოთ სერტიფიცირებულ სერვის ცენტრებში, რადგან არასწორი დიაგნოზის შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ.
აუცილებელია ყოველთვის იხელმძვანელოთ წესებით, რადგან მათმა დაზიანებამ შეიძლება საკმაოდ ცუდი შედეგები მოიტანოს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბზარების მიზეზად, მოძრავ ავტომობილზე სამუხრუჭე დისკი გამტყდარა. დამერწმუნეთ, ამ დროს მანქანის დამორჩილება საკმაოდ რთული საქმეა, მითუმეტეს მაღალ სიჩქარეზე. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ ის, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ხუნდები სამუხრუჭე დისკზე და რაც მთავარია, ხუნდების შეძენისას მთავარი აქცენტი უნდა გავაკეთოთ მათ ხარისხზე და არა მხოლოდ ფასზე. ასევე, აუცილებელია ავტომობილის ხარისხიანი და დროული დიაგნოსტიკა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროცესი მოითხოვს პროფესიული ცოდნისა და სპეციალური ინსტრუმენტების ერთობლიობას, ამიტომ აუცილებელია ჩვენი ავტომობილის შემოწმება პროფესიონალებს ვანდოთ.
აქვე გეტყვით, რომ თეგეტა მოტორსი მომხმარებელს უსასრულო გარანტიას სთავაზობს როგორც ხუნდების გარკვეულ ბრენდებზე, ასევე სავალი ნაწილის, დეტალების სრულ ასორტიმენტზე. უსასრულო გარანტია გულისხმობს, რომ ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს თეგეტა უსასყიდლოდ აღადგენს ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას. ეს უპრეცედენტო გარანტია საშუალებას გაძლევთ, რომ თავიდან აირიდოთ, როგორც უსიამოვნო შემთხვევები, ასევე დაზოგოთ ფინანსური რესურსი და მიიღოთ უსასრულო სარგებელი.
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას" ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას"
გადახედვა
-
ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ
გადახედვა
-
სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა
-
Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
-
სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა
გადახედვა
-
შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება
გადახედვა
-
დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ
გადახედვა

კომენტარები