როგორ უნდა გახდეს ნარკოპოლიტიკა უფრო ჰუმანური - ეროვნული პლატფორმის ინიციატივა
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მიიჩნევს, რომ საქართველოში მოქმედი ნარკოტიკული დანაშაულის მომწესრიგებელი კანონმდებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, რაც ხისტად აისახება პრაქტიკაში. ამის შესახებ პლატფორმის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.
"მკაცრი სანქცია და კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების შემცირება არ უდრის ნაკლებ მომხმარებელს, რადგან „ნარკო ბაზარზე“ მუდმივად ჩნდება ახალი ნივთიერებები, რომლებზეც სულ უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვს მოსახლეობას და შესაბამისად, მისი მოხმარება მეტ რისკთან და ზიანთან ასოცირდება. ასეთ პირობებში განუზომლად დიდია ნარკოტიკის ზედოზირების და თანმდევი მძიმე შედეგების საფრთხეები," - მიიჩნევენ პლატფორმის წევრები.
არსებული პრობლემების მოსაგვარებლად პლატფორმა ახალი მოდელი შეიმუშავა, რომლითაც გათვალისწინებულია:
- მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის დანერგვა - სასკოლო ასაკიდან მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნარკოტიკის მოხმარების მძიმე შედეგებზე. აგრეთვე სისტემური საინფორმაციო კამპანია მოხმარების პრევენციაზე;
- შეფასების და გადამისამართების კომისიების შექმნა. კომისიების ფუნქცია, პრევენციულ აქტივობებში ჩართვის გარდა, იქნება ნარკოტიკის მომხმარებლის ჩართვა ქვეყანაში არსებულ სარეაბილიტაციო/ზიანის შემცირების თუ სოციალურ პროგრამებში;
- კონსულტირებისა და მკურნალობის სერვისების სპექტრის გაფართოება;
- ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბება.
პლატფორმაში მიაჩნიათ, რომ ზემოაღნიშნული კომპონენტები და ზოგადად ჯანდაცვით, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამები ეფექტური იყოს, აუცილებელია სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ფუნდამენტური მოდიფიცირება.
"ნარკოპოლიტიკის კონტექსტში რეპრესიული მექანიზმები გამოყენებული უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევებში და მისი ობიექტი არა ნარკომომხმარებელი, არამედ ნარკოტიკების მსხვილი ტრანზიტი და მათი საზოგადოებაში გავრცელება უნდა იყოს," - განმარტავენ პლატფორმის წევრები და შესაბამისი კანონპროექტის მოამზადეს.
პლატფორმის მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს:
- ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების/მცირე ოდენობით შეძენა შენახვის დეკრიმინალიზაციას;
- სისხლისსამართლებრივი სანქციების შემსუბუქებას;
- ნარკოტიკული ნივთიერებების დოზირების სამართლიან განსაზღვრას;
- იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების წესის ახლებურად ჩამოყალიბებას;
- ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებზე დაბალანსებულ და გაწონასწორებულ საკანონმდებლო რეგულაციებს;
- მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ინიციატივით, გასული წლის აპრილში დაფუძნდა. მასში 41 ორგანიზაციაა გაერთიანებული.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები