როგორ მოვუაროთ სწორად აკუმულატორს?
ფოტო: თეგეტა
სანამ აკუმულატორის მოვლისა და შერჩევის შესახებ მოგიყვებით, ჯერ ამ ნაწილის მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ. დიდ დროს არ წაგართმევთ, სულ რამდენიმე ფაქტორს ჩამოვთვლი.
იცოდით, რომ აკუმულატორს ავტომობილის გულს ეძახიან? ის დენის მთავარი წყაროა, რომლის გამართულად ფუნქციონირების გარეშე, თქვენს მანქანაში ყველა ელექტრო მოწყობილობა ფუნქციას კარგავს, უბრალოდ ითიშება.
საავტომობილო სასტარტერო მჟავა-ტყვიის აკუმულატორი ქიმიური რეაქციის შედეგად დენს გამოიმუშავებს და ელექტრო მომხმარებლებს აწვდის. აკუმულატორია პასუხისმგებელი ავტომობილის ძრავის დაქოქვაზე, უსაფრთხოებაზე, ფუნქციონალური ატრიბუტების მუშაობაზე, დამატებით აქსესუარებზე — მოკლედ, ყველაფერზე, რაც თქვენს უსაფრთხოდ გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი და მანქანაში კომფორტს გიქმნით.
ავტომობილების თანამედროვე ბაზარი აკუმულატორების ფართო არჩევანს გვთავაზობს. დამზადების ტექნოლოგია განსხვავებულია, შესაბამისად, მუშაობისა და დამუხტვის სტილიც განსხვავდება. ყველა ავტომობილზე აკუმულატორი ინდივიდუალურ მონტაჟს საჭიროებს.
აკუმულატორის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, როგორც ავტომობილის გამოშვების თარიღი, ასევე, მანქანის ბრენდი, მოდელი, ძრავისა და საწვავის ტიპი და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენი მანქანისათვის აკუმულატორის ზუსტი მოდელის შერჩევას. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მძიმეა აკუმულატორი, მით უფრო ხარისხიანია ის, თუმცა სიმძიმესთან ერთად, ის ჩვენს სატრანსპორტო საშუალებასთან ფიზიკურად უნდა იყოს თავსებადი.
ამ სტატიაში სწორედ ამ მახასიათებლებზე მოგიყვებით და გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ აკუმულატორს ისე, რომ ჩვენი მანქანის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ დავაზიანოთ.
პერიოდულად შეამოწმეთ თქვენი აკუმულატორი
ჩვეულებრივ, ახალი აკუმულატორის მონტაჟის შემდეგ, მისი ფუნქციონირება რამდენიმე წელი გრძელდება, თუმცა რამდენად დიდხანს მოგვემსახურება, ეს მეტწილად ჩვენზეც არის დამოკიდებული.
აუცილებელია ვიცოდეთ, რომ აკუმულატორი პერიოდულ შემოწმებას საჭიროებს. მკაცრი კლიმატი აკუმულატორის პირველი მტერია. საყურადღებოა, როგორც მაღალი ტემპერატურა, ასევე, ზამთრის ცივი სეზონი. ძლიერი ყინვის გამო, შესაძლოა, თქვენი აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით თუ მისი რესურსი უკვე დაბალია.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მანქანის დაქოქვასთან დაკავშირებული პრობლემა ყოველთვის არ უკავშირდება აკუმულატორის გაუმართაობას. ეს შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული.
ფოტო: shutterstock
აკუმულატორის განმუხტვისa და მწყობრიდან გამოსვლის მიზეზები
გამოცდილმა მძღოლებმა, დარწმუნებული ვარ, კარგად იციან, მაგრამ შესაძლოა, ახალბედებს გამოადგეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკუმულატორზე ცუდად მოქმედებს ავტომობილის ჩამქრალ მდგომარეობაში დიდი ხნით გაჩერება. ასეთ შემთხვევაში, აკუმულატორის ენერგია შეიძლება რამდენიმე კვირაში სრულიად გაიხარჯოს.
ყურადღებით იყავით, არ დაგრჩეთ ჩართული ელექტრო მოწყობილობები (სალონის განათება, უკანა მინის გათბობა, მულტიმედიური სისტემები). განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ ხოლმე განათებასთან თამაში. დიდი სიფრთხილე გმართებთ, როდესაც საღამოს სახლში ბრუნდებით, გამორთეთ ყველა მოწყობილობა. მთელი ღამის დატვირთვას თქვენი აკუმულატორი, დიდი ალბათობით, ვერ გაუძლებს და მისი სერვისი ან საერთოდაც შეცვლა მოგიწევთ.
რაც არ უნდა ერთგულად გემსახურებოდეთ თქვენი მანქანა, იცოდეთ, რომ ავტომობილის ასაკთან ერთად პრობლემებიც იმატებს, ძველი ავტომობილი უფრო სწრაფად განმუხტავს აკუმულატორს ელექტრო ქსელისა და მომხმარებელთა გაუმართაობის გამო.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, დასკვნა სულ ორ პუნქტად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:
- მთავარია აკუმულატორის სწორი ექსპლუატაცია
- აუცილებელია აკუმულატორის პერიოდულად შემოწმება
შემოწმებას რაც შეეხება, რადგან საკმაოდ სუსხიანი ზამთარი გვაქვს, რაც ჩვენი მანქანის გულისათვის არც ისე კარგი პერიოდია, ბოლოსკენ რამდენიმე რჩევასაც დავურთავ, სად შეიძლება მისი შემოწმება.
უფასო დიაგნოსტიკისათვის შეგიძლიათ თეგეტას მიაკითხოთ. იქვე აარჩევთ პრემიუმ ან ბიუჯეტურ ბრენდებს, რომლებსაც რომ იცოდეთ, უსასრულო გარანტიით გვთავაზობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, თეგეტას ფილიალებში უსასყიდლოდ აღადგენენ აკუმულატორს ან ღირებულების 100%-მდე თანხას აგინაზღაურებენ. ჰოდა, თუ აკუმულატორის გამოცვლას გადაწყვეტთ, ძველი ნაწილის მოცილებაც თქვენი საფიქრალი არ იქნება — შეგიძლიათ, თეგეტაში ჩააბაროთ, არც თავად შეწუხდებით, დამატებით ფასდაკლებითაც ისარგებლებთ და გარემოსაც დაიცავთ.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები