ჩრდილოეთკორეელმა ჰაკერებმა 2021 წელს 400 მილიონი დოლარის ციფრული აქტივები მოიპარეს
Chainalysis-ის მოხსენებით, გასულ წელს ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა 400 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს.
"ჩრდილოეთ კორეელმა კიბერკრიმინალებმა 2021 წელს სულ მცირე შვიდი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს კრიპტოვალუტის პლატფორმებზე. შედეგად თითქმის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები მოიპოვეს. ეს თავდასხმები ძირითადად მიმართული იყო საინვესტიციო ფირმებისა და ცენტრალიზებული ბირჟების მიმართ. ისინი ამისთვის "ფიშინგს" იყენებდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკურმა კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ პირველად მოხდა, როდესაც ბიტკოინი არ იყო ის კრიპტოვალუტა, რომელზეც ძირითადად ხდებოდა თავდასხმა. 2021 წელს ბიტკოინი მოპარული კრიპტოვალუტის მხოლოდ 20%-ს შეადგენდა, მაშინ როცა 58% ეთერიუმი იყო. ციფრებში ეს 272 მილიონი დოლარია, როცა 2020 წელს მოპარული ეთერიუმის ღირებულება 161 მილიონი დოლარი იყო. ეს შეიძლება მოხდა იმის გამო, რომ მსგავსი პლატფორმები შედარებით ახალი და, ნაკლებად უსაფრთხოა. შესაბამისად, ისინი ჰაკერებისთვის უკეთესი სამიზნეა.
Chainalysis-მა ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმები განხორციელდა APT 38-ის მიერ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ლაზარუსის ჯგუფი". მიიჩნევა, რომ 2018 წლიდან მოყოლებული ჯგუფი ყოველწლიურად 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტას იპარავს.
კომენტარები