10 პროდუქტი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად გაძვირდა — დეკემბრის სტატისტიკა
ფოტო: shapelessblog
დეკემბერში წლიური ინფლაცია 13,9% იყო, რაც ბოლო 10 წელში ფასების დონის ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირებამ იმოქმედა. ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 15,6%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,01%-იანი წვლილი შეიტანა.
ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა 2020 წლის დეკემბერში კომუნალურ გადასახდელებზე არსებულმა სუბსიდიამ. იქიდან გამომდინარე, რომ 2021 წლის დეკემბერში კომუნალური ტარიფები შედარებულია 2020 წლის დეკემბრის სუბსიდირებულ ტარიფებთან, ამან ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
ასეთია იმ 10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- კომბოსტო — გაძვირდა 199,2%-ით;
- წყლის გადასახდელი — გაძვირდა 77,4%-ით;
- ბუნებრივი გაზის გადასახდელი — გაძვირდა 76,6%-ით;
- ელექტროენერგიის გადასახდელი — გაძვირდა 65,6%-ით;
- ნაგვის გატანის გადასახდელი — გაძვირდა 58,1%-ით;
- ქლიავი — გაძვირდა 51,5%-ით;
- ლურსმანი — გაძვირდა 49,1%-ით;
- თერმომეტრი — გაძვირდა 47,5%-ით;
- ბენზინი — გაძვირდა 39,9%-ით;
- კვერცხი — გაძვირდა 37,6%-ით.
გარდა ამისა, დეკემბერში გაძვირებულია კიდევ 254 დასახელების პროდუქტი და მომსახურება. გაიაფდა 31 დასახელების პროდუქტი, ხოლო 10-ის ფასი უცვლელად დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში წლიური ინფლაცია 12,5% იყო, ოქტომბერში — 12,8%, სექტემბერში — 12,3%, აგვისტოში — 12,8%, ივლისში — 11,9%, ივნისში — 9,9%, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2%.
მაღალი ინფლაციის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა გასული წლის დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10,5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 170 000-მდე ადამიანს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტი გაეზარდა.
სებ-ის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი, ანუ დასაშვები დონე 3%-ია. ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირებას 2022 წლიდან ელოდება.
გაიგეთ მეტი:
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
კომენტარები