იონათამიშვილის თქმით, "უპრიანი" იქნება, ინსპექტორს ქართული ოცნების ინიციატივა "კანონიერი" გზით მიეღო
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, "უპრიანი" იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორს მისი სამსახურის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივა კანონიერი გზით მიეღო. დეპუტატმა მიუთითა, რომ ლონდა თოლორაიამ ბრიფინგი 27 დეკემბერს, კანონპროექტის ინიცირებამდე გამართა.
"მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი კანონპროექტი ჯერ ეგზავნება ბიუროს წევრებს საქართველოს პარლამენტის და უკვე ბიუროზე განხილვის შემდეგ ხდება ის საჯარო. გუშინ, სამ საათზე იყო ბიურო ჩანიშნული, მაშინ, როდესაც ნაშუადღევს უკვე ქალბატონ ინსპექტორს ჰქონდა ბრიფინგი, სადაც ისაუბრა კანონის შინაარსზე. არ არის ეს პრობლემა, როდესაც ვთქვათ კანონის გადაგზავნა და მიწოდება ხდებოდეს, მაგრამ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორზე არის საუბარი, ალბათ, უპრიანი იქნება, რომ კანონიერი გზით მოხდეს აღნიშნული ინიციატივის მიღება", — თქვა იონათამიშვილმა.
თოლორაიამ 27 დეკემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც ქართული ოცნების მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა. მან ამ პროცესს "კონსპირაციული" უწოდა და თქვა, რომ ეს არა რეფორმა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტსა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
28 დეკემბერს სამმა კომიტეტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მხარი დაუჭირა. სხდომები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თოლორაიამ, რამდენიმე დეპუტატმა და NGO-ს წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მანამდე, თოლორაიამ კანონპროექტი ნონსენსად შეაფასა და მის ავტორებს კრიტიკული კითხვებით მიმართა. მათ შორის, ინსპექტორმა მმართველი პარტიის დეპუტატებს იმ კონკრეტული მაგალითების დასახელება მოსთხოვა, თუ როდის და სად დაინახეს მათ პრობლემა ინსპექტორის სამსახურის ორი ფუნქციის თანაარსებობაში. მანვე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ შეიტყო ცვლილებებზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა.
მსგავსი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასებებიც. ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება პარლამენტში მიღებული ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ისტორიაში "სანიმუშოდ" ჩაიწერება. მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ უწყება საკუთარ საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებდა.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად" ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მხარდაჭერა გამოუცხადა.
კანონპროქტი კომიტეტებს განსახილველად მას შემდეგ გადაეცათ, რაც გუშინ, 27 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას დაუჭირეს მხარი.
28 დეკემბერს ბიუროს სხდომა, სადაც კანონპროექტის ალტერნატიული წინადადება უნდა განხილულიყო, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიუროს სხდომის ჩავარდნა შეგნებული ნაბიჯი იყო და ეს მათი მხრიდან ოპოზიციის მიმართ გადადგმული პოლიტიკური სვლაა.
ალტერნატიული კანონპროექტის წინადადება 27 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დააყენა და აღნიშნა, რომ თუკი მათი წინადადების განსახილველად ბიუროს სხდომა არ ჩატარდებოდა, ეს რეგლამენტით გარანტირებული უფლებამოსილების წართმევად იქნებოდა აღქმული.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ გაიწვიოს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.
უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".
ამავე თემაზე:
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება 9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
კომენტარები