სწორად მიმაჩნია, მორატორიუმი გამოვაცხადოთ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო საქმეებზე — მარგველაშვილი
საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. მისი თქმით, გულისხმობს საქმეებს, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა.
"მინდა აღვნიშნო, რომ მიმაჩნია სწორი, რომ ასეთ პროცესში, ვართ რა გადაფასების, ვართ რა იმის გააზრების პროცესში, რომ რაღაცა ყველა პერიოდში მიდიოდა არასწორად და საჭირო იყო იმის გასწორება, აი, ამ კონტექსტში, ჩვენ გადავწყვიტოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ პოლიტიკურად მოტივირებულ, ჩვენი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო საქმეებზე. ეს საქმეები არის სააკაშვილი, ეს საქმეები არის ხაზარაძის საქმე, ეს საქმე არის მელია, ეს საქმე არის გვარამია. ანუ, ის საქმეები, რაც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ ... მიიჩნევა, [საზოგადოების] დიდი რაოდენობის მიერ მოტივირებულად", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მორატორიუმის გამოცხადება არ ნიშნავს ვინმეს დამნაშავედ ან უდანაშაულოდ გამოცხადებას. მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს აუცილებელია "გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში".
"ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები ან უდანაშაულოები, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში, ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ. შესაბამისად, საუბარი აი ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა.
ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, უბრალოდ წინაპირობად, ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ყველა ვინც მივუსხდებით ამ მრგვალ მაგიდას და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის ჩვენი უმთავრესი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ამ ნაწილში ჩვენ ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი 20 დეკემბერს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სწორედ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიმართა მან შესაბამის უწყებებს და სააკაშვილთან შეხვედრა მოითხოვა.
სამი პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატორი სწორედ მარგველაშვილია, თუმცა თავდაპირველად ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა. 10 დეკემბერს, მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. აშშ-ში მყოფ პრეზიდენტს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოეხმაურა და ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეა შეახსენა.
ამის შემდეგ, 16 დეკემებერს სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე სპეციალურ საახალწლო მიღებაზე, როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია და ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა პოლარიზაციის გადაჭრის გზად სწორედ ერთიანი ძალისხმევა დაასახელა. მისი განცხადებით, შერიგება ვერ იქნება წინაპირობა, რადგან ის არის შედეგი. მისივე თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს მოსმენით, აზრების გაცვლით, გაგრძელდეს სიმართლის გაგებითა და შემდეგ შეიძლება, საბოლოო მიზანს მიაღწიო.
საახალწლო მიღების შემდეგ პრეზიდენტი ეროვნულ თანხმობაზე სასაუბროდ ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს პოლიტიკოსებთან, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და სახელმწიფო ინსპექტორთან. სწორედ ამ ფორმატში შეხვდა ზურაბიშვილი მარგველაშვილს 20 დეკემბერს.
გაიგე მეტი:
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები