შრომის ინსპექციაა მოსული და დალუქვას გვიპირებენ — კლუბ MTKVARZE-ს დამფუძნებელი
კლუბ MTKVARZE-ს დამფუძნებელის, ქეთა გაბუნიას თქმით, კლუბში შრომის ინსპექციაა მისული და მის დალუქვას აპირებს. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე დაწერა.
"კლუბში ცხოვრობს 3 კატა და გვეუბნებიან, რომ ეს კატები ან წავიყვანოთ, ან ჩალუქავენ შიგნით. ეს პირუტყვები, ეს უსისხლო არსებები, ეს არაადამიანები, ეს რა ქვეყანაა და ეს რა ხალხია. საერთოდ რის საფუძველზე გვლუქავენ, მაგასაც ვერ ხსნიან", — წერს ის.
ცოტა ხნის წინ ბასიანის დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმაც განაცხადა, რომ ბასიანს და სავარაუდოდ, თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს ლუქავენ. On.ge აღნიშნულზე შრომის ინსპექციას დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ღიბრაძე ამას საქართველოში კორონავირუსის ომიკრონის შტამის დაფიქსირებით ხსნის.
მისივე თქმით, შრომის ინსპექციამ ის ღონისძიებები განახორციელა, რაც კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული და არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინსპექციას რეაგირებები არ მოუხდენია.
17 დეკემბერს, ღამის კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
საპასუხოდ, კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გახნის შესახებ მთავრობამ იცოდა და ღონისძიებებს ჩაატარებდნენ. პარასკევს კლუბები მართლაც გაიხსნა და შრომის ინსპექციის შესვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეორე დღეს, 18 დეკემბერს თბილისის ღამის კლუბებმა განაცხადეს, რომ შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ერთი კვირით გადადებაზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ეს ბოლო კომპრომისია.
19 დეკემბერს, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კი შრომის ინსპექცია წერდა, რომ გადაწყვეტილებას "კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" საკოორდინაციო საბჭო ერთობლივი განხილვების შემდეგ მიიღებს. მათივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.
მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრული ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან.
-
გადახედვააზერბაიჯანში "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
-
გადახედვასახალხო დამცველი: ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ორმა პირმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე განაცხადა სახალხო დამცველი: ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ორმა პირმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე განაცხადა
-
გადახედვაადვოკატის თქმით, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია პოლიციამ შეცდომით დააკავა ადვოკატის თქმით, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია პოლიციამ შეცდომით დააკავა
-
გადახედვაSJC-ის შეფასებით, პოლიციამ თემქაზე აქციის მონაწილეების დაკავებისას არაპროპორციულად ძალა გამოიყენა SJC-ის შეფასებით, პოლიციამ თემქაზე აქციის მონაწილეების დაკავებისას არაპროპორციულად ძალა გამოიყენა
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდეგ, უტა ივანიშვილმა იაპონიიდან ახალი კომპანია, "ატუ ჰოლდინგი" დაარეგისტრირა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდეგ, უტა ივანიშვილმა იაპონიიდან ახალი კომპანია, "ატუ ჰოლდინგი" დაარეგისტრირა
-
გადახედვააზერბაიჯანმა USAID-თან 25-წლიანი თანამშრომლობა შეაჩერა აზერბაიჯანმა USAID-თან 25-წლიანი თანამშრომლობა შეაჩერა
-
გადახედვაანდრო ჭიჭინაძე: იმ ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა რომ ვერ ხედავს ანდრო ჭიჭინაძე: იმ ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა რომ ვერ ხედავს
-
გადახედვათამთა მიქელაძე წერს, რომ თემქაზე დაკავებულ აქტივისტებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა თამთა მიქელაძე წერს, რომ თემქაზე დაკავებულ აქტივისტებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა
-
გადახედვამერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა
-
გადახედვაზურაბიშვილმა Fox News-სთან ტრამპთან და რუბიოსთან შეხვედრების დეტალებზე ისაუბრა ზურაბიშვილმა Fox News-სთან ტრამპთან და რუბიოსთან შეხვედრების დეტალებზე ისაუბრა
-
გადახედვარუსთაველის მეტროსთან ორი მოქალაქის დაკავება პოლიციამ დაადასტურა რუსთაველის მეტროსთან ორი მოქალაქის დაკავება პოლიციამ დაადასტურა
-
გადახედვაჩერგოლეიშვილი: ვიცით კონკრეტული ხალხი [აშშ-ში], ვინც დაიქირავეს და ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ბიძინა ივანიშვილს ყოფა შეუმსუბუქონ ჩერგოლეიშვილი: ვიცით კონკრეტული ხალხი [აშშ-ში], ვინც დაიქირავეს და ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ბიძინა ივანიშვილს ყოფა შეუმსუბუქონ
-
გადახედვაჯო უილსონი: ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი მოსკოვში ასადის მეზობლები იქნებიან ჯო უილსონი: ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი მოსკოვში ასადის მეზობლები იქნებიან
-
გადახედვარიკარდ იოზვიაკი: სრული სოლიდარობა ჩემს კოლეგა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს რიკარდ იოზვიაკი: სრული სოლიდარობა ჩემს კოლეგა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე "დაუმორჩილებლობის მარში" გაიმართა რუსთაველის გამზირზე "დაუმორჩილებლობის მარში" გაიმართა
-
გადახედვარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რევაზ კაკულიამ, თანამდებობა დატოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რევაზ კაკულიამ, თანამდებობა დატოვა
-
გადახედვააქტივისტი ციალა ქათამიძე ბათუმში არაძალადობრივი წინააღმდეგობის ორგანიზაციას აფუძნებს აქტივისტი ციალა ქათამიძე ბათუმში არაძალადობრივი წინააღმდეგობის ორგანიზაციას აფუძნებს
-
გადახედვასასამართლომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა სასამართლომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა
-
გადახედვა9 მაისის აღლუმს მოსკოვში ჩრდილოეთკორეელი სამხედროებიც შეუერთდებიან 9 მაისის აღლუმს მოსკოვში ჩრდილოეთკორეელი სამხედროებიც შეუერთდებიან
-
გადახედვაბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
-
გადახედვა“დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!” – ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება “დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!” – ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება
კომენტარები