საქართველოში დამზადებული 20 საჩუქარი, რომლითაც ნებისმიერს გაახარებ
ფოტო: ქუქინი / Handmade With Love By Sali
წინასაახალწლოდ საჩუქრები ერთდროულად დიდ სიხარულს და თან თავის ტკივილს უკავშირდება ხოლმე: საჩუქრის მიღება და გაცემა სასიამოვნოა, მაგრამ მისი შერჩევის პროცესი სულ პირიქით.
ჩვენი მკითხველებისთვის ყოველწლიურად ვადგენდით საქართველოში დამზადებული საჩუქრების სიას და ტრადიციას არც ამჯერად ვარღვევთ, რათა გამოუვალი სიტუაციიდან მარტივად დაგიხსნათ, საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ, უცნობი თუ ახლობელი ადამიანები ისე გაახაროთ, როგორც ეს სადღესასწაულო განწყობას შეეფერება და ამავდროულად ადგილობრივ წარმოებას დაუჭიროთ მხარი.
აი, წლევანდელი სიაც, რომელშიც აუცილებლად იპოვით ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის შესაფერის საჩუქარს:
1. თბილი და ფერადი ჰუდი Tsremli • ცრემლისგან
ფოტო: Tsremli • ცრემლი
ინსტაგრამზე ტანსაცმლის ბევრ ონლაინმაღაზიას შეიძლება გადააწყდე, მაგრამ ცოტა თუ იქნება ისეთი დახვეწილი და გემოვნებიანი, როგორიც ცრემლია. ამ ბრენდის მრავალფეროვან კოლექციაში სხვადასხვა დიზაინის ღუნღულა ჰუდებთან ერთად მოდურ ქუდებსაც იპოვით.
ფოტოზე მოცემული ვარდისფერი ჰუდი 90 ლარი ღირს, იისფერი კი — 100.
2. შოკოლადის პლანეტები Spacebox-ისგან
ფოტო: Spacebox
ამ განსაკუთრებული შეფუთვით სასურველ ადრესატს არა მხოლოდ დაუვიწყარ გემოებს, არამედ მთელ გალაქტიკას აჩუქებთ. დიახ, ვინც ამ ხელნაკეთ შოკოლადებს ამზადებს, ნამდვილი ჯადოქარია და თვალსაც ისევე აოცებს, როგორც გემოს რეცეპტორებს.
Make "ბამბანერკა" Great Again!
ეს კოსმოსური ყუთი 44 ლარი ღირს, თბილისის მასშტაბით მიწოდება კი უფასოა.
3. დახვეწილი სამკაულები Sakhelosno • სახელოსნოსგან
ფოტო: Sakhelosno • სახელოსნო
თუ საყურეებს, ბეჭდებსა და ყელსაბამებს შორის უკვე დიდ სხვაობას ვეღარ პოულობთ და ყველა მეტისმეტად ჩვეულებრივი გეჩვენებათ, სამკაულების არჩევანი ამით სულაც არ ამოიწურება და ისევ შეგიძლიათ ყველასგან გამორჩეული ხელნაკეთი აქსესუარების პოვნა, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილს დაამშვენებს.
ფოტოებზე მოცემული მოდელების ფასი 30 ლარია.
4. ქეთი ნიჟარაძის მზიანი მხარე გამომცემლობა მელანისგან
ფოტო: გამომცემლობა მელანი
წიგნი საუკეთესო საჩუქარიაო, ბანალურად ამბობენ ხოლმე, მაგრამ რა უნდა ქნა, ხანდახან მართლა ასეა. ამ წიგნის ჩუქებით კი ერთდროულად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებთ: უფრო მეტ მკითხველს მისცემთ საშუალებას, აღმოაჩინოს და გაიცნოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ავტორი ქალი, რომელიც უსამართლოდ დაივიწყეს; ამავდროულად კი მხარს დაუჭერთ ჯერ სულ ახალ გამომცემლობას, რომელმაც უკვე შემოგვთავაზა არაერთი საინტერესო სიახლე და მომავალში კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს.
წიგნის ფასი 17 ლარია.
5. ზურგჩანთა ქართული თემატიკით Mandili • მანდილისგან
ფოტო: Mandili
ვისაც 1001 წვრილმანის თავმოსაყრელად გამძლე ზურგჩანთა სჭირდება, ჰერმიონის ჩანთაზე არანაკლები იქნება ეს ვარიანტი. თანაც ამ განსაკუთრებული დიზაინით ყველას გაახარებთ, ვისაც ქართული ანბანი ან ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის ისტორიული არქიტექტურა ეამაყება და უნდა, სულ თან ატაროს.
ორივე ზურგჩანთის ფასი 80 ლარია.
6. Kona-ს მოხატული სარკეები
ფოტო: კონა . Kona
ხომ გახსოვთ, ელისი სარკისმიღმეთში რომ აღმოჩნდა მოულოდნელად? უთუოდ ასეთი სარკე იქნებოდა! თავგადასავლების მოყვარულ ადამიანს კი ერთი ასეთი თავის სახლშიც უნდა ეკიდოს, რა იცი, რა ხდება.
კონა საახალწლოდ თემატურად ხატავს სარკეებს, თუმცა თქვენთვის სასურველი დიზაინითაც გაგიმზადებთ სხვადასხვა ზომის სარკეს, რომელში ჩახედვაც ერთიორად უფრო სასიამოვნო გახდება.
ფოტოებზე მოცემული სარკეები 35 ლარი ღირს.
7. კომფორტული და მაღალი ხარისხის საცვლები
ფოტო: EZZY • იზზი
EZZY • იზზი ლამაზ და ფერად პიჟამებსა თუ ჯემპრებსაც კერავს, მაგრამ ამჯერად ჩვენი ყურადღება საცვლებმა მიიქცია, რომლებიც მთლიანად ბამბისგანაა დამზადებული და ისეთი დახვეწილია, შარვლის ჩაცმას არ მოგანდომებს!
საახალწლო ფასდაკლებით ერთ ცალს 24 ლარად იყიდით.
8. საწვიმარი გრინჩებისთვის
ფოტო: ჟუჟუნა წვიმა • jujuna tsvima
შეიძლება, ვიღაცები ახალ წელთან დაკავშირებულ საერთო ჟრიამულს წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ დაგვერწმუნოთ, ეს წარმატებულად გამოსდით თუ არა, წვიმასთან მაინც ვერაფერს გახდებიან. ამიტომ სწორედ მათთვის ზედგამოჭრილი საჩუქარი იქნება ეს საწვიმარი ჟუჟუნა წვიმა • jujuna tsvima-სგან და ვინ იცის, იქნებ ცოტა გულიც კი გაულღვეთ.
საწვიმრის შეძენა 25 ლარად შეგიძლიათ.
9. მადისაღმძვრელი სანთლები
ფოტო: Glow-გლოუ
ბოლო პერიოდში სურნელოვანი სანთლები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა და მრავალგვარი ვარიაციით გადააწყდებით მათ, თუმცა ისეთს ძნელად იშოვით, რომლის ჩაკბეჩაც მოგინდებათ... Glow-გლოუს სანთლების ცდუნებას კი ტკბილეულის მოყვარული კი არა, საერთოდ ვერავინ გაუძლებს.
Cupcake-ის ფორმის ერთი სანთელი 18 ლარი ღირს, ორს ერთად კი 30 ლარად შეიძენთ.
10. ხელნაკეთი ნაძვის ხე
ფოტო: მენდე/Mende
ნამდვილი საახალწლო საჩუქარი თუ გინდა, ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს! მენდე/Mende ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის ხის ავეჯზე მუშაობს: თქვენს ნებისმიერ სურვილს რუდუნებით განახორციელებენ, სადღესასწაულოდ კი ასეთ განსაკუთრებულ ხელნაკეთ ნაძვის ხეებს გვთავაზობენ.
ერთი დეკორატიული ნაძვის ხე საკურიერო მომსახურებასთან ერთად 65 ლარი დაგიჯდებათ.
11. უნიკალური დიზაინის თავსაბურავები
ფოტო: Livlivi
ლივლივი Livlivi ერთი მხრივ საავტორო დიზაინის განსაკუთრებულ თავსაბურავებს ქმნის, ამავდროულად კი აქვს ისეთი მოდელებიც, რომლებშიც ძველი ქართული ფრესკების ორნამენტებია გამოყენებული, რაც კიდევ უფრო გამორჩეულ ხიბლს სძენს ამ ხელოვნური აბრეშუმით დამზადებულ პროდუქციას.
თავსაბურავების ფასები ზომების მიხედვით:
60 სმ x 60 სმ — 50 ₾;
80 სმ x 80სმ — 75 ₾
12. მინიატურული სამშენებლო მასალა საკუთარი სახლ-კარის მოსაწყობად
ფოტო: მინი აგური
მინი აგური ინოვაციური ქართული წამოწყებაა, რომელმაც თამაშისა და შემეცნების პროცესი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა: მინიატურული აგურებით, ბლოკებითა თუ ცემენტის ნაკრებით შეგიძლიათ თავად ააწყოთ სახლის ზუსტი ანალოგი და გაიგოთ, სოფლის თუ არა, სახლის შენებას მაინც რა უნდა.
ოღონდ არ გეგონოთ, რომ ამით მხოლოდ ბავშვები შეიძლება გაერთონ, პირიქით, უფროსებისთვისაც ძალიან საინტერესო თავშესაქცევია (ადასტურებს სტატიის ზრდასრული ავტორი, რომელიც უკვე შეკვეთაზე ფიქრობს).
ერთი მინიატურული სახლისთვის საჭირო მასალა სულ რაღაც 49 ლარი დაგიჯდებათ.
13. სადა, დახვეწილი და გემოვნებიანი ნაჭრის ჩანთები
ფოტო: Paterson • პატერსონი
Paterson • პატერსონი მეგობრების მიერ განხორციელებული სულ ცინცხალი იდეაა, რომელიც ნაჭრის ჩანთების ზღვა არჩევანში ისევე გამოირჩევა, როგორც ამავე სახელწოდების მქონე ჯიმ ჯარმუშის ფილმი თავისი სისადავით, მინიმალიზმითა და პოეტურობით.
მოხარშული ტილოს ეს პასტელისფერებიანი ჩანთები ყველა გემოვნების ადამიანის მხარს დაამშვენებს ოთხივე სეზონზე.
ერთი ჩანთა 25 ლარი ღირს.
14. ცოცხალი მცენარეები კოხტა ქოთნებით
ფოტო: პატარა მებაღე • Little Gardener
ეს საჩუქარი არა მხოლოდ იმას გაახარებს, ვისაც სახლის მცენარეების მოვლა ისედაც უყვარს, არამედ იმათაც, ვინც ბოლო პერიოდის საერთო მდგომარეობით დასტრესილია: ცნობილი ამბავია, რომ ცოცხალი მცენარეები როგორც საშინაო, ისე სამუშაო ატმოსფეროში სტრესს ამცირებენ და გარემოსაც უფრო მეტად აცოცხლებენ.
პატარა მებაღე • Little Gardener შესაფერის მცენარესაც აგარჩევინებთ და კოხტა ქოთანშიც ჩაგირგავთ.
ფოტოებზე მოცემული ქოთნიანი მცენარეების ღირებულება 25 ლარია.
15. ჯანსაღი და გემრიელი არაქისის კარაქი
ფოტო: Snacky
შეიძლება, ვინმემ იფიქროს, არაქისის კარაქი რა საჩუქარიაო, მაგრამ ნურას უკაცრავად: მართლა ძალიან ბევრს უყვარს, მაგრამ ძნელად იპოვით ისეთ გემრიელ, ფაფუკ და კონსერვანტების გარეშე დამზადებულ არაქისის კარაქს, როგორიც Snacky-ის აქვს; ასევე განსაკუთრებულად გაახარებთ ვეგეტარიანელ და ვეგან ახლობლებს, რომელთა კვების რაციონშიც ვიტამინებით მდიდარ ამ წასახემსებელს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
სხვა თუ არაფერი, სერიალის Lost (დაკარგულები) მოყვარული მაინც გეყოლებათ ვინმე, ვისაც ყოველთვის უნდოდა არაქისის კარაქი გაესინჯა და აქამდე ვერ მოახერხა.
თითქმის ულევი, 1 კილოგრამიანი არაქისის ქილა 48 ლარი ღირს.
16. ზღაპრული კერამიკული ფიგურები
ფოტო: Handmade With Love By Sali
სალი პაჭკორია კერამიკის საშუალებით გასაოცარ სამკაულებს, მინიატურულ ქანდაკებებსა თუ ნაძვის ხის სათამაშოებს ამზადებს, რომლებიც შესაფერის განწყობას შეუქმნის იმათაც კი, ვისაც საახალწლო ჟრიამული დიდად არ ეხალისება.
ფოტოებზე მოცემული მინიატურული ფიგურები წვრილმან დეტალებამდე ისეთი სრულყოფილია, ვის სახლშიც დაიდებს ბინას, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იქაური გარემო მაშინვე სადღესასწაულოდ გამოცოცხლდება.
ერთი ფიგურის ფასი 80 ლარია.
17. ღუნღულა პანამები თბილად გამოსაზამთრებლად
ფოტო: jellyfish_store_
ვინც ასეთ პანამას მოირგებს, ის მიხვდება ზუსტად, თუ რას ნიშნავს, როცა თავი ქუდში გაქვს. მრავალფეროვან არჩევანში განსაკუთრებით დახვეწილი, გამორჩეული და გემოვნებიანი ქუდის ამორჩევა ძნელი არავისთვის იქნება.
jellyfish_store ასევე ისეთ სამკაულებსაც ამზადებს, მაშინვე რომ შეიძლება დაადგათ თვალი, ამიტომ ეწვიეთ მათ გვერდს და უკეთ დაათვალიერეთ ყველაფერი.
ღუნღულა პანამა 55 ლარი ღირს, საცეცებიანი კი 49.
18. სპა პირსახოცი ჰოლივუდური ფილმების ფანტაზიის ხორცშესასხმელად
ფოტო: ბუმბული.Bumbuli
თუ ამ სტატიის ავტორივით პირველი თქვენც ის კითხვა დაგებადათ, მოდელი თუ მოჰყვებაო, აქედანვე გეტყვით, რომ სამწუხაროდ, არა. თუმცა, წარმოიდგინეთ, რომ სანაცვლოდ ეს მოსახერხებელი პირსახოცი ყველას ტანს დააკვდება: აქვთ როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვისაც.
ბუმბული კომპლექტის აწყობაშიც დაგეხმარებათ, რათა საჭიროების შემთხვევაში თმის შესამშრალებელი ქუდიც შეიძინოთ.
ბამბისგან დამზადებული სპა პირსახოცების ფასი 60 ლარიდან იწყება.
19. უგემრიელესი სადღესასწაულო თაფლაკვერები
ფოტო: CookīNī • ქუქინი
ნაძვის ხის სათამაშოები არ გეგონოთ, სინამდვილეში, უგემრიელესი ნუგბარია. ახალმა წელმა კი არავისთან უნდა ჩაიაროს პირის ჩასაკოკლოზინებელი ტკბილეულის გარეშე.
CookīNī • ქუქინი-ში ამბობენ, ყველაფერი თითქმის სულ დაიტაცეს და თუ გინდათ, რომ თქვენმა საყვარელმა ადამიანმაც შეძლოს ამ თაფლაკვერების გასინჯვა, რაც შეიძლება მალე შეუკვეთეთ!
საცალო ფასი 5 ლარია, თუმცა კომპლექტთან ერთად ღირებულებაც იცვლება.
20. და ბოლოს: ჩაურთეთ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტი თქვენთვის საყვარელი ადამიანის სახელით
ფოტო: Charte • ჩართე
ეს, ალბათ, ყველაზე განსაკუთრებული საჩუქარია ამ სიაში: ჩართე საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც ცდილობს, საქართველოში რაც შეიძლება ცოტა მოსწავლეს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა. თქვენ კი შეგიძლიათ, ერთდროულად რამდენიმე ადამიანს გაუკეთოთ საახალწლო საჩუქარი: თუნდაც ერთჯერადად გადარიცხოთ თანხა და სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ერთი თვით მაინც დაუფაროთ ინტერნეტის გადასახადი, ამავდროულად კი ეს მეგობრის სახელზე გააკეთოთ და მას სპეციალური წერილის საშუალებით გააგებინოთ, რომ თქვენ მისი სანტა ხართ, თვითონ კი ერთი მოსწავლის გახარებაში მიიღო მონაწილეობა.
უფრო მეტი გაიგეთ ამ სტატიაში.
ქართული კომპანიები, მეწარმეები და სტარტაპერები ერთ სივრცეში შეიძლება აღმოაჩინოთ ფეისბუქჯგუფ info.ge•გაიცანი ქართულის საშუალებით, სადაც ქართული წარმოების პროდუქციასა და მომსახურებაზე უკვე ერთ წელზე მეტია, უფასოდ ვრცელდება ინფორმაცია.
ნახეთ გასული წლების სიები:
კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით ამ სიას? შეიძლება თქვენ თვითონ ქმნით მსგავსად საინტერესო პროდუქტებს და ამის შესახებ კომენტარებში გაგვიზიარეთ. თუ საჩუქრის შერჩევაშიც დაგეხმარეთ, მოგვიანებით ესეც გაგვიმხილეთ.
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"პლატფორმა 2025": არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე "ქართული ოცნება" "პლატფორმა 2025": არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე "ქართული ოცნება"
გადახედვა
-
შსს: რკინიგზიდან 300 მ-მდე სპილენძის სადენების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს შსს: რკინიგზიდან 300 მ-მდე სპილენძის სადენების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე
გადახედვა
-
POG: ₾21.5 მლნ-ის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო POG: ₾21.5 მლნ-ის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
საია: პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს საია: პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს
გადახედვა
-
რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა
-
ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
კომენტარები