საქართველოში დამზადებული 21 საჩუქარი, რომელიც საუკეთესო სანტად გაქცევს
ფოტო: ფუნდუკი / შენი ჭიქა
როგორც იქნა, 2020 წელი დასასრულს მიუახლოვდა და მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვირფასი ადამიანების დასაჩუქრება. ამ საჩუქარმა უნდა დაიტიოს პანდემიის გამო არშემდგარი ლანჩები, გამოტოვებული ჩახუტებები და ჩაშლილი წვეულებები.
ჩვენ ყოველწლიურად ვადგენთ ხოლმე საქართველოში დამზადებული საჩუქრების სიას და წელსაც უამრავი ქართული კომპანიის Facebook გვერდი გადავქექეთ, რათა თქვენთვის საჩუქრების შერჩევის პროცესი გაგვეადვილებინა.
1. ვერცხლის სამკაულები Baaka • ბააკა-სგან
სტარტაპი, რომელიც სოფო ბააკაშვილმა 2 წლის წინ წამოიწყო, დღეს უკვე ცნობილი ბრენდია. ბააკას ბეჭდებსა თუ საყურეებს მარტივად ამოიცნობთ ორიგინალური დიზაინითა და ნატიფი ფორმებით. სამკაულების დამზადებისას მხოლოდ ბუნებრივი ქვები და ვერცხლია გამოყენებული.
ფოტოზე მოცემული საყურე 75 ლარი ღირს, ბეჭედი — 50 ლარი.
2. სტელას სანათი, რომლის დიზაინსაც თავად ირჩევთ
არაფერი სჯობს ისეთ საჩუქარს, რომელიც დამსაჩუქრებლის მონდომებასა და ძალისხმევას აჩვენებს. სტელას სანათის დიზაინერი თქვენ ხართ და თქვენვე ირჩევთ, რა გინდათ, რომ იყოს გამოსახული: რომელიმე ილუსტრაცია თუ ანიმაციური ფილმის გმირი, ან იქნებ — ფოტო, რომლის მნიშვნელობაც მხოლოდ თქვენ და საჩუქრის ადრესატმა იცით.
სანათის ფასი 60 ლარია და მის დამზადებას ერთი კვირა სჭირდება. თანხაში შედის კურიერის მომსახურებაც თბილისის მაშტაბით.
3. თბილისის რუკა Geoposter • ჯეოპოსტერისგან
ალბათ, თქვენს ერთ მეგობარს მაინც უკიდია სახლში ბერლინის ან პარიზის რუკა. თბილისმა რა დააშავა? ალბათ, არც არაფერი, გარდა იმისა, რომ აქამდე ლამაზ ფორმატში თბილისის რუკა არასდროს გვინახავს.
პოსტერი შექმნილია პროექტის "თბილისი-ილუსტრირებული რუკების" ფარგლებში
✔️ ზომა: 100*70
✔️ მასალა: ქაფმუყაო
ფასი: 50 ლარიდან
4. ატარე ანბანი: სამკაულები ქართული ასოებით
Atare Anbani დების, ნესტან და თამარ ამირეჯიბების ბრენდია. მათ სამკაულებისთვის სრულიად ახალი ფონტი შექმნეს, შემდეგ კი ქართული ასოები ვერცხლის და ოქროს ფიგურებად აქციეს.
სასურველი სამკაულის შეძენა ბრენდის საიტზე შეგიძლიათ — atareshop.com.
ონლაინმაღაზიაში შეკვეთის გაფორმების დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ 3 დღეში ან მომდევნო დღეს მიწოდების სერვისით.
ფასი: 48 ლარიდან
5. თექის ღუნღულა ფეხსაცმელი, რომლის ყიდვითაც მხარს დაუჭერთ ხელმარჯვე ირმას კახეთიდან
My Sisters სოციალური საწარმოა, რომელიც რეგიონში მცხოვრები ყოჩაღი გოგონებისა და ქალების ნამუშევებს ფართო აუდიტორიას აცნობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სახლში კიდევ ბევრი დროის გატარება მოგვიწევს, ეს საჩუქარი ნებისმიერ ადამიანს გაახარებს.
ფასი: 30 ლარი
6. Adamiani-ს კომფორტული წყალგამძლე ზურგჩანთა სხვადასხვა ფერში
ამ ჩანთას ყველაფერი აქვს, რაც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს:
✔️ რბილი შიგთავსი ლეპტოპის ჩასადებად
✔️ ორი შიდა განყოფილება
✔️ გარე ტევადი ჯიბე ელვა-შესაკრავით
✔️ მარტივი, მაგრამ დასამახსოვრებელი დიზაინი.
შეძენის შემდეგ კურიერი ჩანთას ადგილზე მოგიტანთ.
ფასი: 85 ლარი
7. ძალიან ლამაზი ქართული გულსაბნევები Pinadze-სგან
რა უნდა იყოს 2020 წლის უკეთესი სიმბოლო, თუ არა დდშვც ცუგა ფიროსმანის ნახატიდან? პინაძე აქსესუარების ბრენდია, რომელიც პინებს ანუ გულსაბნევებს აკეთებს. დამფუძნებლისა და არტ დირექტორის, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის სიტყვებით, "ძალიან დიდი ხნის მანძილზე საქართველო ყველაზე უშნო სუვენირების ქვეყანა იყო", პინაძე კი სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორებას ემსახურება. დაწყებული ღვინის ჭიქითა და დასრულებული თბილისის ანძით, პინაძესთან ყველა გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება შესაბამისი პინი.
სურათებზე გამოსახული გულსაბნევები 15-15 ლარი ღირს.
8. Estia-ს ხელნაკეთი საახალწლო ჭურჭელი, რომელიც ოთახს სითბოთი აავსებს
Estia ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოა, რომელიც 2014 წელს სამმა მეგობარმა დააარსა. "დელიკატური" ალბათ ის სიტყვაა, რომელიც ესტიას თითოეულ ნამუშევარს უხდება. ზოგ შემთხვევაში დიზაინი მინიმალური და აბსტრაქტულია, ზოგ შემთხვევაში კი — ფერადი, ქართული მოტივებით გაჯერებული. ბროწეულებსა და ნემსიყლაპიებსაც უხვად წააწყდებით — ეს ესტიას მთავარი მოტივებია.
ნივთების შეძენა საიტიდან შეგიძლიათ.
9. ხავერდის პირბადეები მათთვის, ვინც აღიარა, რომ პირბადეც აქსესუარია და მისი დიზაინიც მნიშვნელოვანია
ID VISION სტუდიო კედლის ქაღალდის, ინტერიერის ნივთებისა და აქსესუარებისათვის ქმნის პატერნებს. თითოეული პატერნი ხელით იხატება, შემდეგ კი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით გადადის ქაღალდზე ან ქსოვილზე. შეგიძლიათ ჩანთის, თმის სამაგრისა და პირბადისთვის ერთნაირი პრინტი აირჩიოთ და აქსესუარები ერთმანეთს შეუხამოთ.
ფასი: 20 ლარი. შეძენა შეგიძლიათ ShopShop-ზე
10. ზიზილას ტილოს ჩანთები ეკომეგობრული ცხოვრებისათვის
ზიზილას სადა ჩანთებიც აქვს და ფერადიც — თუმცა ყველა მათგანი საგანგებოდ არის შერჩეული იმისთვის, რომ პატრონის განუყრელ აქსესუარად იქცეს.
ჩანთების ფასი 20-25 ლარია. მიტანა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე — რეგიონებში.
11. განუმეორებელი ხელნაკეთი ქოთნები შენი ჭიქასგან
მართალია, თათა პაჭკორიას ბრენდი "შენი ჭიქა" ჭიქებზე კონცენტრირდება, მაგრამ ჩვენი ყურადღება უსაყვარლესმა ქოთნებმა მიიპყრო. ეს ქოთანი არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება იმ მეგობრისთვის, რომელმაც კარანტინის დროს სახლში მცენარეებით ნამდვილი სამოთხე მოიწყო, ასევე იმ მეგობრისთვის, რომელსაც დამატებითი ბიძგი სჭირდება ცხოვრებაში სიმწვანის შემოსატანად. მოკლედ, რაც კარგია — კარგია.
ფასი: 25 ლარი
12. ხინკლის, აჭარული ხაჭაპურისა თუ ჩურჩხელების რეცეპტით გაფორმებული წინსაფრები Ambavi-საგან
ამ წინასაფრების დამსახურებით, ცომიანი ხელით რეცეპტის საძებნელად მობილურის სქროლვა აღარ მოგიწევთ. შეგიძლიათ ინსტრუქციები პირდაპირ წინსაფრიდან ამოიკითხოთ, ან — სხვა ადამიანს მისცეთ საშუალება, სამზარეულოში იფუსფუსოს და დროდადრო თქვენს წინსაფარს დააკვირდეს ხოლმე.
ბამბის წინსაფრების შეძენა Gallery 27-ის ონლაინ მაღაზიიდან 35 ლარად შეგიძლიათ.
13. ქართული სამაგიდო თამაში საცნობელი, რომელიც არა მარტო ქართულ მხატვრობას, საკუთარ მეგობრებსაც უკეთ გაგაცნობთ
საცნობელი ქართული სამაგიდო თამაშია, რომელიც მოთამაშეების წარმოსახვის გასაცოცხლებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრებს იყენებს. თამაშისთვის საჭიროა მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 7 მოთამაშე. მოჰყვება ბანქოს ორი დასტა, თითოეული 98 ნახატით, თამაში 40 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება. იგებს ის, ვინც ხვდება, რა ასოციაციები უჩნდებათ სხვა მოთამაშეებს ამა თუ იმ ნახატზე და ამ ცოდნას თავის სასიკეთოდ იყენებს.
საცნობელის თამაში ახლო მეგობრებთან ერთად ძალიან სასიამოვნოა, რადგან სწორედ ამ დროს ხვდებით, როგორ გაკავშირებთ ერთმანეთთან საერთო ინტერესები თუ მოგონებები.
თამაშის შეძენა 70 ლარად შეგიძლიათ.
14. მინიმალისტური თარო ფუნდუკისგან
ქართული კონცეპტუალური მაღაზია Funduki თანამედროვე დიზაინის ეკომეგობრულ ნივთებს ქმნის. ეს ერთი შეხედვით მარტივი თარო სხვადასხვა ტიპის ინტერიერს მოუხდება და ფერად აქცენტებს შეიტანს დიზაინში.
ფასი თაროს ზომაზეა დამოკიდებული და 70-80 ლარის ფარგლებში მერყეობს.
15. სოლომონის ბეჭედი "მფრინავი მღებავისგან"
რთულია წარმოიდგინო ფრაზა, რომელიც სამყაროს მუშაობის პრინციპს უკეთ აღწერს, ვიდრე "ესეც გაივლის" — This too shall pass. ამ სიბრძნის გახსენება ყველაზე მეტად სწორედ რთულ დროს გვჭირდება, ასე რომ, ამ ბეჭდის ჩუქებით არა მხოლოდ სამკაულს გადასცემთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს, არამედ იმედსაც.
16. მაშოლენდის საახალწლო სათამაშოების ნაკრები
ქართველი ილუსტრატორის, მაშო მარგიშვილის მიერ შექმნილი პარალელური განზომილება უამრავი სიანტერესო არსებითაა დასახლებული: აქ ნახავთ ქვაჭამია ირმებს, ქუდიან ცხვირჩიტებს, დრაკონხილებს, ველურ აჩუებსა და ნათურა ციცინათელებს. ამ სამყაროს გადმოტანა უკვე ნაძვის ხეზეც შესაძლებელია.
მასალა: ხე, აკრილის საღებავები, კანაფის ძაფი, პრიალა ლაქი.
ხუთგმირიანი კომპლექტის შეძენა 45 ლარად შეგიძლიათ, ერთი კონკრეტული გმირის ფიგურა კი 12 ლარი ღირს.
17. ლეპტოპის ჩასადები მთავარი ოსტატისათვის თქვენს ცხოვრებაში
არტ-ორგანიზაცია პროპაგანდა ჩანთებს, ხელსაწყოებსა და ნეონის ფიგურებს ქმნის. ის 2013 წელსპირველი თანამედროვე ხელოვნების არქივის შესაქმნელად დაარსდა და დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე ზრუნავს.
პროპაგანდას ანგარიშზე 50-მდე შემოქმედებითი, კვლევითი თუ საგანმანათლებლო პროექტია. მათი ექსპერიმენტული მაღაზია კი მუზეუმის მაღზიისა და შემოქმედებითი სახელოსნოს ერთგვარი ნაზავია.
ნოუთბუქის ჩანთა წარწერით ოსტატი ზედგამოჭრილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავდაუზოგავად მუშაობს.
ფასი: 120 ლარი
18. ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან ყველა ყოჩაღი თუ პოტენციურად ყოჩაღი გოგოსთვის ... და პრინციპში, ბიჭისთვისაც
ცოტა ხნის წინ გამომცემლობა ზოლიანმა კატამ წიგნი ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან გამოსცა, რომელიც საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილ მხარეზე მოგვითხრობს და გვაცნობს ქალებს, რომლებმაც ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, თავიანთი სათქმელი ბევრ ადამიანამდე მიიტანეს.
ისტორიების პატარა მკითხველებისთვის მოკლე და შთამაგონებელ ამბებად გარდაქმნა გენდერის მკვლევარმა მარიამ ჭანჭალეიშვილმა და მწერალმა თამთა მელაშვილმა ითავეს.
ფასი: 18.20 ლარი
19. საპონოლოგიას საპნები, რომლებიც არ უნდა შემოგეჭამოთ
2020 წელს საპონზე იმდენი ვიფიქრეთ, რამდენიც — მანამდე არასდროს. საპნით ხელის ბანის პარალელურად ვიმღერეთ სიმღერები, ჰიმნები, ჩვენი მოგონილი მელოდიები. საპონოლოგიაში კი პანდემიის გარეშეც ყურებამდე არიან შეყვარებულები ნატურალურ და სასიამოვნო საპონზე. საპონოლოგიას ნაკრები თქვენს ადრესატს დაეხმარება, 2020 წლის ცუდი მოგონებები ჩამოირეცხოს.
ნაკრების დაკომპლექტება თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ. ფასი 25 ლარიდან იწყება.
20. გუაპას რაკეტა ფაიფი, რომელიც კიდევ უფრო შორს წაგიყვანს
Guapa Ceramics პინებს, სასანთლეებს, ზარდახშებსა და ქოთნებს ამზადებს, თუმცა კიდევ ერთი უნიკალური ნიშაც აქვს, რომელშიც საქართველოში დიდი არჩევანი არ არის. გუაპას რაკეტა ფაიფი ყველა წვეულებაზე მიიქცევს ყურადღებას, თუ, რა თქმა უნდა, წვეულებები დაგვიბრუნდება.
ფაიფის ფასი 66 ლარია.
21. საახალწლო ნაკრები გოზინაყის თეფშით White Studio-სგან
White Studio ორი მეგობრის – კერამიკოს ნატო ერისთავისა და დიზაინერ ნინო ყამბარაშვილის ერთობლივი იდეაა, რომელიც 2013 წლიდან არსებობს. ის ერთ სივრცეში აერთიანებს შემოქმედებით სახელოსნოს, კერამიკისა და ტექსტილის გალერეას, კერამიკაზე მუშაობისთვის საჭირო მასალებისა და დანადგარების მაღაზიას.
აქვე გეტყვით, რომ ყველა ნაკრები, რომელშიც გოზინაყის თეფში შედის, საოცარი სისწრაფით იყიდება, ასე რომ, თადარიგი ახლავე უნდა დაიჭიროთ.
ნაკრების ფასი 95 ლარია. შეძენა White Studio-ს ონლაინ მაღაზიიდან შეგიძლიათ.
ბონუსი: Kstudio-ს კომფორტული და მოდური ჰუდი-კაბა
რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლში, მით უფრო რთული ხდება სახლის კომფორტზე უარის თქმა. Kstudio-ს ჰუდი-კაბებით კი შეგიძლიათ, სახლის მყუდროება გარეთაც გაიყოლოთ - ყველაზე სუსხიან ამინდშიც კი.
ფასი: 140 ლარი
რომელიმე ქართულ საჩუქარს ხომ არ დაამატებდით ამ სიას? ან იქნებ თქვენ თვითონ ქმნით რაიმე ორიგინალურს და საინტერესოს? დაგვიტოვეთ შემოთავაზება კომენტარებში
ნახეთ გასული წლების სიები:
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა

კომენტარები