საქართველოს კანდიდატი ფილმი "მე-4 ბრაიტონი" ოსკარებს გამოეთიშა
სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ 2022 წლის დაჯილდოების 10 კატეგორიაში ნომინანტთა მოკლე სია გამოაქვეყნა, მათ შორის საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ნომინაციაშიც და 15 რჩეულ კინოსურათს შორის, სამწუხაროდ, საქართველოს კანდიდატი ფილმი — მეოთხე ბრაიტონი ვერ მოხვდა.
ოსკარების რიგით 94-ე დაჯილდოებაზე 92 ქვეყანა იბრძოდა საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად და ამჟამად უკვე 15 კანდიდატიდან შეირჩევა საბოლოო ფინალისტები.
აი, ასეთია წლევანდელი მოკლე სია:
- ავსტრია — Great Freedom
- ბელგია — Playground
- ბუტანი — Lunana: A Yak in the Classroom
- დანია — Flee
- ფინეთი — Compartment No. 6
- გერმანია — I’m Your Man
- ისლანდია — Lamb
- ირანი — A Hero
- იტალია — The Hand of God
- იაპონია — Drive My Car
- კოსოვო — Hive
- მექსიკა — Prayers for the Stolen
- ნორვეგია — The Worst Person in the World
- პანამა — Plaza Catedral
- ესპანეთი — The Good Boss
ამ სიიდან საბოლოოდ ხუთი ფინალისტი შეირჩევა, რომელთა შესახებ 8 თებერვალს გახდება ცნობილი, როცა ყველა ნომინაციის კანდიდატი დასახელდება.
გამარჯვებულების გამოსავლენად კი ოსკარების რიგით 94-ე დაჯილდოება 2022 წლის 27 მარტს გაიმართება.
რაც შეეხება ქართულ ფილმს მეოთხე ბრაიტონი, ის წელს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით ჯამში სულ სამ კანდიდატ ფილმს შორის შეირჩა და ოსკარებზე საქართველოს სახელით გაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ ლევან კოღუაშვილის ამ ახალმა მხატვრულმა ნამუშევარმა აქამდე არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მიაღწია წარმატებას: ნიუ-იორკში შემდგარი მსოფლიო პრემიერის შემდეგ ფილმმა მეოთხე ბრაიტონი ტრაიბეკას კინოფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და ამავდროულად საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაშიც ლევან თედიაშვილმა გაიმარჯვა. ასევე ეს ქართული კინოსურათი საუკეთესო ფილმად დასახელდა საუდის არაბეთის კინოფესტივალსა და აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზეც.
მეოთხე ბრაიტონი ამჟამად საქართველოს კინოთეატრებში გადის და შესაძლებლობა გაქვთ, თავად ნახოთ დიდ ეკრანზე და შეაფასოთ, რამდენად სამართლიანი იყო ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები