როგორი ნაძვის ხეებით შეხვდნენ საქართველოს ქალაქებში 2022 წელს
საქართველოს მასშტაბით ათეულობით მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებები და ქალაქის მთავარი ნაძვის ხეები აინთო. ახალი წლის მთავარი სიმბოლო ყველა ქალაქში განსხვავებულია, როგორც ვიზუალით, ასევე მასშტაბითა და განათებებით. განსხვავებული იყო მოქალაქეთა რეაქციებიც — ნაწილმა ქება, ნაწილმა კი ტრადიციული კრიტიკა დაიმსახურა.
ამ დროისთვის ნაძვის ხეები არ ანთებულა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. თიანეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ახალციხისა და ჭიათურის მერიის ინფორმაციით, ოფიციალური ღონისძიება 25 დეკემბრის საღამოს იგეგმება, ზესტაფონისა და ონში კი 26 დეკემბერს. ამ და სხვა ქალაქების ნაძვის ხეების განათების შემდეგ შემდეგ მასალა განახლდება და მათ დათვალიერებასაც შეძლებთ.
მანამდე კი, ნახეთ უკვე განათებული ქალაქების მთავარი სიმბოლოები და გაგვიზიარეთ, რომელია თქვენი ფავორიტი.
თბილისი
ქუთაისი
საჩხერე
მარნეული
ფოთი
ხობი
გორი
რუსთავი
ჯვარი
მარტვილი
მცხეთა
ბოლნისი
საგარეჯო
წყალტუბო
ხონი
ბათუმი
ბაღდათი
გურჯაანი
წალენჯიხა
დედოფლისწყარო
ზესტაფონი
ზესტაფონში ნაძვის ხე უკვე დგას, თუმცა განათება 26 დეკემბერს არის დაგეგმილი.
ოზურგეთი
იგივე სიტუაციაა ოზურგეთშიც. ნაძვის ხე თითქმის მზადაა და ოფიციალურად 26-ში აინთება.
ლაგოდეხი
ლაგოდეხის ნაძვის ხე ჯერ არ დაუსრულებიათ, თუმცა სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა რამდენიმე ფოტო გაავრცელეს. როგორც ისინი წერენ, ნაძვის ხეზე ბურთებით საქართველოს რუკაა გამოსახული.
თერჯოლა
სამტრედია
ოკუპირებული ცხინვალი
საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მთავარი ნაძვის ხის ფოტოს დე ფაქტო მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის აინთება ნაძვის ხე ოკუპირებულ სოხუმში.
თელავი
თუ შენი ქალაქის ფოტო აქ ვერ იპოვე, გამოგვიგზავნე ფეისბუქგვერდზე და გაგვიზიარე, როგორ გამოიყურება ნაძვის ხე.
განახლება: მთავარი ნაძვის ხეები სხვა ქალაებშიც აინთო, ნახეთ ფოტოები.
კომენტარები