კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნები – რა ნიშნებია საყურადღებო და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ფოტო: თოდუას კლინიკა
კანზე და რბილ ქსოვილებში წარმონაქმნების გაჩენა ხშირი მოვლენაა. ისინი განსხვავებული ფორმითა და მიზეზით ვლინდება. ზოგიერთი მათგანი სრულიად უწყინარი წარმონაქმნია, ზოგიერთი კი, შესაძლოა, გაუფრთხილებლობითა და უყურადღებობით გართულდეს ან უკვე მიანიშნებდეს რაიმე დაავადებაზე.
რა უნდა ვიცოდეთ კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნებზე, რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ შეიძლება ადრეულ ეტაპზევე ავიცილოთ თავიდან მათი გამწვავება? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს თოდუას კლინიკის კანის, ძვლებისა და რბილი ქსოვილების ონკოპათოლოგიათა განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ჩირინაშვილი გასცემს.
კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნების რა სახეობები არსებობს? რა ნიშნებია განსაკუთრებით საყურადღებო?
კანის საფარი წარმოადგენს ვიზუალურ ლოკალიზაციას, ანუ ჩვენ მას ვხედავთ და შეგვიძლია დავაკვირდეთ ცვლილებებს, რომლებიც კანის წარმონაქმნებზე აისახება, რაც ექიმთან დროული ვიზიტის საფუძველი უნდა გახდეს, მათ სამ სახეობად ვყოფთ. ესენია: კეთილთვისებიანი, გარდამავალი და ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და მათი მკურნალობა მარტივადაა შესაძლებელი ძირითადში ქირურგიული მეთოდით. გარდამავალს ვუწოდებთ მათ, რომლებიც, შესაძლოა, ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდოს. ავთვისებიანში კი კანის კიბოს მოვიაზრებთ. ყველაზე გავრცელებული მისი ორი ტიპი – ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომაა. გამოვყოფთ კიდევ ერთ ვერაგ დაავადებას – მელანომას. ის, ძირითადად, კანის საფარზე არსებულ ხალზე ვითარდება და ვრცელდება მეტასტაზებით, როგორც ლიმფურ ჯირკვლებში, ისე, სხვადასხვა ორგანოებში (ფილტვები, ღვიძლი, ძვლები და სხვაა). მელანომა უმეტესად ხალის ადგილას წარმოიქმნება. ხალის ზომაში ზრდა, კონფიგურაციის შეცვლა ასიმეტრიისკენ და ინტენსიური გამუქება, არასასურველი პროცესების დაძვრაზე მიანიშნებს და ასეთი ნიშნების დროს ექიმთან დროული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი საბოლოო პოზიტიური შედეგის მისაღწევად
პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ წარმონაქმნის კეთილთვისებიანად და ავთვისებიანად დაყოფას ის თავად ვერ შეძლებს. ეს სპეციალისტის კომპეტენციაა და მხოლოდ სათანადო დიაგნოსტირების შემდეგაა შესაძლებელი. ამიტომ, ექიმს კანზე ნებისმიერი უჩვეულო ცვლილებების დროს უნდა მიმართოთ.
როგორ ხდება კანისა და რბილის ქსოვილების წარმონაქმნების დიაგნოსტირება? რა პროცედურები ტარდება ამ დროს?
პირველ რიგში, დიაგნოსტიკას ფიზიკალური გასინჯვით ვიწყებთ. შემდეგ კი მივმართავთ დერმატოსკოპიას. ის კანის კვლევის არაინვაზიური ანუ არატრავმული მეთოდია, რომლის დროსაც წარმონაქმნის მრავალჯერადი გადიდება და მისი შესწავლა ხდება. დერმატოსკოპია, ძირითადად, ზუსტი დიაგნოზის დადგენის შესაძლებლობას გვაძლევს.
კვლევის ინვაზიურ მეთოდებს მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როცა ეჭვები მაინც გვრჩება. სხვა შემთხვევაში მათ ვერიდებით, რადგან ასეთი ჩარევით არ მოვახდინოთ საშიში პროცესების პროვოცირება და დაჩქარება, ეს ძირითადში მელანომას ეხება. ინვაზიური მეთოდებიდან ჯერ ციტოლოგიური კვლევას მივმართავთ – ვიღებთ ანაბეჭდს და ქსოვილებს მიკროსკოპის ქვეშ ვნახულობთ. თუ ვერც მან მოგვცა საკმარისი ინფორმაცია, ბიოფსიას ვატარებთ, რომლის დროსაც წარმონაქმნის ნაწილს ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე ვაგზავნით, თუ აქაც ერთმნიშვნელოვნად დიაგნოზს ვერ ვადასტურებთ ვატარებთ იმუნოჰისტოქიმიურ კვლევას.
მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებას უკვე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებისა და ზუსტი დიაგნოზის დადგენის შემდეგ ვიწყებთ.
მკურნალობის რა მეთოდებს მიმართავთ და რამდენად წარმატებულად სრულდება ხოლმე ის?
გააჩნია დიაგნოზს და სტადიას ამიტომ მივმართავთ, როგორც ქირურგიულ ასევე სხივურ და მედიკამენტოზურ თერაპიას. თუ საქმე კანის კიბოსთან გვაქვს, ვატარებთ ქირურგიულ ოპერაციას ან მივმართავთ სხივურ თერაპიას. მელანომას შემთხვევაში ქირურგიულ მკურნალობასა და იმუნოთერაპიას. ვატარებთ ონკოგენეტიკურ ტესტირებასაც – ის გვეხმარება წინასწარ დავადგინოთ როგორი ეფექტი ექნება ამა თუ იმ პრეპარატს მკურნალობის ეფექტურობისათვის.
თოდუას კლინიკა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა ტექნიკურ საშუალებას ფლობს. წარმატებით ტარდება ნებისმიერი ტიპისა და სირთულის ოპერაცია, ანუ რადიკალური ოპერაციები შერწყმულია აღდგენით-რეკონსტრუქციულ ეტაპებთან თუმცა, ტექნოლოგიური წინსვლებისა და კომპეტენტური ჩარევის მიუხედავად, გადამწყვეტია ის, თუ საიდან ვიწყებთ მკურნალობას, როგორია სასტარტო ვითარება ანუ რომელ სტადიაში მოგვმართავს პაციენტი. ადრეულ სტადიებზე ჩარევა (I - II სტადია) წარმატებული მკურნალობის საწინდარია და უმეტესად სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, ხოლო მესამე სტადიაში სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის გვიწევს ბრძოლა.
რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები ან ეფექტურად ვუმკურნალოთ კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებებს?
კანზე ხალის ავთვისებიანი წარმონაქმნის განვითარების ძირითადი მაპროვოცირებული ფაქტორი, ულტრაიისფერი სხივები და ხალის ტრავმატიზაცია. პრევენცია კი გამომწვევი მიზეზებისთვის თავის არიდებაა, ვისაც მსგავსი ტიპის ხალები აქვს.
თუმცა, ყველაზე დიდ მნიშვნელობას მე მაინც პროფილაქტიკურ-პრევენციულ შემოწმებას ვანიჭებ, რომელიც სასურველია პაციენტმა 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროს. თუკი ის ინფორმირებულია საკუთარი კანის საფარზე, ცვლილებების შემჩნევასაც მარტივად და დროულად შეძლებს. პაციენტს შეუძლია ოჯახის ექიმს მიმართოს, რომელიც ეჭვის შემთხვევაში მას შესაბამის სპეციალისტთან გადაამისამართებს და მათთან ერთად გააგრძელებს დაკვირვებას.
ჩვენთან, სამწუხაროდ, დაახლოებით 70% მაშინ მოგვმართავს, როდესაც პროცესი უკვე შორსწასულია, და საქმე მესამე ან მეოთხე სტადიასთან გვაქვს, ევროპაში კი პირიქით 70% ექიმს მიმართავს I – II სტადიის დროს, ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან ადრეული დიაგნოსტირება, ხილული და ხელშესახები ნიშნების გამო, ძალიან მარტივია. დროული მკურნალობა კი, უმეტესად, ძალიან წარმატებული.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები