გარღვევა მზის პანელების ინდუსტრიაში — მეცნიერებმა ფურცელზე 15-ჯერ თხელი პანელი შექმნეს
სტენფორდის უნივერსიტეტის მკლევრებმა შექმნეს ახალი მზის პანელი, რომელიც ფურცელზე 15-ჯერ თხელია და მისი დამზადება, სტანდარტულ მზის პანელებთან შედარებით, გაცულებით იაფი ჯდება.
ახალი პანელები გარდამავალი მეტალების დიჰალკოგენიდისგან (TDM) მზადდება. ეს არის უთხელესი მატერიალი, რომელსაც იმაზე მეტი მზის ენერგიის მიღება შეუძლია, ვიდრე სხვა ნივთიერებით დამზადებულ პანელებს და ამ ყველაფერს წინამორბედების მსგავს დროში ახერხებს. აღსანიშნია ისიც, რომ ის ტიპურ პანელებთან შედარებით, ის ბევრად მსუბუქია, რაც მის მოხმარებას კიდევ უფრო ამარტივებს.
მეცნიერები დიდი ხანია მზის პანელების გაუმჯობესებასა და დახვეწას ცდილობენ. ამჟამად მზის პანელების დასამზადებლად, ყველაზე ხშირად, სილიციუმი გამოიყენება, თუმცა ის მძიმეა და მსხვრევადი, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ პანელები ისეთ ობიექტებზე დავამონტაჟოთ როგორიცაა თვითმფრინავები, გემები, ავტომობილები და ა.შ.
სტენფორდის უნივერსიტეტის მკლევრების მიერ შექმნილი პანელის სისქე სულ რამდენიმე ასეული ნანომეტრი იქნება. მათი კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა. ახალი პანელი TDM-თან ერთად ერთი ატომის სისქის გრაფენის შრესაც შეიცავს, რომელშიც ოქროსგან დამზადებული კონტაქტებია მოთავსებული. თავის მხრივ, ეს ყველაფერი ერთიანად მოთავსებულია დრეკად, ანტი-ამრეკლ პოლიმერში, რომელიც სინათლის შთანთქმას უწყობს ხელს. TDM-ის "უჯრედების" სისქე 6 მიკრონზე ნაკლებია.
"წარმოიდგინეთ ავტონომიურად მფრინავი დრონი, რომელზეც მოთავსებულია ქაღალდზე 15-ჯერ თხელი მზის პანელი. სწორედ ამიტომ არის TMD დამაიმედებლი", — ამბობს კოოშა ნასირ ნაზიფი, კლევის ერთ-ერთი თანაავტორი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები