COP26 — საქართველო და მსოფლიო
დღეს კაცობრიობა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, ვხვდებით ამბიციურ იდეებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში, სხვა პლანეტაზე ახალი ცივილიზაციის დაფუძნებას მოიაზრებენ.
მიუხედავად ამისა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ყველასთვის ცხადია, რომ ერთი პლანეტა გვაქვს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება — განსაკუთრებით, ახლა, როცა უკვე ცხადად ვხედავთ ადამიანის დაუდევარი ქმედებების შედეგებს. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას, კლიმატის ცვლილებაა.
კლიმატთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, წლებია მსოფლიო ქვეყნების წარმომადგენლები საერთო ძალისხმევით ცდილობენ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები შეაჩერონ.
2021 წლის ნოემბერში გლაზგოში ჩატარებულმა გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა რიგით 26-ე კონფერენციამ (COP26) 10 000-მდე ადამიანი გააერთიანა. 2015 წელს ჩატარებული კონფერენციის შემდეგ, რომლის მნიშვნელოვანი შედეგი პარიზის შეთანხმება გახდა, ეს ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო. მასში მონაწილეობა 197-მა ქვეყანამ მიიღო. კლიმატის სამიტს ბოლო სამი დეკადაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. COP26-ის შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები, ექსპერტები, აქტივისტები და სხვები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი საერთო ძალისხმევით საერთაშორისო რეგულაციების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა, ასევე, შესაბამისი საერთაშორისო ნორმების შექმნა იყო, რომლებიც კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ქმედებების მთავარი ამოსავალი წერტილი იმ განვითარებადი ქვეყნების დახმარებაა, რომლებიც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. სწორედ ამიტომ გაერთიანდნენ ქვეყნები COP-26-ის კონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ COP21-ის ფარგლებში ხელი მოეწერა პარიზის შეთანხმებას, რომლის დროსაც, მსოფლიოს თითქმის ყველა ხელმომწერი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ გლობალური დათბობის შემცირების კუთხით (გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვა წინარე ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, როგორც ოპერაციული მიზანი და, ტემპერატურის ზრდის 1,5°C-მდე შეზღუდვის მცდელობა განსაზღვრა, როგორც სასურველი მიზანი) თავის წილი ვალდებულება აეღო. უნდა ითქვას, რომ ამ შეთანხმებისას ქვეყნებმა პირდაპირ არ ჩამოაყალიბეს, თუ რა ქმედებებს განახორციელებდნენ მიზნის მისაღწევად. COP26-ის დროს კი ვალდებულებათა შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენა დაევალათ.
COP26-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი განვითარებადი ქვეყნების დახმარება იყო, რაც წინა წლებში საკმარისად ვერ მოხერხდა. 2009 წელს განვითარებულმა ქვეყნებმა, როგორებიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი, განაცხადეს, რომ განვითარებად ქვეყნებს კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრაში დაეხმარებოდნენ, თუმცა როგორც ამ ქვეყნების აქტივისტები ამბობენ, დღემდე ელოდებიან ამ მხარდაჭერას. მიზნების დასახვა და მათი შესრულება ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანესია.
COP26-ის კონფერენციისას აქცენტი ძირითადად შემდეგ მიმართულებებზე გაკეთდა: სათბური აირების გაფრქვევა, წიაღისეულის მოპოვების მართვა, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა.
COP26-ის კონფერენციის ზოგადი მიზნების, მიღწევებისა და ზოგადად კონფერენციის და მისი შედეგების საქართველოსთვის მნიშვნელობის შესახებ CENN საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამსახურის ხელმძღვანელს, მაია ცხვარაძეს ესაუბრა.
— რა ძირითადი საკითხები განიხილეს და რა საკითხებზე შეთანხმდნენ COP26 კონფერენციაზე?
მხარეთა 26-ე კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს. უმნიშვნელოვანეს შედეგად ჩაითვალა — ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებები მხარეთა წინა კონფერენციებმა ვერ მიიღეს, რითიც ქვეყნების მიერ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების დროული განხორციელება ფერხდებოდა. ასევე, განვითარებული ქვეყნების (აშშ, შვეიცარია, ევროკავშირის ქვეყნები) მიერ კლიმატის ცვლილების მიმართულებით დაფინანსების გაზრდის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა, კერძოდ, ხაზი გაესვა კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის დაფინანსების გაორმაგებას.
— რა შეიძლება ჩაითვალოს COP26-ის ძირითად მიღწევად?
კონფერენციის მთავარ მიღწევად ითვლება გლაზგოს კლიმატის პაქტი/Glasgow Climate Pact — ამბიციური ზოგადი გადაწყვეტილებების ნაკრები, რამაც პარიზის შეთანხმების მიზნების განხორციელებას ხელი უნდა შეუწყოს. დოკუმენტში მოცემული ძირითადი მიმართულებებია:
- სამეცნიერო მიგნებებისა და დასკვნების გათვალისწინება (მაგალითად, კლიმატის ცვლილების შესახებ მთავრობათშორისი პანელის (IPCC) კვლევების მნიშვნელობა);
- ადაპტაცია და ადაპტაციის დაფინანსება, რაც გულისხმობს უკვე შეცვლილ კლიმატთან ქვეყნების ადაპტირების უნარის გაძლიერებას მოწყვლადობის შემცირების გზით, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის გაორმაგებული ფინანსური რესურსის მიღების შესაძლებლობას;
- მიტიგაცია/შერბილება, რაც მოიცავს კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირებას ქვეყნების მიერ;
- ამბიციურობა, რაც მოიცავს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმების 1,5-გრადუსიანი მიზნის მიღწევას და იმ ქვეყნებს, რომელთაც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წილის (NDC) დოკუმენტში ეს ამბიციური მიზანი განსაზღვრული არ აქვთ, 2022 წელს უფრო ამბიციური NDC-ის თავიდან წარდგენა ევალებათ — აღსანიშნავია, რომ საქართველოს 1,5-გრადუსიანი მიზნის მიღწევა განსაზღვრული აქვს NDC-ში. კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ისტორიაში პირველად, დოკუმენტში ქვანახშირის მოხმარების ამოღებასთან დაკავშირებული ვალდებულებები (phase out fossil fuels) ჩაიწერა, თუმცა ინდოეთისა და ჩინეთის ზეწოლის შედეგად, ჩანაწერი შერბილდა და "ამოღება" "მოხმარების ეტაპობრივი შემცირებით" (phase down) ჩანაცვლდა,
- ფინანსები, ტექნოლოგიების გადაცემა და შესაძლებლობების გაზრდა, განხორციელება, თანამშრომლობა
— რა შედეგი გამოიღო ამ შეხვედრამ და რამდენად მნიშნველოვანია ეს შედეგი საქართველოსთვის?
საქართველოსთვის COP26 იყო ორმაგად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული, გარდა ზემოაღნიშნული ზოგადი მოლაპარაკებებისა, საქართველოს დელეგაცია, აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, კერძოდ კი, საქართველოს მიერ წარდგენილი ინიციატივის, სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის (equitable geographical representation) ფარგლებში, კონვენციის პრეზიდენტის ოფისთან მოლაპარაკებები გაიმართა, რომლებზეც მხარეთა კონფერენციის დასრულებისას პრეზიდენტმა, ალოკ შარმამ ანგარიში წამოადგინა და განაცხადა, რომ აღნიშული საკითხი სისტემურად უნდა გადაწყდეს, რათა კონვენციის მმართველ ორგანოებში, გეოგრაფიული განაწილების საკითხის პრობლემა სამომავლოდ აღარ დადგეს და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს კონვენციის მექანიზმების ჩამოყალიბებასა და საკითხების მართვაში მონაწილეობის ისეთი შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც სხვა რეგიონებს.
დამატებით, პრეზიდენტმა კონვენციის სამდივნოს დაავალა, მოამზადოს ანგარიში, თუ რა გავლენა აქვს რეგიონის შეზღუდულ წარმომადგენლობას კონვენციის მმართველ ორგანოებზე. ანგარიშის რეგიონების თავმჯდომარეებთან, 2022 წლის მაისში, კონვენციის დამხმარე ორგანოების შეხვედრაზე უნდა წარადგინონ.
საპრეზიდენტო კონსულტაციების პარალელურად, საქართველო ჩართული იყო ზემოაღნიშნული ორგანოების მოლაპარაკებებში სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის მოთხოვნით და საქართველოს დელეგაციამ კონვენციის ტექნოლოგიური მექანიზმის — კლიმატის ტექნოლოგიების ცენტრის და ქსელის (CTCN) მმართველი საბჭოს, ასევე, კონვენციის ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფის (Consultative Group of Experts) მმართველი საბჭოს სტრუქტურების შეცვლა შეძლო.
შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის წარმომადგენელ განვითარებად ქვეყნებს აღნიშული მექანიზმების მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. დამატებით, მოლაპარაკებების შედეგად, ტექნოლოგიების განხორციელების კომიტეტის (Technology Executive Committee) გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს მის მართვის მექანიზმზე თანაბარი წვდომა არ აქვს და აღნიშული საკითხი უახლოეს მომავალში უნდა დარეგულირდეს.
საქართველო, როგორც კონვენციის მომლაპარაკებელი გარემოს ინტეგრირებული ჯგუფის წევრი, გლაზგოს კლიმატის პაქტის შერბილების ამბიციის ნაწილს ხელმძღვანელობდა. დამატებით, მოლაპარაკებების მიმართულებით, საქართველო მონაწილეობდა შემდეგი საკითხების განხილვაში: ტექნოლოგიების გადაცემა; პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლით გათვალისწინებული სავაჭრო მექანიზმი; გამჭვირვალობის ჩარჩო; ვარშავის საერთაშორისო მექანიზმი; კლიმატის ფინანსები და ფინანსური მექანიზმები.
მხარეთა 26-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველო ასევე შეუერთდა შემდეგ მნიშვნელოვან ინიციატივებს:
- მაღალი ამბიციის კოალიცია;
- გლობალური მეთანის პირობა;
- სოფლის მეურნეობის ინოვაციების მისია კლიმატისთვის (AIM4C);
- ტყისა და მიწათსარგებლობის დეკლარაცია.
— რამდენად შეუწყობს ხელს COP26-ით მიღწეული შედეგები მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებას და მასთან ადაპტაციას (იმ საფრთხეების, რომლებზეც საუბარი IPCC-ის ბოლო, მე-6 ანგარიშში იყო)?
გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა კონფერენციაზე პარიზის შეთანხმების განხორციელება და ყველა ძირითადი საკითხი გადაწყდა, შედეგებიც თან უნდა მოჰყვეს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ წლევანდელი წლიდან იწყება პარიზის შეთანხმების განხორციელება. რაც შეეხება საფრთხეებს, ადაპტაციის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მხარეთა 26-ე კონფერენციის. სწორედ აქ გაჟღერდა, რომ ადაპტაციის მიმართულებით გლობალური დაფინანსება უნდა გაორმაგდეს, ეს ავტომატურად აისახება ამ მიმართულებით პროექტების ზრდაში, რაც ზოგადად, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ზრდასაც უზრუნველყოფს.
— პარიზის შეთანხმებისას განვითარებულმა განვითარებად ქვეყნების (ინდოეთი, სამხ.აფრიკის ქვეყნები) დახმარების ვალდებულება აიღეს, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნებმა ეს დახმარება ვერ მიიღეს. რამდენად რეალურია ეს დაპირებები ახლა (COP26) და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ქვეყნებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულონ?
პარიზის მნიშვნელოვანი ვალდებულება განვითარებული ქვეყნებისგან იყო, რომ მობილიზება უნდა გაეკეთებინათ წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარისთვის, რათა განვითარებადი ქვეყნები (მათ შორის, საქართველოს) დაეფინანსებინათ.
ყოველწლიურად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ამზადებდა ანგარიშს, სადაც მობილიზებული კლიმატის ფინანსები იყო გაანალიზებული. სამწუხაროდ, წელიწადში 100 მილიარდ დოლარამდე ვერც ერთხელ ვერ მობილიზდა, რაც იყო ძირითადად კრიტიკის ობიექტი.
თუმცა მაგალითად, 2018 წელს მობილიზებული იყო 78 მილიარდი, 2019 წელს, დაახლოებით, 80 მილიარდი. COP26-ის ერთ-ერთი გადაწყვეტილებაა, ხელახლა გადაითვალოს ფინანსური რესურსის მობილიზების მთავარი სამიზნე რაოდენობა (რაც პარიზის შეთანხმების დროს იყო 100 მილიარდი) და განისაზღვროს ფინანსური რესურსის ადეკვატური რაოდენობა. იგულისხმება, რომ სამომავლო 2030 წლის მიზანი იქნება უფრო მეტი, ვიდრე 2020 წლის. დაპირებები რეალურია, ვინაიდან ყველა განვითარებული ქვეყანა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: როგორც წინა სამ რეზოლუციას არ ჰქონდა ფასი და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია ირაკლი კობახიძე: როგორც წინა სამ რეზოლუციას არ ჰქონდა ფასი და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია
-
გადახედვაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შაჰედის ტიპის დრონების საწყობი დაბომბეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შაჰედის ტიპის დრონების საწყობი დაბომბეს
-
გადახედვააშშ-ს პრეზიდენტსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
-
გადახედვანიკა მელია: ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის ნიკა მელია: ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის
-
გადახედვანიკა გვარამია: ვინც ჩვენ [ევროპისგან] გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით ნიკა გვარამია: ვინც ჩვენ [ევროპისგან] გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით
-
გადახედვანიკა გვარამია: მინდა ათენს და რომს გამოწვევა გავუგზავნო — შევეჯიბროთ სიძველეში, შევეჯიბროთ ევროპულობაში ნიკა გვარამია: მინდა ათენს და რომს გამოწვევა გავუგზავნო — შევეჯიბროთ სიძველეში, შევეჯიბროთ ევროპულობაში
-
გადახედვაBPN: საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებიდან 8 აზარტული თამაშების ბიზნესია — ნახეთ ჩამონათვალი BPN: საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებიდან 8 აზარტული თამაშების ბიზნესია — ნახეთ ჩამონათვალი
-
გადახედვა"გახარია — საქართველოსთვის": ოცნების ზონდერაქტივი, ჩვენი პარტიის წევრებს თავს დაესხნენ "გახარია — საქართველოსთვის": ოცნების ზონდერაქტივი, ჩვენი პარტიის წევრებს თავს დაესხნენ
-
გადახედვასაკონსტიტუციო სასამართლო [რუსულ კანონთან დაკავშირებით] ორი მოსამართლის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს — რა წერია? საკონსტიტუციო სასამართლო [რუსულ კანონთან დაკავშირებით] ორი მოსამართლის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს — რა წერია?
-
გადახედვაზახაროვა: ჰეზბოლა კვლავ ორგანიზებულია [...] ისრაელი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს ზახაროვა: ჰეზბოლა კვლავ ორგანიზებულია [...] ისრაელი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს
-
გადახედვანახეთ: NASA-ს ასტრონავტმა კოსმოსიდან ქარიშხალი მილტონი გადაიღო ნახეთ: NASA-ს ასტრონავტმა კოსმოსიდან ქარიშხალი მილტონი გადაიღო
-
გადახედვა20 ოქტომბერს მარში "საქართველო ირჩევს ევროპას" ბათუმშიც გაიმართება 20 ოქტომბერს მარში "საქართველო ირჩევს ევროპას" ბათუმშიც გაიმართება
-
გადახედვაფლორიდას "ბოლო 100 წელში ყველაზე მძლავრი" ქარიშხალი უახლოვდება — რა ვიცით ფლორიდას "ბოლო 100 წელში ყველაზე მძლავრი" ქარიშხალი უახლოვდება — რა ვიცით
-
გადახედვანინო ლომჯარია: სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შესწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ნინო ლომჯარია: სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შესწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას
-
გადახედვაევროპარლამენტის 25-მუხლიანი რეზოლუცია საქართველოს შესახებ — რა წერია ევროპარლამენტის 25-მუხლიანი რეზოლუცია საქართველოს შესახებ — რა წერია
-
გადახედვა59 არასამთავრობო ორგანიზაცია, რუსულ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა 59 არასამთავრობო ორგანიზაცია, რუსულ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
-
გადახედვასიეტლი-სტამბულის რეისზე პილოტი გარდაიცვალა სიეტლი-სტამბულის რეისზე პილოტი გარდაიცვალა
-
-
-
-
გადახედვაარასრულწლოვანზე ძალადობისთვის ცეკვის მასწავლებელს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ცეკვის მასწავლებელს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
კომენტარები