ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის (PBS) და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს (NPR) ფედერალური დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. ტრამპის მტკიცებით, ორივე მედიაორგანიზაცია "მიკერძოებულ საინფორმაციო გაშუქებაშია" ჩართული — ამის შესახებ Guardian გვატყობინებს.
ბრძანების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის საბჭომ, რომელიც PBS-სა და NPR-ს დაფინანსებას ანაწილებს, კანონით დაშვებული მაქსიმალური ფარგლებში უნდა შეწყვიტოს მათი მხარდაჭერა.
NPR და PBS მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება ფედერალური ბიუჯეტიდან და დიდწილად კერძო შემოწირულებებზეა დამოკიდებული. ტრამპს დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვს აღნიშნულ მედიებთან — წარსულში მათ "ხალხის მტრებიც" უწოდა.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ "მიუხედავად მათი სარედაქციო პოზიციებისა, მნიშვნელოვანია, რომ ვერც ერთი ეს ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს მიმდინარე მოვლენების სამართლიან, ზუსტ და მიუკერძოებელ გაშუქებას გადასახადის გადამხდელებისთვის".
თეთრი სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსგავსი დაფინანსება მოძველებულია, არადამაკმაყოფილებელი და საფრთხეს უქმნის ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას, მით უფრო, როდესაც მედია ლანდშაფტი გაცილებით მრავალფეროვანი გახდა.
"NPR და PBS იღებენ ბიუჯეტურ სახსრებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის (CPB) მეშვეობით, შესაბამისად, ვავალებ CPB-ის დირექტორთა საბჭოსა და ყველა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურას, შეწყვიტონ ფედერალური დაფინანსება ამ ორ მედიაორგანიზაციასთან მიმართებით," — აღნიშნულია ტრამპის ბრძანებაში.
NPR-ს ყოველ კვირას 40 მილიონზე მეტი ამერიკელი უსმენს, ხოლო PBS-ის ტელეგადაცემებს ყოველთვიურად დაახლოებით 36 მილიონი ადამიანი უყურებს.
NPR-ის დირექტორმა კეტრინ მაჰერმა მარტში განაცხადა, რომ 2025 წელს ორგანიზაცია CPB-გან დაახლოებით 120 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც მის ბიუჯეტში 5%-ზე ნაკლებია.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები