Reuters: სტამბოლში ტაქსიმის მოედანზე გამართულ 1-ელი მაისის მარშზე 407 პირი დააკავეს
სტამბოლში, 1 მაისს პროფკავშირებმა, პროფესიულმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შრომისა და სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით მარში გამართეს, სადაც პოლიციამ 400-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავა — ამის შესახებ Reuters გვაცნობებს.
ფოტო: AFP/France 24/Reuters
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიამის განაცხადებით, პოლიციამ ჯამში 409 ადამიანი დააკავა, მათ შორის 407 სტამბულში. მისი თქმით, საპროტესტო აქციებში, რომელიც 78 პროვინციაში გაიმართა, ჯამში 286 584 ადამიანი მონაწილეობდა.
France 24 ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში 50 000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული, აქციისთვის ხელის შეშლის მოტივით კი მეტრო, ავტობუსები და ბორანი დაიხურეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ვხედავთ — ძალის გამოყენებით პოლიცია როგორ აკავებს მომიტინგეებს და ავტობუსებში ათავსებს. ადგილზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის და სპეცრაზმის მანქანები. მათივე ცნობით, პოლიცია მედიის წარმომადგენლებს ადამიანების დაკავების პროცესის გადაღების საშუალებას არ აძლევდა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა, სამართალდამცავების მიერ ბარიერებით შემოსაზღვრულ ტაქსიმისა და გეზის პარკებში შესვლა სცადეს.
ფოტო: Reuters
1977 წელს ტაქსიმის მოედანზე პირველი მაისის დემონსტრაციებზე 34 ადამიანი დაიღუპა. ცნობისთვის, ამ მოედანზე დემონსტრაციები 2013 წლიდან აკრძალულია. ყოველწლიურად ეს ადგილი რამდენიმე დღით ლითონის ბარიერებით იღობება და დიდი საპოლიციო მობილიზებაა. France 24-ის ინფორმაციით, 2024 წელს პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე აქციის გამართვისთვის 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ფოტო: Reuters
შეგახსენებთ, 30 აპრილს უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა თურქეთის მთავრობას მოუწოდა, ტაქსიმზე დემონსტრაციის გამართვის აკრძალვა გაეუქმებინა.
"ტაქსიმის მოედანზე პირველი მაისის აღნიშვნების შეზღუდვები ეფუძნება სრულიად ყალბი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფუძვლებს და... სასწრაფოდ უნდა მოიხსნას," — თქვა დინუშიკა დისანაიაკემ, Amnesty-ის ევროპის წარმოამდგენელმა.
შეგახსენებთ, თურქეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი, სტამბულის მერი ექრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორის გამოძიების ფარგლებში დააკავა და პატიმრობა შეუფარდა.
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
კომენტარები