კობა გვენეტაძე

8 Dec. 2021, 13:42

პანდემიის პირობებში ინფლაციის არსებული მაღალი დონე მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი ფაქტორებით არის განპირობებული.

ის გამოწვევები და სირთულეები, რომლებიც პანდემიამ შექმნა, გავლენას ახდენს ინფლაციაზე. მოგეხსენებათ, რომ იყო ეკონომიკის ჩაკეტვები, რომელიც დღეს უფრო ნაკლებად ხდება. ამავე დროს მოხდა მიწოდების ჯაჭვების რღვევა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი და აქედან გამომდინარე, გაიზარდა ისეთი ხშირად მოხმარებადი საქონლის ფასები, როგორიც არის ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი.

რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ასეთ პირობებში შეუძლებელია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ან რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული დისბალანსი აღმოფხვრას და აქედან მომდინარე ინფლაციური შოკი ჩააქროს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნტქით, ბოლო 13 წლის მაქიმალურ ნიშნულადმე, 10,5%-მდე გაიზარდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…