რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერზე
მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც დაკავების შემდეგ დღეს პირველად მისცეს სასამართლოს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, სხდომაზე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან დარბაზი დატოვა და სხდომა ექსპრეზიდენტის გარეშე გაგრძელდება.
7 ნოემბრის საქმეზე ლაპარაკის დაწყებამდე მან ხელისუფლებას გავრილოვის ღამე და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება შეახსენა.
"ჯერ ერთი, რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს 7 ნოემბრის, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?! შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით?!", — თქვა სააკაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ 7 ნოემბერს, ექსპრეზიდენტმა საუბარი დაიწყო იმით, თუ "რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში". მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანა მიდიოდა ნატოსკენ და 2006 წელს პუტინმა უთხრა, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს. ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ იმავე წელს დაურეკა ლუკაშენკომ, რომელმაც ჰკითხა, ვინ რის ბადრი პატარკაციშვილი, რადგან მინსკში ჩასვლა და მასთან შეხვედრა სურს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ლუკაშენკომ ის არ მიიღო. მისივე განცხადებით, ამის შემდეგ პატარკაციშვილი ბელარუსში მაინც ჩავიდა. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ლუკაშენკომ მას უთხრა, რომ პუტინმა პატარკაციშვილი საქართველოს მომავალ პრეზიდენტად მოიხსენია.
"ეფესბეს სამი გენერალი ჩავიდა, ეს არის ლუკაშენკოს ნათქვამი, და პატარკაციშვილს შეხვდა და ამის მერე პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში", — აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ დაიწყო კამპანია და დაიგეგმა დიდი საპროტესტო გამოსვლები, რომელიც პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული იყო. სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ პატარკაციშვილის ფული იყო "მთლიანად რუსული ფული".
"ამის გარდა, საქართველოს სუს-ში უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომელიც მათ მოგვწერეს შემოდგომაზე, დაახლოებით, თუ არ ვცდები, 2007 წლის ოქტომბერში, სადაც გვითხრეს, რომ ერევანში ჩასულები იყვნენ კანონიერი ქურდები უსოიანი და რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, რომელთა ფუნქცია იყო არეულობების ორგანიზება საქართველოს დედაქალაქში. ეს არის FBI-ის გაფრხილება და წერილი", — თქვა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
მისივე განცხადებით, 2007 წლის ოქტომბერში გაიმართა ისტორიული კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი, იააპ დე ჰოოპ სხეფერი, ასევე, რამდენიმე ქვეყნის საგარეო მინისტრი, ამერიკის ელჩი ნატოში და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნატოს გენერალურ მდივანს აჩვენა რუსული სასაზღვრო პუნქტი და პრაქტიკულად გადაწყდა საქართველოსთვის მაპის მიცემა.
"ისინი წავიდნენ საოცარი შთაბეჭდილებებით, რომ რა მაგარი ქვეყანაა საქართველო. წავიდნენ, თუ არ ვცდები 30 ოქტომბერს და 2 ნოემბერს მოხდა ეს დიდი გამოსვლა თბილისში", — აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ხალხს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რომ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ყოფილიყო და ეს მან მიიღო, "როგორც სიგნალი". სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ამავე აქციაზე მივიდა ბადრი პატარკაციშვილი, რომლის განცხადებიდან ნათელი იყო, "რისთვის და როგორ ეწყობოდა ეს".
"მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა, ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები, მაგალითად, რამდენიმე ათეული ათასი პოლიციელი დარჩა უმუშევარი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე, ინფლაცია იყო არც ისეთი დიდი, როგორც ახლა, მაგრამ საკმაოდ მაღალი. მართალია, ეკონომიკური განვითარება იყო ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ახლა, მაგრამ ინფლაციაც მაღალი იყო და ვიღაცას ჰქონდა მეტი შემოსავალი და ვიღაცა გაღარიბდა. ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო ჩვენზე გაბრაზებული. მართლაც იყო დიდი მიტინგი, ჩვენ ეს მივიღეთ, როგორც სიგნალი.
ამ მიტინგზე მივიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა ისეთი სიტყვა, რომ ყველაფერი ნათელი იყო, რისთვის და როგორ ეწყობოდა ეს. შემდეგ გაგრძელდა პატარა საპროტესტო აქციები და 7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ იქ რაღაცა პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციას იმასთან, მერე გადაიზარდა იმაში, ნუ, ჩვეულებრივი საპოლიციო... აი, დაახლოებით ისეთი რაღაცა მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, როცა გაზი შეასხეს დემონსტრანტებს და ვიღაცები დააკავეს. ამის შემდეგ ბევრი ხალხი გამოვიდა და უკვე სცენაზე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მე ამას ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზორით, არანაირი ინსტრუქციები არავისთვის არ მიმიცია. ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო მაშინ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, რომელთან მე სახლში მივედი საერთოდ", — თქვა სააკაშვილმა.
სასამართლო პროცესზე მან აღნიშნა, რომ ასე ბევრ ქვეყანაში ხდება და "არავის აზრად არ მოსდის საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა".
"ამის შემდეგ, მე გავაკეთე ის, რასაც პრაქტიკულად ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში — მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწად ნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე, რათა მიმეღო ახალი მანდატი ქართველი ხალხის. რატომ გავაკეთე ეს — იმიტომ, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები".
მისივე თქმით, თებერვალში პრეზიდენტმა ბუშმა მიიწვია სადილზე, სადაც უთხრა, რომ გადადგომა სწორი საქციელი იყო.
"მერე პრეზიდენტმა ბუშმა თებერვალში ოფიციალური ვიზიტით მიმიწვია, სადილზეც დამპატიჟა და მითხრა, რომ შენ რაც გააკეთე, რომ გადადექი, სწორედ ამიტომ ხარ აქ და ამიტომ გიჭერთ მხარს, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებას. ქართველმა ხალხმა გამოიტანა უკვე ვერდიქტი ამ საქმეზე, რასაც ახლა აქ მედავებიან".
მოსამართლეთა კოლეგია დღეს 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს. სხდომაზე სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს, რომელშიც მან, გარდა ბრალდებისა, სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლასა და შიმშილობაზე, გლდანის ციხეში იძლებით გადაყვანასა და მკურნალობაზე ისაუბრა.
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები