ტაილანდის F-16 ტიპის გამანადგურებელმა კამბოჯის სამხედრო ობიექტები დაბომბა
ფოტო: REUTERS/Athit Perawongmetha/File Photo
კამბოჯასა და ტაილანდს შორის საზღვრის შესახებ არსებული დაძაბულობის შედეგად, ტაილანდის F-16 ტიპის გამანადგურებელმა ხუთშაბათს კამბოჯის მიმართულებით საჰაერო შეტევა განახორციელა, რასაც ცხრა მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ერთი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. შეტაკების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ტაილანდმა საზღვართან ექვსი F-16 გამანადგურებელი განათავსა, რომელთაგან ერთმა სამხედრო ობიექტზე ცეცხლი გახსნა და მიზანი გაანადგურა.
"ჩვენ გამოვიყენეთ საჰაერო ძალა სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, როგორც დაგეგმილი იყო," — განაცხადა ტაილანდის არმიის პრესსპიკერის მოადგილემ რიჩა სუკსუვანონმა. ტაილანდმა კამბოჯასთან საზღვარი ჩაკეტა.
კამბოჯის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავმა ორი ბომბი ჩამოაგდო და "ტაილანდის სამეფოს უკიდურესად სახიფათო და სასტიკი სამხედრო აგრესია კამბოჯის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე დაგმო."
დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტაილანდმა თავისი ელჩი უკან გაიწვია და კამბოჯის ელჩის გაძევება დააანონსა, მას შემდეგ რაც მეორე ტაილანდელი ჯარისკაცი მიყოლებით დანაღმვის შედეგად მძიმედ დაშავდა. ბანგკოკი ამ დაბომბვაში კამბოჯას ადანაშაულებს.
ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კამბოჯის ჯარებმა "მძიმე არტილერიით" ტაილანდურ სამხედრო ბაზაზე და სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს შეტევა, მათ შორის, ერთ საავადმყოფოზე, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა.
"ტაილანდის სამეფო მთავრობა მზადაა გააძლიეროს თავდაცვის ზომები, თუ კამბოჯა განაგრძობს შეიარაღებულ თავდასხმასა და ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას," — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ტაილანდელებმა, მათ შორის ბავშვებმა და მოხუცებმა, თავშესაფრებში გადაინაცვლეს.
კამბოჯის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაილანდის საჰაერო შეტევა "წაქეზების გარეშე განხორციელებულად" შეაფასა და მეზობელს ჯარების გაყვანისკენ და შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.
ორი ქვეყნის 817 კმ-იანი საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე დავა საუკუნეზე მეტია გრძელდება. აქამდე სხვადასხვა წლებში შეტაკებები და მსხვერპლიც დაფიქსირდა, მათ შორის 2011 წლის ერთკვირიანი არტილერიით მოქმედებების დროს.
ახლა დაძაბულობა მაისში დაიწყო, როცა კამბოჯელი ჯარისკაცი მოკლეს.
ბრძოლა ხუთშაბათს დილით დაიწყო კამათის საგნად ქცეული ტა მოან თომის ტაძრის მახლობლად, ბანგკოკიდან დაახლოებით 360 კმ-ში. ტაილანდის არმიის განცხადებით, სამ საზღვრისპირა პროვინციაში ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა წლის ბიჭი.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები