მთავარი რაღაცებიდან ახერხებს ყურადღების გადატანას, სინამდვილეში, ცალ ფეხზე ჰკიდია რა ხდება ქვეყანაში — ჯაფარიძე ზურაბიშვილზე
ფოტო: ხატია დეკანოიძის ფეისბუქგვერდი
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სინამდვილეში, "ცალ ფეხზე ჰკიდია" რა ხდება ამ ქვეყანაში. მისი თქმით, ის მთავარი რაღაცებიდან ყურადღების გადატანას ახერხებს და თამაშობს როლს, რომ "თითქოს მართლა პრეზიდენტია და რაღაცებით არის შეწუხებული".
"სინამდვილეში, კადრებში მთავარი პრობლემა არის ის, როგორ ექცევიან მესამე პრეზიდენტს და არა ის, რომ კადრები გასაჯაროვდა. მაგრამ მან მოახერხა და ბრიფინგზე ყურადღება გადაიტანა იმაზე, რომ თითქოს, კადრების გასაჯაროება არის პრობლემა და არა ის, რაც სინამდვილეში დამართეს მესამე პრეზიდენტს, არა ის, რომ მას სინამდვილეში ართმევენ უფლებას, თავის სასამართლოზე წარდგეს, არა ის, რომ ის იძულებით გადაიყვანეს — რისი უფლებაც არ ჰქონდათ — ერთიდან მეორე დაწესებულებაში. ეს ყველაფერი თითქოს არაფერია და თითქოს, კადრების გასაჯაროებაა პრობლემა.
მთავარი რაღაცებიდან ახერხებს ყურადღების გადატანას რაღაცაზე და იმ რაღაცაზე თითქოს კრიტიკულია ხოლმე. მერე ეს იწვევს რიგ ადამიანებში, ჩემდა გასაოცრად, ჩემ გარშემოც კი, იმ ადამიანებში, ვისაც აზრი მოეკითხებათ, სიხარულსა და ხანდახან აღფრთოვანებასაც კი — რომ პრეზიდენტმა, აი, ამოიღო ხმა. მე არ მჯერა ეგეთი რაღაცები და გავიმეორებ, ის თამაშობს იმავეს თამაშს, რა თამაშსაც თამაშობს ივანიშვილის სხვა ფიგურები, რომლებიც მან სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა ძალაუფლების წერტილებზე დასვა. მას ეს როლი აკისრია, რომ ითამაშოს ეს როლი, რომ თითქოს ის მართლა პრეზიდენტია, თითქოს, მართლა რაღაცებით არის შეწუხებული. სინამდვილეში, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია რა ხდება ამ ქვეყანაში", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.
ექსპრეზიდენტის შიმშილობის 48-ე დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის და როგორც სხვა პატიმრები, ვერ ისარგებლებს სამოქალაქო კლინიკით, რადგან ეს შესაძლო საფრთხეებთან არის დაკავშირებული რისი დაზღვევაც მისი აზრით, ურთულესია.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოეპყრობიან პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს და ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის ღირსება დაცული უნდა იყოს "მისივე ქცევის მიუხედავად".
მან კატეგორიულად მიუღებელი უწოდა ღირსებისა და პატივის შემლახავი კადრების გავრცელებას და მმართველი გუნდის რიტორიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, ზოგიერთი ოფიციალური პირის გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში მეტ გაუგებრობას, დაძაბულობასა და გაღიზიანებას იწვევს და ამ ვითარებაში კომენტარები მოზომილი უნდა იყოს.
ზურაბიშვილმა სამწუხაროდ შეაფასა ის, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილ კონსილიუმს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა.
გაიგეთ მეტი:
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები