საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის მხარდაჭერით, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსი იწყება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021 იწყება. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას, რაც რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად მიიღწევა. ღონისძიება აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით ხორციელდება.
საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021-ში 8 პარტნიორი უნივერსიტეტის გუნდია ჩართული, დამატებით 4 გუნდი კი ღია რეგისტრაციის ფარგლებში, პრეზენტაციების საფუძველზე შეირჩევა. შეჯიბრება სამ ეტაპად გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გუნდები ჰარვარდის ბიზნესქეისზე იმუშავებენ, შედეგებს კი საქართველოში მაღალი რანგის მენეჯერებს წარუდგენენ.
ფინალურ ღონისძიებაზე სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი — 11 000 ლარით, მეორეზე — 6 000, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი — 3 000 ლარით დასაჩუქრდება.
მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და წარმატებული მენეჯერები ჩაუტარებენ ტრენინგებს, მათ შორის:
- პოლ კლარკი — მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული (Stanford და Chicago Booth), 40 წლიანი გამოცდილება ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში მსოფლიოს მსხვილი კომპანიებისათვის (მაგ: Lufthansa). TBSC Consulting-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
- ჯაბა შალამბერიძე — ჰარვარდის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებული. ექვსწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით საცალო ვაჭრობის სექტორში. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის, Bain & Company-ის კონსულტანტი ჩიკაგოს ოფისში. TBSC Consulting-ის ყოფილი კონსულტანტი.
- თამუნა პაპავა — Fulbright/Bank of Georgia-ს სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებული. ოთხწლიანი გამოცდილებით ამაზონის სათაო და ლონდონის ოფისებში პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე. TBSC Consulting-ის ყოფილი კონსულტანტი.
მონაწილეებს ასევე მენტორობას გაუწევენ წარმატებული ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები:
- ანა ქურხული (სტენფორდის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’21),
- ანა მამუკელაშვილი (კოლუმბიის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’20)
- ლევან მჟავია (Tuck-ის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’21)
- ლუკა კაჩუხაშვილი (Chicago Booth-ის მაგისტრი ’22)
- ანა სუხიშვილი (Fullbright MFin Scholar არიზონას უნივერსიტეტი ’17)
აპლიკაციების მიღება 19 ნოემბრის 15:00-მდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2019 წელს, TBSC Consulting-ის ინიციატივით დაიწყო. TBSC Consulting-ი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 18 წელია ოპერირებს და ორგანიზაციებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, მათ შორის: დივერსიფიცირებული ქართული კომპანიები, უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური მისიები, დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
-
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება
გადახედვა
-
მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს
გადახედვა
-
ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს
გადახედვა
-
შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა
გადახედვა
-
11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება 11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება
გადახედვა
-
რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა?
-
ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა? ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა?
გადახედვა
-
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
-
"არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს "არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
-
ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება
გადახედვა
-
POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა
გადახედვა
-
ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს?
-
გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
გადახედვა
კომენტარები