უერთგულე სურვილებს — თიბისის ლოიალობის პროგრამა ნოემბერში დამატებით სარგებელს გპირდება
რა ვჭამო? რა ჩავიცვა? სამსახურში ხომ არ მაგვიანდება? კომუნალურების გადახდა როდის მიწევს? — ყოველდღე იმდენ რუტინულ წვრილმანზე გვიწევს ფიქრი, რომ საკუთარი სურვილების ასრულება შორეული მომავლის პერსპექტივად იქცევა ხოლმე. არადა, პატარ-პატარა თუ დიდი ოცნებების ასახდენად სულაც არაა საჭირო სასწაულს ელოდო: ჩაერთე თიბისის ლოიალობის პროგრამაში — ერთგული — და უერთგულე სურვილებს.
ლოიალობის პროგრამაში ჩართვა და ქულების დაგროვება მხოლოდ სადებეტო ბარათის მფლობელებსაც შეუძლიათ. თუმცა, ერთგული ბარათის მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღება და ნებისმიერ ობიექტში თიბისის ტერმინალზე გადახდისას ქულების დაგროვება შეუძლიათ.
შენ მიერ დაგროვებული ერთგული ქულების დაანგარიშების პრინციპი მარტივია — 1 ქულა = 1 ლარი.
დაგროვებული ქულები 300-მდე პარტნიორ ობიექტში შეგიძლია დახარჯო, რაც საშუალებას მოგცემს ყოველთვიური ხარჯები შეამცირო, სურვილებს უერთგულო ან უბრალოდ თავი გაინებივრო.
პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი ვრცელია: სურსათი თუ საწვავი, ტანსაცმელი და აქსესუარები, გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, სასტუმროები და კვების ობიექტები თიბისის ერთგულებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.
ნოემბრის დამატებითი სარგებელი ერთგულებისთვის
ერთგულის ლოიალობის პროგრამის მომხმარებლებისათვის ყოველი თვე გამორჩეულია და არც ნოემბერია გამონაკლისი. ამ თვეში დამატებითი სარგებლის მიღება ისეთ პარტნიორ ობიექტებში შეგიძლია, როგორებიცაა აგროჰაბი, კარფური, სმარტი, ჯი პი სი, ფარმადეპო, გალფი და ვისოლი.
აქციაში მონაწილეობა მარტივია: გაიარე ავტორიზაცია ან რეგისტრაცია ერთგულის ვებ-გვერდზე — Ertguli.ge აირჩიე სასურველი პარტნიორი და შეასრულე მოცემული პირობა:
- გადაიხადე ერთგული ბარათით 350 ლარი და დაიბრუნე 50 ერთგული ქულა;
- გადაიხადე თიბისის ნებისმიერი ბარათით 350 ლარი და დაიბრუნე 20 ერთგული ქულა.
თიბისი კონცეპტის ან თიბისი ვიაიპის მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი სარგებლის მიღება შეუძლია:
- გადაიხადე ერთგული ბარათით 500 ლარი და დაიბრუნე 100 ერთგული ქულა;
- გადაიხადე კონცეპტ ბარათით 500 ლარი და დაიბრუნე 50 ერთგული ქულა.
ნოემბრის თვის აქცია მომხმარებელთა ინტერესებს მაქსიმალურად ერგება, ამიტომ ის აერთიანებს ისეთ პარტნიორ ობიექტებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნავენ. თანაც, დამატებითი ქულები თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას გროვდება.
მთავარია, შერჩეულ პარტნიორ ობიექტში ერთჯერადად თუ მთელი თვის განმავლობაში დახარჯული თანხა 350 ლარს, კონცეპტის და ვიაპის მომხმარებლებისთვის კი 500 ლარს აჭარბებდეს. დამატებითი ქულები ერთგული ქულების მიმდინარე ბალანსზე დაირიცხება და მათ გამოყენებას ნებისმიერ პარტნიორ ობიექტში მომდევნო წლის ბოლომდე, თიბისის ნებისმიერი ბარათით შეძლებ.
თუ გინდა, რომ კიდევ უფრო მაღალი სარგებელი მიიღო, აირჩიე სასურველი ლიმიტის ბარათი ერთგული სტანდარტი, ერთგული კლასიკი, ერთგული გოლდი, ერთგული პლატინიუმი ან ერთგული სიგნიჩა და თიბისის ტერმინალით ყოველი გადახდისას დაიბრუნე დახარჯული თანხის 6%-მდე ქულები.
კომენტარები