ხშირად გვსმენია განცხადებები, რის მიხედვითაც აგრესიული ვიდეოთამაშები ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს და მათ ძალადობისკენ უბიძგებს. ვიდეოთამაშების მსგავსი კრიტიკით სხვადასხვა პოლიტიკოსებიც გამოირჩევიან, მათ შორის არიან ტეხასის ვიცე-გუბერნატორი დენ პატრიკი და პალატის უმცირესობის ლიდერი კევინ მაკკარტი. მაკარტის თქმით, "ადამიანების დეჰუმანიზაციას ახდენენ და მათ ძალადობას შთააგონებენ", — ამბობს მაკკარტი.

ამას ხშირად პოპულარული მედიაც ამბობს და აგრესიულ ვიდეოთამაშებს რეალურ ცხოვრებაში ძალადობას უკავშირებს, თუმცა ამ ვარაუდის მხარდასაჭერად შეზღუდული მტკიცებულებები არსებობს. Journal of Economic Behavior & Organization-ში გამოქვეყნებული კვლევა კი პირდაპირ გვეუბნება, რომ არა, ვიდეოთამაშები ძალადობისკენ არ გვიბიძგებენ.

"მე გავაანალიზე, თუ როგორ აისახება მოზარდი ბიჭების ძალადობრივ ქცევაზე ახალი ძალადობრივი ვიდეოთამაშების გამოშვება აშშ-ში. კვლევამ ვერ ნახა მტკიცებულება, რის მიხედვითაც, ბავშვები ვიდეოთამაშების გამოშვების შემდეგ ძალადობას სჩადიან", — დაწერა გამოყენებითი მიკროეკონომეტრიკოსმა და ნაშრომის ავტორმა აგნე სუზიედელიტმა.

ახალი კვლევა უთითებს, რომ აგრესიული ვიდეოთამაშები არა მარტო რეალურ ძალადობასთან არ არის კავშირში, არამედ პირიქითაც, ის ნაწილობრივ ახშობს პატარებში ძალადობის გამოხატულებებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ აგრესიული ვიდეოთამაშების შემდეგ, ზოგ შემთხვევაში ბავშვებში აგრესია ფიქსირდება, მაგრამ ეს არ ისახება ადამიანების მიმართ ძალადობაში.

"ერთად აღებული, ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ ძალადობრივმა ვიდეოთამაშებმა შეიძლება აღაგზნოს ბავშვები, მაგრამ ეს არ ითარგმნება ძალადობაში სხვა ადამიანების მიმართ", — ამბობს კვლევის ავტორი.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს პრაქტიკული და არა ფსიქოლოგიური, ვარაუდობს სუზიედელიტი: "ძირითადად, ის ადგილი, სადაც ბავშვი ვიდეოთამაშს თამაშობს, არის სახლი, სადაც ძალადობის გამოხატვის საშუალება ნაკლებია".

მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი სროლები შედარებით შემცირებულია, განსაკუთრებით ბოლო 18 თვის განმავლობაში, ძალადობრივი ვიდეოთამაშების წარმოება კვლავ საკამათო საკითხად რჩება.

თუმცა, როგორც სუზიდელეტი ამბობს, მსგავსი აკრძალვები თუ რეგულაციები ძალადობას და ქუჩებში მასობრივ სროლებს ვერ შეამცირებს. მისი კვლევა პირდაპირ მიუთითებს, რომ მოზარდებს აგრესიული ვიდეოთამაშები სხვების მიმართ ძალადობის ჩადენისკენ არ უბიძგებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.